ძებნის შედეგად ნაპოვნია 228 შედეგი

ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ქ. თბილისში, ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრში საოფისე ფართების იჯარით გაცემა. წლების განმავლობაში ვიყავით მე-4 კატეგორიის საწარმო, ხოლო წლეულს პირველად გადავედით მე-3 კატეგორიაში და დავიწყეთ აღრიცხვაში მსს ფასს-ის გამოყენება. ვალდებული ვართ თუ არა, საინვესტიციო ქონება ავსახოთ საბაზრო ღირებულებით? ძირითადი საშუალებების აღრიცხვას ვაწარმოებთ თვითღირებულების მოდელით.

2023/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2021 წელს შპს-მ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებისგან თავისუფალი), რომელზეც აპირებდა ოფისის მშენებლობას. ამავე 2021 წელს მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაცია („გაპი“, პროექტი, ნებართვა) 1-წლიანი მშენებლობის ნებართვით. სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის გაწეული დანახარჯები 2021 წელს ვაღიარეთ არამატერიალურ აქტივად. როგორც მოგეხსენებათ მშენებლობის ნებართვა გაიცემა განსაზღვრული ვადით და ჩვენს შემთხვევაში იყო 1-წლიანი, ანუ 2022 წელში მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ოფისის აშენებას. შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით. სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენად სწორია ასეთი სახის სამშენებლო დოკუმენტაციის არამატერიალურ აქტივად აღიარება? და თუ არამატერიალურ აქტივად უნდა აღიარებულიყო, უნდა აღიარდეს თუ არა ხარჯად სრულად 2022 საანგარიშო წელში, თუ ხარჯად აღიარება უნდა მოხდეს 2021-2022 წლებში ამორტიზაციის დარიცხვის გზით? ასევე გვაინტერესებს, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით, სწორია თუ არა ზემოაღნიშნული დანახარჯების არამატერიალურ აქტივებზე მიკუთვნება, თუ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯად უნდა გვეღიარებინა?

2023/08
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
პასუხის ნახვა

ჩვენს საწარმოო ხაზებს ვამატებთ დამატებით შესაძლებლობებს და დანადგარებს. ვალდებულება მიმწოდებლის წინაშე ვაღიარეთ, გადავიხადეთ და დავაკაპიტალიზირეთ ძირითად საშუალებად. ამ ოპერაციის სრულ ღირებულებას გვინაზღაურებს სხვა არარეზიდენტი კომპანია და გვირიცხავს იმ თანხას, რაც ჩვენ გადავუხადეთ მიმწოდებელს. სრული ფასს-ების მიხედვით, არარეზიდენტი კომპანიისაგან ჩარიცხული ეს თანხა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისათვის სხვა საოპერაციო შემოსავლად უნდა ვაღიაროთ, თუ რად?

2023/08
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული. 2022 წლის რომელიღაც თვეში ბინა გავყიდეთ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით, ვთქვათ 40000 აშშ დოლარად. დღგ არ გადაგვიხდია, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა კორპუსი. შემდეგ ამ ფიზიკურმა პირმა გადმოგვირიცხა 30000 აშშ დოლარი. დღგ გადავიხადეთ გადმორიცხვის დღეს არსებული კურსით დათვლილი თანხიდან ეროვნულ ვალუტაში. სავარაუდოდ ბინა ისე ჩაბარდება და შევა ექსპლუატაციაში, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირს ექნება იმ მომენტში ჩვენი ვალი 10000 აშშ დოლარი. 1) როცა გადმოგვირიცხა ფიზიკურმა პირმა 30000 აშშ დოლარი, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის დათვლისას რომელი დღის კურსი უნდა აგვეღო? 2) როცა შევა ექსპლუატაციაში და დასრულდება მშენებლობა, რომელი თარიღის კურსებით და როგორ დავითვალოთ ამ კონკრეტულ ბინის გაყიდვაზე ბიუჯეტში გადასახდელი დღგ?

2023/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

1) ვმუშაობთ მსს ფასს-ის გამოყენებით. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისთვის უნდა ავსახოთ თუ არა 2022 წლის ამონაგებში წინარე ნასყიდობის უფლებით ან საკუთრების უფლებით გაყიდული ხელშეკრულებები მშენებარე ობიექტებზე, ე.წ. „პროცენტული შესრულების“ მეთოდით, როგორც მოცემულია მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების სასწავლო მოდულში? თუ არა, მაშინ რა უნდა აისახოს ამონაგებში ამ სიტუაციაში? 2) 2021 წლამდე მშენებარე ფართის საკუთრების უფლებით გაყიდვა სრულად იბეგრებოდა დღგ-ით. შესაბამისად, 2020 წელში, როცა რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით, საბუღალტრო ფაილში გავატარეთ ჩვეულებრივ: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 118 ლარი; დ-ტი 6110 კ-ტი 3330/2 18 ლარი; დ-ტი 3120 კ-ტი 1410 X – თანხის რა ნაწილიც ჰქონდა ავანსად გადახდილი. 2021 წლიდან, მშენებარე ფართის (ექსპლუატაციაში ჯერ არმიღებულის) საკუთრების უფლებით გაყიდვა ისევ ზემოთ მოყვანილი გატარებებით გავატაროთ საბუღალტრო ფაილში თუ რამე სხვა ტექნიკას მივმართოთ, მაგალითად – რამე ახალი ბუღალტრული ანგარიშების შემოღებით? თუ საერთოდ არ გავატაროთ არაფერი?

2023/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ქარხანაში (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) შევიძინეთ ძირითადი საშუალება – ფილტრი, რომელიც მოთავსდება ცალკე ოთახში. ეს ოთახი რემონტდება: იატაკზე ბეტონის დასხმა, გრანიტით მოპირკეთება და სხვა, რისთვისათვის შეძენილია ბევრი დასახელების წვრილმანი სამეურნეო სამშენებლო მასალა. შემიძლია, ამ ყველაფერს გავუხსნა მხოლოდ ერთი თანხობრივი 16** ანგარიში (რაოდენობების მიუთითებლად), ცალ-ცალკე რომ არ გატარდეს თითოეული და ეს თანხა შემდგომ ფილტრის თვითღირებულებას დავამატო? სწორი გადაწყვეტილება იქნება?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა