ძებნის შედეგად ნაპოვნია 194 შედეგი

კომპანიის (შპს-ის) გაუნაწილებელი მოგება და წლის მოგება/ზარალი წლების მიხედვით არის შემდეგი: 2017 წელი – გაუნაწილებელი მოგება 32 მლნ, წლის მოგება-ზარალი -3 მლნ ლარი; 2018 წელი – გაუნაწილებელი მოგება 27 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი; 2019 წელი – გაუნაწილებელი მოგება 31 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი 4 მლნ ლარი; 2020 წელი – გაუნაწილებელი მოგება 25 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -6 მლნ ლარი; 2021 წელი – გაუნაწილებელი მოგება 20 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი. 2022 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ გაუნაწილებელი მოგება კვლავ შემცირდება. 1) იმისათვის, რომ მოხდეს დივიდენდის გაცემა 2023 წლის რომელიმე თვეში, უნდა გვქონდეს კრების ოქმი, სადაც განსაზღვრული იქნება გასაცემი დივიდენდის ოდენობა, ხომ? 2) 2023 წლის რომელიმე თვეში დივიდენდის გაცემა უნდა მოხდეს 31.12.2022 წ. დაფიქსირებული გაუნაწილებელი მოგებიდან თუ მიმდინარე პერიოდის გაუნაწილებელი მოგების გამოთვლაც აუცილებელი იქნება? ანუ, რა თანხის გაცემა შეგვეძლება დივიდენდად, ეს რომელი პერიოდის გაუნაწილებელი მოგებიდან შეგვიძლია გამოვთვალოთ? 3) თუკი ხელმძღვანელობა დაადგენს, რომ დივიდენდის გაცემა არ გამოიწვევს კომპანიის გადახდისუუნარობას და დივიდენდის გაცემის დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს შეუფერხებლად ან/და განახორციელებს დაგეგმილ საქმიანობას, მაგრამ ფაქტიურად ეს ასე არ აღმოჩნდა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად? 4) რას გულისხმობს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის („შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება“) მე-6 ნაწილის ჩანაწერი, კერძოდ, მისი ბოლოსწინა და ბოლო წინადადებები? „6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით“.

2023/03
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სასტუმროში (დღგ-ის გადამხდელი შპს) არსებულ სტუმრებს კეთილგანწყობისთვის ზოგჯერ ვუგზავნით საჩუქრებს (მაგალითად, რაღაცით უკმაყოფილო კლიენტებს): ღვინო, ჩურჩხელა, ნამცხვრები (ადგილზე წარმოებული). რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ აღნიშნული მიწოდება და რა ფასით? დღგ შეძენილ საქონელზე/ნედლეულზე ჩათვლილია.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

რამდენად მისაღებია, საგადასახადო კუთხით, შპს-ის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, მის მიერ საქართველოში წარმოებული ერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წლის მანძილზე, თვეგამოშვებით, სხვადასხვა ფასში მიჰყიდოს ამ შპს-ს?

2023/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

თანამშრომელმა უცხოური ვებგვერდიდან უნდა გამოიწეროს საქონელი თავის სახელზე (საქონელი დღგ-ით არ იბეგრება). საქონლის განბაჟების შემდეგ, ჩვენმა შპს-მ უნდა შეიძინოს ის თანამშრომლისგან. რამე ვალდებულება გვეკისრება ასეთ შემთხვევაში? საქონელს შევიძენთ შესყიდვის/ჩამოტანის ღირებულებით.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ს აქვს ელექტრო ავტომანქანა (ელექტრომობილი), რომელსაც იყენებს დირექტორი. პირადი მოხმარების შემთხვევების გამო, გვინდა, რომ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით. ელექტროენერგიას რას მოიხმარს პირადი მიზნით გამოყენებისას, ვერ გავმიჯნავთ. რა გადასახადის განაკვეთით უნდა დავბეგროთ ამ ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენება?

2023/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სამედიცინო ცენტრი X, რომელიც პოლიკლინიკაა თავისი შინაარსით, ხოლო სამართლებრივად არის შპს, მონაწილეობას იღებს ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო-სამეცნიერო პროექტში. კომპანია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაავადების ცნობადობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს, რომ კლინიკებმა იმონაწილეონ, გარკვეულ პაციენტებს ჩაუტარონ ანალიზი უფასოდ, რისთვისაც გადაეცემათ ამ ანალიზისთვის საჭირო აპარატი და სახარჯი მასალა პაციენტთა იმ რაოდენობისათვის, რომელსაც განაცხადში დააფიქსირებენ. შემდეგ იდება მიწოდების ხელშეკრულება+დონაციის ხელშეკრულება. ეს უკანასკნელი არეგულირებს ამ აპარატის გადაცემას კლინიკისთვის, რომელიც რჩება მის საკუთრებაში, როცა კონტრაქტის ვალდებულებები დასრულდება. აქვს თუ არა ამ კლინიკას (შპს-ს) უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ ტიპის პროექტში, უფასოდ ჩაუტაროს ანალიზი ამ პაციენტებს (მგონი იბეგრება, რადგან პაციენტი სარგებელს იღებს) და შემდეგ დაიტოვოს ეს აპარატი და ჩვეულებრივად კომერციული აქტივობა გააგრძელოს?

2023/01
მოგების გადასახადი
ბარტერი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა