კომპანიის შესახებ
შპს „ააფ-მენეჯმენტი“, ს/კ 211390074, დაფუძნდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს მიერ, რომელიც არის 100% წილის მფლობელი. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საწარმოთა საკონსულტაციო მომსახურება და საგამომცემლო ბიზნესი (პროფესიული ჟურნალების გამოცემა). იმავდროულად, შპს „ააფ-მენეჯმენტი“ არის აუდიტური კომპანიის შპს „ააფ ინტეგრითის“ და სასწავლო ცენტრის შპს „ააფ-კაპიტალის“ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიის დირექტორები არიან გიორგი ცერცვაძე და ფრიდონ ალშიბაია.
შპს „ააფ-მენეჯმენტის“ მიერ 2000 წლის იანვრის თვიდან ყოველთვიურად გამოიცემა პროფესიონალური ჟურნალი ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“. ჟურნალის მთავარი რედაქტორია გიორგი ცერცვაძე, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ფ-მ.მ.კ. ასევე, კომპანია 2004 წლის აპრილის თვიდან გამოსცემს ჟურნალი მენეჯერებისა და საქმიანი ადამიანებისათვის „ბიზნესი და მენეჯმენტი“ (გამოდის 2004 წლის აპრილიდან; მთავარი რედაქტორი - თემურ იობაშვილი). ეს ჟურნალები ვრცელდება მთელს საქართველოში.
2013 წლიდან, შპს „ააფ-მენეჯმენტი“ მეკავშირე საწარმო შპს „სოფტ-ინფო“-სთან ერთად ახორციელებდა ერთობლივ აქციას და თავის ჟურნალებთან ერთად ავრცელებდა განახლებად ელექტრონულ საკანონმდებლო ბაზას „ინფო კონსულტანტს“. 2022 წლიდან ეს პროექტი მთლიანად გადმოვიდა შპს „ააფ-მენეჯმენტზე“ და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი „კითხვა-პასუხი“, მოქნილი საძიებო სისტემით გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით.