ძებნის შედეგად ნაპოვნია 230 შედეგი

2005 წლიდან მოყოლებული, გარკვეულმა იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ვერ უზრუნველყვეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენ სასარგებლოდ წარმოეშვათ სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რის თაობაზეც მათთან წლების განმავლობაში გვქონდა სამართლებრივი დავები, წერილობითი მიმოწერები, სატელეფონო კომუნიკაცია და უშუალო შეხვედრები; ყოველწლიურად ფორმდებოდა ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტები და იყო დაპირებები ვალის უმოკლეს ვადაში დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროის განმავლობაში დებიტორულ დავალიანებაში მყოფი ზოგიერთი საწარმო ან გაკოტრდა, ან მატერიალური პასუხისმგებელი პირი სულაც გარდაიცვალა და საწარმო საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, ეს დავალიანებები ხანდაზმული და უიმედოა. გთხოვთ გაგვიმარტოთ, აღნიშნული ხანდაზმული და უიმედო დებიტორული დავალიანებები შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

2024/01
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ქართულ საწარმოში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა (რომელიც ამ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირია) აქციების სანაცვლოდ შეიტანა რაღაც აქტივი (კერძოდ, 100% წილი სხვა შპს-ში). ფიზიკურმა პირმა შეტანილი აქტივი დააფასა 3 მლნ ლარად, სანაცვლოდ საწარმომ გამოუშვა 3 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების აქციები და გადასცა ამ ფიზიკურ პირს. ამ აქციების გამოშვების შემდეგ ხსენებული ფიზიკური პირი ფლობს სააქციო კაპიტალის ნახევარზე მეტს − 75%-ს. კერძოდ, ამ ემისიამდე საწარმოს სააქციო კაპიტალი იყო 1 მლნ ლარი (საემისიო კაპიტალი არ ჰქონდა) და 3 მლნ-იანი ემისიის შემდეგ ფიზიკური პირი გახდა 75% წილის მფლობელი აქციონერი. ამ ოპერაციის შემდეგ 4 კალენდარულ თვეში ამ ფიზიკურმა პირმა სრულად მიჰყიდა თავისი აქციები სხვა არსებულ აქციონერს. კაპიტალში აქტივების ამგვარი შეტანისას, როდესაც ხდება კომპანიის წილის 50%-ზე მეტი აქციების სანაცვლოდ გადაცემა და როდესაც აქტივის შეტანა კაპიტალში არ ითვლება მიწოდებად (სსკ 151-ე მუხლი), საჭიროა თუ არა შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს საბაზრო ღირებულება 3 მლნ ლარზე ნაკლებია, არის თუ არა ეს სხვაობა დასაბეგრი, მოგების ან საშემოსავლო გადასახადით? დაბეგვრა გვაინტერესებს სააქციო საზოგადოების მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ რეალურად კომპანიას ხარჯი არ გაუწევია, თანხა არ გადაუხდია.

2023/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ძირითადი საშუალების ჩამოწერაზე გვსურს ერთი დეტალის დაზუსტება. თუ სავარძელი დაზიანდება კალენდარული წლის შუა პერიოდში, გამოუსადეგარი გახდა და მის ნაცვლად შევიძენთ ახალს, ჩამოწერა და განაშთვა ბალანსიდან იმ თვეში უნდა გაკეთდეს, როცა დაზიანდა, თუ წლის ბოლოს?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ლაბორატორიული რეაგენტების იმპორტისთვის და შემდგომი რეალიზაციისთვის ხაზინის ანგარიშზე ვრიცხავთ თითოეული რეაგენტის კოდების მიხედვით „დაშვების უფლების“ ღირებულებას 30 ლარს. აღნიშნული დასახელების საქონელი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მხოლოდ დაშვების უფლების მოპოვება საკმარისია მათი იმპორტისთვის. დაშვების უფლება არის უვადო, თუ არ შეიცვალა კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. წარმოშობს თუ არა დაშვების უფლებისთვის გადახდილი ღირებულება არამატერიალურ აქტივს? ბუღალტრული აღრიცხვისთვის ვიყენებთ სრულ ფასს-ებს.

2023/11
არასაგადასახადო თემა
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

დღის მეორე ნახევარში სხვა ბანკიდან გადმორიცხული თანხა არ აისახება იმავე დღეს და ჩვენთან ანგარიშზე შემოდის მეორე დღეს (მაგალითად, პარასკევ დღეს გადმორიცხული ყოველთვის ორშაბათს აისახება). ეს იწვევს შემთხვევებს, როცა კლიენტისაგან ჩარიცხული თანხა უცხოურ ვალუტაში არ ემთხვევა მის მიერ გადმორიცხულ თანხას უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ვერ ფარავს სრულად არსებულ ვალდებულებას. სხვაობა შესაძლებელია 30-დან 40 ევრომდე/დოლარამდეც კი მივიდეს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: 1. დავაფიქსიროთ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელ დღესაც შემოვიდა და სხვაობა (უცხოური ვალუტა და მისი ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს) ზარალზე წავიღოთ? 2. თუ დავაფიქსიროთ იმ ვალუტის ოდენობა, რომლის მიხედვითაც გადმორიცხა კლიენტმა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს თუ არა კომპანიებს შორის დავალიანებების ურთიერთჩათვლის თანხა?

2023/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა