Aafconsultant.ge - განახლებადი ვებგვერდის გამოწერის ინსტრუქცია
ვებგვერდი aafconsultant.ge წარმოადგენს შპს „ააფ-მენეჯმენტის“ საკუთრებას. მისი გამოწერა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, გარდა სერტიფიცირებული აუდიტორებისა, აუდიტური კომპანიებისა და სხვა იმ იურიდიული პირებისა (მათ შორის, პროფესიული ორგანიზაციებისა და საგადასახადო ორგანოებისა), რომლებიც ეწევიან, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, სუბიექტების ბუღალტრულ და საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურებას ან მათ შემოწმებას. ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მისი 12-თვიანი სარგებლობის საფასურის წინასწარ გადახდის შემდეგ, რომელიც უნდა ჩაერიცხოს შპს „ააფ-მენეჯმენტს“.
ვებგვერდი ფუნქციონირებს 2022 წლის 1 თებერვლიდან. მის ყველა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დაუსვას კითხვა შპს „ააფ-მენეჯმენტს“ და მიიღოს მასზე წერილობითი პასუხი, დასმული შეკითხვის განხილვის შემდეგ. მომხმარებელთა შეკითხვებს განიხილავს და პასუხებს ამზადებს ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი „კითხვა-პასუხის“ საბჭო, რომელშიც შედიან შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს და შპს „ააფ ინტეგრითის“ თანამშრომლები: გიორგი ცერცვაძე, ფრიდონ ალშიბაია, ნიკოლოზ ედიბერიძე, ლევან ასანიძე, ბექა დოღონაძე, ზვიად გიორხელიძე, ნათია უჩანეიშვილი და გვანცა ჯანჯალაშვილი, ასევე შპს „ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ბოჭორიშვილი.
კითხვების უმეტესობას პასუხი გაეცემა, როგორც წესი, 4-7 კალენდარული კვირის განმავლობაში. თუმცა, რთული კითხვის შემთხვევაში, შესაძლებელია მის განხილვას და პასუხის მომზადებას მეტი დრო დასჭირდეს.
ყველა ნაპასუხები კითხვა ქვეყნდება ყოველთვიურ ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, თუმცა კითხვის ავტორთა და იმ საწარმოთა იდენტიფიცირება, რომლებსაც დასმული კითხვები შეეხება, ჟურნალის ფურცლებზე არ ხდება.
ვებგვერდის 12 თვით გამოწერის საფასურია:
ა) „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ და „ბიზნესი და მენეჯმენტის“ ერთობლივი ხელმომწერებისათვის - 120 ლარი;
ბ) სხვა პირებისათვის - 240 ლარი.
თანხის ჩარიცხვის საბანკო რეკვიზიტებია:
შპს „ააფ-მენეჯმენტი“, ს/კ 211390074.
ა/ა GE59PC0133400100000050 „პროკრედიტ ბანკში“, კოდი MIBGGE22
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, უნდა დარეგისტრირდეთ როგორც მომხმარებელი ვებგვერდზე და პაროლის აქტივაციისათვის დაუკავშირდეთ შპს „ააფ-მენეჯმენტის“ ერთ-ერთ მენეჯერს:
ელზა ოთიაშვილი - 593-322-705;
მამუკა ელგენდარაშვილი - 599-111-001, 597-695-757;
მარიამ აფრასიძე - 574-734-068;
ოფისი - 239-33-50.
კომპანიის მენეჯერი გამოგიწერთ და გადმოგიგზავნით შესაბამის ინვოისს, ვებგვერდით სარგებლობის თვეების მითითებით. თუ გსურთ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, ამ საკითხზეც კომპანიის მენეჯერს უნდა დაუკავშირდეთ.
პაროლი გაგიაქტიურდებათ საფასურის გადახდიდან 1-2 დღეში. ამასთან, საფასურის გადახდის თვალსაზრისით, არასრული თვე ითვლება სრულ თვედ.
პაროლის გააქტიურებამდე, ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ დასმული კითხვები, პასუხების გარეშე. გამონაკლისია მხოლოდ 01.02-16.02.2022 პერიოდი, როდესაც ჟურნალი ღიაა ყველა მომხმარებლისთვის, რაც კეთდება სარეკლამო მიზნით.