კითხვა

2023/03

კომპანიის (შპს-ის) გაუნაწილებელი მოგება და წლის მოგება/ზარალი წლების მიხედვით არის შემდეგი: 2017 წელი – გაუნაწილებელი მოგება 32 მლნ, წლის მოგება-ზარალი -3 მლნ ლარი; 2018 წელი – გაუნაწილებელი მოგება 27 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი; 2019 წელი – გაუნაწილებელი მოგება 31 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი 4 მლნ ლარი; 2020 წელი – გაუნაწილებელი მოგება 25 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -6 მლნ ლარი; 2021 წელი – გაუნაწილებელი მოგება 20 მლნ ლარი, წლის მოგება-ზარალი -5 მლნ ლარი. 2022 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ გაუნაწილებელი მოგება კვლავ შემცირდება. 1) იმისათვის, რომ მოხდეს დივიდენდის გაცემა 2023 წლის რომელიმე თვეში, უნდა გვქონდეს კრების ოქმი, სადაც განსაზღვრული იქნება გასაცემი დივიდენდის ოდენობა, ხომ? 2) 2023 წლის რომელიმე თვეში დივიდენდის გაცემა უნდა მოხდეს 31.12.2022 წ. დაფიქსირებული გაუნაწილებელი მოგებიდან თუ მიმდინარე პერიოდის გაუნაწილებელი მოგების გამოთვლაც აუცილებელი იქნება? ანუ, რა თანხის გაცემა შეგვეძლება დივიდენდად, ეს რომელი პერიოდის გაუნაწილებელი მოგებიდან შეგვიძლია გამოვთვალოთ? 3) თუკი ხელმძღვანელობა დაადგენს, რომ დივიდენდის გაცემა არ გამოიწვევს კომპანიის გადახდისუუნარობას და დივიდენდის გაცემის დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს შეუფერხებლად ან/და განახორციელებს დაგეგმილ საქმიანობას, მაგრამ ფაქტიურად ეს ასე არ აღმოჩნდა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად? 4) რას გულისხმობს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის („შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება“) მე-6 ნაწილის ჩანაწერი, კერძოდ, მისი ბოლოსწინა და ბოლო წინადადებები? „6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით“.

პასუხი

1) დიახ, პარტნიორთა კრების ოქმი აუცილებელია. უფრო დეტალურად, „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის 145- მუხლიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილებაადგენს:
„1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას.
2. პარტნიორები იღებენ ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების შესაბამის ან მისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს დივიდენდის განაწილების თარიღი“.
2) როგორც წესი, 2023 წელს ჩატარებული პარტნიორთა კრება იხილავს ხოლმე 31.12.2022 წ. მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების განაწილების საკითხს. თუმცა, ეს დოგმა არ არის და შესაძლოა მოხდეს მიმდინარე პერიოდის მოგების გათვალისწინებაც, რაც ხშირად ხდება იმ შემთხვევებში, თუ კომპანია ამზადებს შუალედურ (მაგალითად, კვარტალურ) ფინანსურ ანგარიშგებებს. ასევე, მიმდინარე მოგება/ზარალის ცოდნა აუცილებელია ამ კანონის 145-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ დივიდენდების გაცემის გამო საფრთხე ექმნება საზოგადოების გადახდისუნარიანობას.
3) ეს საკმაოდ რთული საკითხია, განსაკუთრებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა. ამაზე რამე პირდაპირი ჯარიმა დაწესებული არ არის, თუმცა თეორიულად, თუ ასეთი რამ მოხდება და რომელიღაც კრედიტორი ვერ დაკმაყოფილდება, მას ექნება უფლება სწორედ თქვენ მიერ ციტირებული 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე უჩივლოს კომპანიას და კომპანიის დამფუძნებლებს და მოსთხოვოს მათ მიღებული დივიდენდების უკან დაბრუნება კომპანიაში. რამდენად წარმატებული იქნება ეს სარჩელი, ძნელი სათქმელია, რადგან ამაზე სამეწარმეო დავების პრაქტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. მართალია, არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დებულებაც, რომლის თანახმად:
დაუშვებელია გაცემული დივიდენდის დაბრუნების მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დივიდენდის მიმღებმა პარტნიორმა მისი მიღებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დივიდენდის განაწილებისას დაირღვა კანონით ან წესდებით დადგენილი ნორმები“, მაგრამ აღნიშნული 32-ე მუხლი ვერ იქნება აღმატებული (რადგან მასში ნათქვამია: „გარდა იმ შემთხვევისაო“) ამავე კანონის 145-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომელიც მოითხოვს:
„8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული დივიდენდი/საზღაური, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა დივიდენდის განაწილების ან დივიდენდის/საზღაურის მიღების დაუშვებლობის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელმძღვანელი პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე (აქვე შევნიშნავთ, რომ ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
4) აქ უბრალო არითმეტიკასთან გვაქვს საქმე: რადგან მოგების გადასახადის განაწილება იწვევს საკუთარი კაპიტალის შემცირებას გატარებით: -ტი 5310 -ტი 3420, -ტი 3420 -ტი 1210 (ან 1110) და ამას ემატება მოგების გადასახადიც (დაბეგვრისესტონურ მოდელზემყოფი პირებისათვის, თუ რამე საგამონაკლისო შემთხვევას ან საგადასახადო შეღავათს არ აქვს ადგილი), გატარებით: -ტი 9210 -ტი 3310, ისეთი თანხა არ უნდა იქნეს განაწილებული, რომ ამ გატარებების შედეგად საწარმოს აქტივები აღმოჩნდეს უფრო მცირე, ვიდრე მისი ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების ჯამია.

უკან დაბრუნება