ძებნის შედეგად ნაპოვნია 298 შედეგი

თეატრალურმა დაწესებულებამ გაუხსნა ე.წ. „ვარსკვლავები“ მის რამდენიმე ღვაწლმოსილ მუშაკს ამ დაწესებულებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია (თეატრალურ დაწესებულებას არ ეკუთვნის). დანახარჯები ჩვენმა დაწესებულებამ გაწია, თითოეული ასეთი ვარსკვლავის გახსნა რამდენიმე ათასი ლარი ჯდება. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს დანახარჯები – ძირითადი საშუალებაა, არამატერიალური აქტივია თუ რა? აქვს თუ არა მნიშვნელობა პასუხისთვის, ბუღალტრული აღრიცხვისთვის მსს ფასს-ს გამოვიყენებთ თუ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს?

2024/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საწარმოს თანამშრომელზე გაცემული ჰქონდა პროცენტიანი სესხი. სესხის ძირი თანხა დაფარა, პროცენტის – გადასახდელი დარჩა. რომ ჩამოვაწეროთ (ვაპატიოთ) პროცენტის თანხა, დაიბეგრება?

2024/02
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის განაცემთა ინფორმაციაში მითითებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აქ რა ინფორმაცია უნდა ავსახოთ, აჭარაში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი თუ აჭარის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების კუთვნილი?

2024/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

საწარმომ თანამშრომლების სარგებლად აღიარა ფპ-ისთვის ანაზღაურებული მომსახურება, რომელიც სავალდებულო საპენსიო სადაზღვევო შენატანით არის დაბეგრილი. სარგებლის თანხა საპენსიო სადაზღვევო შენატანის გარეშე (2%+2%) უნდა იქნას აღიარებული, თუ მისი ჩათვლით?

2024/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

2021 წელს მოიჯარემ ჩვენს საწარმოს ჩაურიცხა იჯარის ბოლო ორი თვის ავანსი ეროვნული ბანკის კურსით (2*3810 $*3.2547=24800.81 ლარი) და გამოვუწერეთ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ეს მოიჯარე 2024 წლის 1 მარტიდან გადის დაქირავებული ფართიდან და იანვარ-თებერვალში უნდა ჩავუთვალოთ ეს ავანსად გადახდილი იჯარის თანხა. დავაზუსტებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: 2022 წლის მაისამდე მას ჰქონდა იჯარის საფასური თვეში 3810 $ გადასახდელი, ხოლო 2022 წლის ივნისიდან გახდა 4762.50 $. ანუ მისგან 2021 წელს მიღებული ავანსი არ ფარავს ბოლო 2 თვის იჯარის თანხას, რაც არის 4762.50*2=9525 $-ის ეკვივალენტი ლარში (იჯარის საფასური 2024 წლის იანვარში არის 4762.50 $ და თებერვალშიც არის 4762.50 $). რომელი კურსის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ იანვრის (და შემდგომ თებერვლის) იჯარა – 3.2547 (ავანსის ჩარიცხვის კურსი) თუ 2.6827 (იანვრის ბოლო დღის ეროვნული ბანკის კურსი)?

2024/02
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიასთან გვაქვს ბარტერული ოპერაცია. აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად ჩვენ გადავეცით მიწა და მიწის სანაცვლოდ დეველოპერულმა კომპანიამ ჩაგვირიცხა ნაწილი თანხის და ნაწილი ფართების სახით გადმოგვცა. ეს ფართები ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული და კომუნიკაციებიც არ არის დასრულებული. მიწის საბალანსო ღირებულება შეადგენს 2677040 ლარს (01.01.2018 წელს არის გადაფასებული). 2023 წლის ივნისის თვეში მოხდა მიწის აღნაგობის გაუქმება და მიწა გადავიდა დეველოპერული კომპანიის საკუთრებაში (ახალი ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 24 ივნისს მოხდა მიწის ღირებულების დადგენა და გასაყიდი ფართების თვითღირებულებაც განისაზღვრა ამ ღირებულებით). მიწა შეფასდა – 2657896 ლარის ოდენობით. დეველოპერის მიერ ჩარიცხული თანხა შეადგენს – 1274804 ლარს. კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1. როგორი გატარებით მოხდება მიწის გადაცემის შემდეგ საბალანსო ღირებულების 2677040 ლარის ჩამოწერა? 2. რა თანხით განისაზღვრება 1 მ2 ფართის ღირებულება? ჩარიცხულ თანხას – 1274804 ლარს დაემატება შეფასებული მიწის 2657896 ლარი, თუ მხოლოდ შეფასებული მიწის ღირებულება იანგარიშება? თუ ასეა – ამ ჩარიცხული თანხის კვალიფიკაცია როგორ განვსაზღვროთ? 3. აღნაგობის გაუქმების დროს, დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენოთ მიწის მიწოდება? და თუ კი, რა თანხა უნდა ვაჩვენოთ დეკლარაციაში? 4. ეს გადმოცემული ფართები ჩვენთვის არის გასაყიდი საქონელი. ჩვენ შეიძლება გავყიდოთ ფართები მყიდველისგან თანხის სრული ჩარიცხვით და ასევე შიდა განვადებით (2 წელზე გათვლით). რა დროს დადგება ჩვენთვის დღგ-ის გადახდის ვალდებულება (ჩარიცხული ავანსების გარდა), თუ სრულად ვერ იხდის მყიდველი თანხას, ჯერ კომუნიკაციები არ არის დასრულებული და ექსპლუატაციაშიც არ არის მიღებული შენობა? თუ ექსპლუატაციაში შევა და მყიდველს კიდევ აქვს დასაფარი ბინის ღირებულება, ამ შემთხვევაში სრულად დაბეგვრის ვალდებულება დაუდგება კომპანიას?

2024/02
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა