კითხვა

2022/07

აქციზური საქონლის მწარმოებელი შპს-ის მიერ „დიუთი ფრი“-სთვის მიწოდებულ აქციზურ საქონელზე აქციზი უნდა გადავიხადოთ?

პასუხი

დიუთი ფრისმაღაზიები წარმოადგენენ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს. სსკ 194- მუხლის მე-6 ნაწილისპუნქტის თანახმად, „6. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:...
) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის“.
შესაბამისად, თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი აქციზის გადამხდელია, ის არ დაიბეგრება აქციზით „დიუთი ფრისთვის“ მიწოდებულ საქონელზე ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათის ძალით. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად:
„1. აქციზის გადამხდელის აქციზისაგან გათავისუფლების საფუძველიასაწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულიპუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა“.
აქ აღნიშნული დადგენილება რამდენჯერმე იქნა გამოცემული საქართველოს მთავრობის მიერ. ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებაა 16.09.2019 წ. №455 „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილება. თუმცა, კურიოზული ფაქტია, რომ ამჟამად მოქმედ №455 დადგენილებაში „პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა“ საერთოდ არ არის განსაზღვრული... ეს ცნობა განსაზღვრული იყო მისი წინამორბედი 14.09.2015 წ. №471 დადგენილების ანალოგიური წინამორბედი 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილების №7 დანართით, რომელიც ამჟამად გაუქმებულია. ის იწერებოდა 2 ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთი რჩებოდა პუნქტში, ხოლო მეორე ეგზავნებოდა საგადასახადო ორგანოს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ამჟამად მოქმედ №455 დადგენილებაში ასეთი ცნობის შემცვლელის როლს ასრულებს მისი №3 დანართითავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმა“. რეკომენდაციას ვიძლევით, თქვენმა საწარმომ მისწეროს წერილიდიუთი ფრისდა მოსთხოვოს დამადასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული საქონელი მოთავსებული და აღრიცხულია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში. ეს თავიდან აგარიდებთ შესაძლო მოდავებას საგადასახადო ორგანოს მხრიდან.

უკან დაბრუნება