საინტერესო კითხვები
1) შევიძინეთ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე შპს-ის 100% წილი. შპს არის ფუნქციონირებადი სასტუმრო, რომელიც ასევე ყიდის აპარტამენტებს. აღნიშნულ შპს-ს უკვე მე-6 წელია, რაც აქვს ეს სტატუსი. პირველად გვაქვს შეხება ტურისტული საწარმოს სტატუსთან. აღნიშნული შპს ის ბუღალტრული აღრიცხვის სწორად საწარმოებლად და გადასახადების სწორად გასაანგარიშებლად საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ასევე სხვა რა ნორმატიული დოკუმენტები (კანონები, ბრძანებები, დადგენილებები) გავითვალისწინოთ?
2) ასევე, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სასტუმრო ნომრის ერთ-ერთმა მესაკუთრემ გააუქმა „უკან მიღების“ ხელშეკრულება შპს-სთან. ეს ფაქტი წარმოშობს რაიმე გადასახადს შპს-ისთვის?
ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა? რა შემთხვევაში დაიბეგრება დღგ-ით? საკითხი მაინტერესებს როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების შემთხვევისთვის.
წამოვადგენთ შპს-ს, რომელსაც აქვს დღგ-ით დასაბეგრი რეალიზაცია და ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული სხვა ოპერაციები. წლის განმავლობაში მაქვს ძირითადი საშუალებების შეძენა, რომლის გადახდილი დღგ ყოველთვიურ დეკლარაციაში არ შემაქვს პროპორციის გათვლაში და წლის ბოლოს უნდა დავითვალო. 2025 წელს, პროპორციის კოეფიციენტია 31%, შესყიდული ძირითადი საშუალებების დღგ – 166000 ლარია. ჩემი ვარიანტი კი მაქვს გაკეთებული, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე, ამიტომ მაინტერესებს, თქვენ როგორ დაითვლიდით?
სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?
ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა... ასევე გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, მაგალითად, რეფრაქტომეტრი, PH-მეტრი, რომელთა ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა, რა ანგარიშზე გატარდეს შესყიდვა და ასევე მტვრევა, მსხვრევის აღრიცხვა (ბუღალტრული გატარება)?
კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?