ძირითადი საშუალების ჩამოწერაზე გვსურს ერთი დეტალის დაზუსტება. თუ სავარძელი დაზიანდება კალენდარული წლის შუა პერიოდში, გამოუსადეგარი გახდა და მის ნაცვლად შევიძენთ ახალს, ჩამოწერა და განაშთვა ბალანსიდან იმ თვეში უნდა გაკეთდეს, როცა დაზიანდა, თუ წლის ბოლოს?
ლაბორატორიული რეაგენტების იმპორტისთვის და შემდგომი რეალიზაციისთვის ხაზინის ანგარიშზე ვრიცხავთ თითოეული რეაგენტის კოდების მიხედვით „დაშვების უფლების“ ღირებულებას 30 ლარს.
აღნიშნული დასახელების საქონელი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მხოლოდ დაშვების უფლების მოპოვება საკმარისია მათი იმპორტისთვის.
დაშვების უფლება არის უვადო, თუ არ შეიცვალა კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“.
წარმოშობს თუ არა დაშვების უფლებისთვის გადახდილი ღირებულება არამატერიალურ აქტივს? ბუღალტრული აღრიცხვისთვის ვიყენებთ სრულ ფასს-ებს.
დღის მეორე ნახევარში სხვა ბანკიდან გადმორიცხული თანხა არ აისახება იმავე დღეს და ჩვენთან ანგარიშზე შემოდის მეორე დღეს (მაგალითად, პარასკევ დღეს გადმორიცხული ყოველთვის ორშაბათს აისახება). ეს იწვევს შემთხვევებს, როცა კლიენტისაგან ჩარიცხული თანხა უცხოურ ვალუტაში არ ემთხვევა მის მიერ გადმორიცხულ თანხას უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ვერ ფარავს სრულად არსებულ ვალდებულებას.
სხვაობა შესაძლებელია 30-დან 40 ევრომდე/დოლარამდეც კი მივიდეს.
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ:
1. დავაფიქსიროთ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელ დღესაც შემოვიდა და სხვაობა (უცხოური ვალუტა და მისი ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს) ზარალზე წავიღოთ?
2. თუ დავაფიქსიროთ იმ ვალუტის ოდენობა, რომლის მიხედვითაც გადმორიცხა კლიენტმა?
გვაინტერესებს, ღვინის ქარხანაში ღვინის ლაბორატორიული მომსახურების ხარჯი ამ ღვინის თვითღირებულებაში თუ შეგვაქვს? გარეშე პირის მიერ ხდება ღვინის ლაბორატორიული შემოწმება შენახვის, ჩამოსხმის და წარმოების ეტაპზეც. აღრიცხვა-ანგარიშგებაში ვიყენებთ მსს ფასს-ს.
შპს-ის მენეჯმენტი ძირითადი საშუალების შეკეთების ნებისმიერი ხარჯით ზრდის ამ აქტივის თვითღირებულებას. მხედველობაში იღებენ მხოლოდ შეკეთების თანხის ოდენობას და მათი პოზიციაა, რომ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა არის ასეთი.
1) რამდენად სწორია და ხომ არ ეწინააღმდეგება სტანდარტების მიდგომას თვითღირებულების გაზრდა დიდი ღირებულების ნებისმიერი შეკეთების ხარჯით?
2) რა შემთხვევაში უნდა მოხდეს რემონტის ხარჯების კაპიტალიზაცია?
კომპანია მუშაობს სრული ფასს-ების მიხედვით.