ძებნის შედეგად ნაპოვნია 34 შედეგი

ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) შპს „ა“-მ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ შპს-ს (რომლის შემოსავალი ამავე საქმიანობიდან არ არის 200000 ლარზე მეტი) გადაურიცხა ავანსი 2019 წლის მაისში 15000 ლარი. დასაბეგრია თუ არა მოგების გადასახადით ავანსად გადახდილი თანხა 2019 წლის მაისის პერიოდში? სმფ მიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოში. 2) სსკ 82-„ც“ მუხლის თანახმად, არ იბეგრება საშემოსავლოთი 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200000 ლარს არ აღემატება. რადგან არ არის მითითებული კალენდარული წელი, ერთობლივი შემოსავალი ხომ არ ითვლება სხვადასხვა წლების ბრუნვის 200000 ლარზე მეტი (ანუ 2017-ში თუ აქვს მიღებული შემოსავალი 190000 ლარი, ხოლო 2018-ში – 15000 ლარი, ანუ ჯამურად 200000 ლარს რადგან სცდება ამავე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასი)? დასაბეგრი ხომ არ არის ამ შემთხვევაში გაცემული ხელფასი? 3) შპს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას და ამავე საქმიანობიდან არ აქვს შემოსავალი 200000 ლარზე მეტი, ფიზიკურ პირზე თუ გასცა ხელფასი, დასაბეგრია გადახდის წყაროსთან (ვინაიდან სსკ 82-1-„ც“ მუხლი გულისხმობს, ჩემი აზრით ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას, მის მიერ გაცემულ ხელფასზეა საუბარი სხვა ფიზიკური პირის მიმართ და არა იურიდიული პირის მიერ გაცემულ ხელფასზე)?

2020/02
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სოფლის მეურნეობა
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია აწარმოებს თაფლს. როდესაც ფიზიკური პირის გამოძახებით მის სახლში მიაქვს თაფლი კურიერს, მაგ დროს რა საბუთი შეიძლება არსებობდეს? საკურიერო მომსახურებას სხვა ფირმა გვიწევს, რომელიც თვის ბოლოს ინვოისს გვიწერს. საბუთში ვგულისხმობ ზედნადებს, თუ არის სავალდებულო როგორც ტრანსპორტირების საბუთი? პირად ნომერს კლიენტს ვერ ვეკითხებით.

2019/12
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

დაფასოებული წალამი (ვაზის ნასხლავი) დღგ-ით იბეგრება?

2019/11
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, კერძოდ, თავისი ტრაქტორით სავენახე მიწის მოსწორების სამუშაოებს. საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ?

2019/11
საშემოსავლო გადასახადი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა