ძებნის შედეგად ნაპოვნია 258 შედეგი

2023 წლის აგვისტოს თვემდე ვთანამშრომლობდით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. აგვისტოს თვიდან პარკირების საკითხი გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს. პარკირების საფასურის გადახდა ხდება სააგენტოს ვებგვერდიდან. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, „ცხელ ხაზზე“ სხვადასხვა პასუხი გაგვცეს: 1. კერძო კომპანიებთან არ ფორმდება ხელშეკრულება, ნორმატიული აქტით არის დადგენილება მიღებული და მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც საკმარისია; 2. განაცხადი უნდა გავაკეთოთ My.gov.ge-დან და გამოგვეგზავნება ელ. ხელშეკრულება; 3. განაცხადი უნდა დავარეგისტრიროთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. თქვენ ხომ არ გაქვთ რამე პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით?

2023/10
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ასეთი სიტუაცია გვაქვს: - შემოსავლების სამსახურმა დანიშნა კამერალური შემოწმება; - შედგა შემოწმების აქტი. ეს აქტი გავასაჩივრეთ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში; - შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ერთი სადავო საკითხის გადაანგარიშება. იმავდროულად, მეორე სადავო საკითხზე გვითხრეს უარი. ვაპირებთ გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. თუ შეგიძლია მოგვცეთ რჩევა, რა ფორმით ხდება ამ პროცესის წარმართვა?

2023/10
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას დაგეგმილი აქვს ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი კომპანიისთვის საახალწლო საჩუქრების გაგზავნა. ეს პარტნიორები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: - კომერციული პარტნიორები: ჩვენი კორპორაციული კლიენტები, რომელთაც ვუწევთ მომსახურებას, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომელთან ერთადაც ვქმნით ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს; - სხვა პარტნიორები, რომლებიც ჩვენს კომპანიას აწვდიან სხვადასხვა სახის მომსახურებას, მოწყობილობებს, საქონელს და ა.შ. საჩუქრები სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს და განსხვავებული იქნება მათი ფასიც. ზოგი მათგანი შეფუთული იქნება ბრენდირებული სტიკერებითაც. არცერთი ასეთი საჩუქრის მწარმოებელი ჩვენი კომპანია არ არის, ანუ ვიყიდით, ზოგიერთს შევფუთავთ და ისე გავაგზავნით. გვაქვს შემდეგი კითხვები: 1) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები იურიდიულ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 2) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები ფიზიკურ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 3) საჩუქრის შინაარსზე და ფასზე თუ არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხი? ანუ, 50 ლარამდე ღირებულების საჩუქარს გავაგზავნით თუ 1000 ლარის, ამას აქვს მნიშვნელობა დაბეგვრის მიზნებისთვის? 4) როგორია მიღებული საგადასახადო პრაქტიკა ამ საკითხებზე?

2023/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

ჩვენ (საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რეზიდენტი იურიდიული პირი და ევროპელი პარტნიორი ფიზიკური პირები) ვართ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული რამდენიმე შპს-ის მფლობელები. დირექტორი ყველა ამ კომპანიაში არის საქართველოს რეზიდენტი არაინდმეწარმე ფიზიკური პირი „გ“, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. აქციონერები დავპირდით მას, რომ კაპიტალის დაბრუნების შემდეგ „გ“-ს გადაეცემოდა ჩვენს კომპანიებში 10%-იანი წილი. ვინაიდან ჩადებულ კაპიტალს, დაბრუნების მაგივრად, ვამატებთ ხოლმე (პროექტის გაფართოების გამო), „გ“-ის მოტივაციის შესანარჩუნებლად გადავწყვიტეთ, არ დაველოთ კაპიტალის ამოღებას და უკვე დავაფიქსიროთ მისი პარტნიორული მონაწილეობა ჩვენს კომპანიებში. ამიტომ ვიფიქრეთ, უკეთესი იქნება გავანულოთ კაპიტალი და შემცირებული კაპიტალის თანხა დამფუძნებლების სესხად მივცეთ ამ კომპანიებს. ამ შემთხვევაში „გ“ შემოვიდოდა მოწილედ ნომინალში ნულოვან კომპანიაში და „საჩუქარი“ ნაკლებად იქნებოდა დასაბეგრი. ასევე, ამ ფორმით უფრო გასაგები იქნებოდა დაბანდებული თანხის ერთობლივად ყველა აქციონერის მიერ დაბრუნების პროცესი და შემდგომი მონაწილეობა დივიდენდების განაწილებაში. გვესმის, რომ „გ“-სთვის ფაქტობრივად მატერიალურად არაფერი იცვლება (გარდა „საჩუქრის“ შესაძლო დაბეგვრისა), მაგრამ ვფიქრობთ, ასეთი ცვლილება მისთვის ფსიქოლოგიურად სასარგებლო იქნება. წილები საკუთრებაში აქციონერებს 2 წელზე მეტი აქვთ და მათ ალბათ არ ემუქრებათ დაბეგვრა ამ წილების გაყიდვის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში აქციონერები არც იღებენ შემოსავალს, პირიქით, გასცემენ წილს უფასოდ. უნდა დაიბეგროს თუ არა „გ“ როგორც შემოსავლის მიმღები? არის თუ არა პრაქტიკაში ამგვარ გარიგებებზე არამეწარმე ფიზიკური პირების საგადასახადო შემოწმებები? ყოველი შემთხვევისთვის, კაპიტალის განულების მეშვეობით დასაბეგრი თანხის შემცირების იდეა თუ არის გამართლებული?

2023/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს, ღვინის ქარხანაში ღვინის ლაბორატორიული მომსახურების ხარჯი ამ ღვინის თვითღირებულებაში თუ შეგვაქვს? გარეშე პირის მიერ ხდება ღვინის ლაბორატორიული შემოწმება შენახვის, ჩამოსხმის და წარმოების ეტაპზეც. აღრიცხვა-ანგარიშგებაში ვიყენებთ მსს ფასს-ს.

2023/10
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

არარეზიდენტ ფიზიკურ პირს „თიბისი კაპიტალი“ ობლიგაციებს სთავაზობს. ერთი წლის შემდეგ მიღებული სარგებლიდან, როგორც არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, მოუწევს თუ არა რაიმე გადასახადი საქართველოში?

2023/10
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა