კითხვა

2022/04

ფაქტობრივი გარემოება: შპს აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, კერძოდ: ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები; ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, პათოლოგანატომიური საქმიანობა და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობა. ხოლო რაც შეეხება ამბულატორიულ საქმიანობას, მოქმედი კანონმდებლობით („მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილება) მოეთხოვება მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. ჩვენი კითხვებია: 1) რამდენად სწორად ვართ ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით? 2) ჩაითვლება თუ არა საკმარისად მხოლოდ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გაგზავნილი შეტყობინება, რომ ვასრულებთ სამედიცინო საქმიანობას? 3) დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის გათავისუფლებულია თუ არა, ჩათვლის უფლების გარეშე, ზემოაღნიშნული საქმიანობები: ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვფლობთ ლიცენზირების უფლებას (რადგან არც მოგვეთხოვება)? 4) კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია ჩაითვლება თუ არა სამედიცინო საქმიანობად და აღნიშნული მომსახურება გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისაგან, ჩათვლის უფლების გარეშე? 5) ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული საქმიანობების ფარგლებში მომსახურების გაწევისას გამოყენებული მოძრავი ძირითადი საშუალებები არის თუ არა გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან? 6) რა დოკუმენტაცია/უფლება არის საჭირო, რომ პირი ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებად?

პასუხი

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონისჯანმრთელობის დაცვის შესახებმე-3 მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) განმარტებულია შემდეგნაირად:
1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“.
ამავე კანონის 53-ე მუხლში კი მოცემულია სამედიცინო დაწესებულების განმარტება:
„1. სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. სამედიცინო დაწესებულების საფინანსო რესურსებში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული წილი შეადგენს არანაკლებ 75% , ხოლო მის ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდების საშუალო წლიური ღირებულების არანაკლებ 75%-ისა გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად...
2. სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციაა:
) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა;
) დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობა;
) სამეანო საქმიანობა;
) ფარმაცევტული საქმიანობა;
) (ამოღებულია);
) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება“.
რაც შეეხება თქვენს კითხვებს:
1) თქვენ მიერ გადმოცემული ინფორმაცია მართებულია, მაგრამ უნდა დავამატოთ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვა. ამ ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“, კერძოდ კი ამ დადგენილების №2 დანართით. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
2) თქვენი სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა იმ შემთხვევაში არის საკმარისი, თუ თქვენ ფაქტობრივად ასრულებთ ისეთ სამედიცინო საქმიანობას, რომლისთვისაც ლიცენზია ან ნებართვა არ მოითხოვება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით;
3)-4) სსკ 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, „1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:
) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება;
) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება“.
აქ მოხსენიებული ფრაზა – „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება“ – ჩვენ გვესმის ასე: თუ პირი ეწევა ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას ან სავალდებულო შეტყობინებას მოითხოვს, მაშინ მას, ამ შეღავათით სარგებლობისთვის, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა (მათ შორის, სტაციონალური სამედიცინო მომსახურებისთვის) ან შეტყობინება, ხოლო თუ ისეთ სამედიცინო მომსახურებას ეწევა, რომლისთვისაც ლიცენზია ან ნებართვა ან სავალდებულო შეტყობინება არ მოითხოვება, მაშასადამე, ჰქონია შესაბამისი უფლება, რადგან აკრძალვა არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ ჩამოთვლილი საქმიანობების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების გაწევა, მათ შორის, კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე;
5) დიახ, ეს ძირითადი საშუალებები, თუ დაცულია ეს ორი პირობა: მათ იყენებს სამედიცინო დაწესებულება საკუთრების ან ლიზინგის უფლებით; და მათი გამოყენება ხდება სამედიცინო საქმიანობისათვის, სსკ 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „წ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან:) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული“.
6) იმისათვის, რომ იურიდიული პირი ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებად, ის უნდა აკმაყოფილებდესჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 53- მუხლში მოცემულ განმარტებას, რომელიც პასუხის დასაწყისში მოვიყვანეთ. ამასთან, თუ ის ეწევა ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა, რომლის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

უკან დაბრუნება