კითხვა

2021/09

გვაინტერესებს, უიმედო ვალების ჩამოწერა სამართლებრივად სწორად და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად როგორ ხდება? უიმედო ვალების ჩამოწერისას რა დაბეგვრა წარმოიქმნება? ამ მხრივ სიახლეები თუ არის?

პასუხი

 უიმედო ვალის განმარტება, რომელიც მოცემულია სსკ მე-8 მუხლის 29- პუნქტში, არ შეცვლილა და რაც იყო, ისევ ის არის:
„29. უიმედო ვალისაქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის ან გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა“.
საგადასახადო მიზნებისათვის, უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ამ ოთხიდან ერთ-ერთი ხდომილების დადგომისას და ამ დროს პირი, რომელმაც ეს ვალი უიმედოდ ცნო, არ იბეგრება. თუმცა, მოგების გადასახადით დასაბეგრი ობიექტი შეიძლება წარმოიშვას, თუ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი საწარმოს მიერ ვალის ჩამოწერა მოხდება მანამ, სანამ დაკმაყოფილდება მისი უიმედოდ ცნობის პირობები, რადგან ეს ვალის პატიებად (ანუ, აქტივის ჩუქებად) შეიძლება იქნეს განხილული.
თუმცა, არის ორი საყურადღებო სიახლე:
1) პირველი – ეს არის 2020 წლის 22 ივლისიდან სსკ 983 მუხლში დამატებული „ზ“ პუნქტი, რომლის თანახმად:
„3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:...
) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97- მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით“.
ეს, სხვათა შორის, იმას ნიშნავს, რომ თუ ორივე კომპანია მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, მაშინ ერთი კომპანიის მიერ მეორისთვის ვალის პატიება (მათ შორის, სავაჭრო მოთხოვნის გაუქმება მანამ, სანამ ის დააკმაყოფილებდა უიმედო ვალის ცნებას სსკ მე-8 მუხლში მოცემული განმარტების მიხედვით) არ იბეგრება მოგების გადასახადით!
თუმცა, შევნიშნავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ეს მაინც არის საგადასახადო რისკის მატარებელი; მაგალითად, შეიძლება საგადასახადო ორგანომ იფიქროს და იმსჯელოს იმაზე, ხომ არ იყო ეს ვალი ნაპატიები ან სამართლებრივად ხანდაზმული ჯერ კიდევ 2020 წლის 22 ივლისამდე. ასევე, რისკშემცველია ისეთი სიტუაცია, როდესაც ორივე კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი.
2) მეორე სიახლეა 2020 წლის მაისში გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელო (ე.წ. „მენუალი“) №2657, რომელიც დამტკიცებულია 2020 წლის 6 მაისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზე. მასში განხილულია ორი ვარიანტი, რომლიდანაც პირველის შინაარსი შემდეგია:
საწარმო, დებიტორული დავალიანების მქონე პირ(ებ) ვალდებულების შესრულებას სთხოვს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით. საწარმომ დებიტორული დავალიანების ამოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი არ გამოიყენა, ვინაიდან დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის ან/და ფინანსური ხარჯების ოდენობა, აღემატება მისაღები შემოსავლის/სარგებლის ოდენობას.
საწარმოს მხრიდან საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებას ადგილი არ აქვს, რამდენადაც გარიგების მიზანს წარმოადგენდა საქონლის/მომსახურების სასყიდლიანი მიწოდება და ამასთან, დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის ან/და ფინანსური ხარჯების ოდენობა, აღემატება მოთხოვნის დაკმაყოფილებით მისაღები შემოსავლის/სარგებლის ოდენობას.
პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება“.
ამმენუალიდანგამომდინარე, საგადასახადო ორგანოს პოზიციაა, რომ გადახდის ვადას გადაცილებული მცირეთანხიანი დებიტორული დავალიანებების ჩამოწერა, თუნდაც ის იმ პირების მიმართ განხორციელდეს, ვინც არ არიან მოგების გადასახადით დაბეგვრისესტონურ მოდელზე“, არ წარმოადგენს ფულის/ქონების ჩუქებას და ამიტომ არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით სსკ 983 მუხლის მიხედვით.

უკან დაბრუნება