Aafconsultant.ge - ვებგვერდით სარგებლობის სახელმძღვანელო
კითხვა: ვის ეკუთვნის ვებგვერდი aafconsultant.ge?
პასუხი: ეს ვებგვერდი „ააფ-ინფო კონსულტანტი: კითხვა-პასუხი“, https://aafconsultant.ge/ წარმოადგენს შპს „ააფ-მენეჯმენტის“ საკუთრებას (ს/კოდი 211390074), რომელიც არის ყოველთვიური ჟურნალის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ გამომცემელი კომპანია 2000 წლის იანვრიდან.
კითხვა: რამდენწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს ვებგვერდის მმართველ კომპანიას?
პასუხი: შპს „ააფ-მენეჯმენტი“ რეგისტრირებულია და პროფესიული საქმიანობა დაიწყო 1999 წლის სექტემბერში. მისი 100%-იანი დამფუძნებელი პარტნიორია შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“, რომელიც აუდიტორულ საქმიანობას ეწევა 1997 წლიდან.
კითხვა: ვინ არის ჟურნალის და ვებგვერდის მთავარი რედაქტორი?
პასუხი: ყოველთვიური ჟურნალის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ და „ააფ-ინფო კონსულტანტი: კითხვა-პასუხის“ ვებგვერდის მთავარი რედაქტორია გიორგი ცერცვაძე, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
კითხვა: რა არის ამ ვებგვერდის დანიშნულება?
პასუხი: საგადასახადო და საბუღალტრო სახის შეკითხვების და მათზე გაცემული პასუხების ელექტრონული ბაზის შექმნა საძიებო სისტემით, ასევე ახალი კითხვების მიღების ორგანიზება.
კითხვა: როდიდან ფუნქციონირებს ვებგვერდი და რა ფორმით?
პასუხი: ვებგვერდი ფუნქციონირებს 2022 წლის 1 თებერვლიდან. მის ყველა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დაუსვას კითხვა შპს „ააფ-მენეჯმენტს“ და მიიღოს მასზე წერილობითი პასუხი, დასმული შეკითხვის განხილვის შემდეგ.
კითხვა: როგორ გამოვაგზავნოთ შეკითხვა?
პასუხი: შესაძლებელია რამდენიმე გზა: ან უნდა მოიწეროთ შეკითხვა ჟურნალის რედაქციის სახელზე, ელ. ფოსტა info@aaf.ge, ან ისარგებლოთ ვებგვერდზე ფანჯრით „კითხვის გაგზავნა“. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია კითხვის დასმა ტელეფონითაც, 239-33-50.
კითხვა: ვინ ამზადებს პასუხებს შეკითხვებზე?
პასუხი: პასუხების გაცემა ხდება ჟურნალის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ სახელით, ხოლო მომხმარებელთა შეკითხვებს განიხილავს და პასუხებს ამზადებს ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი „კითხვა-პასუხის“ საბჭო.
კითხვა: ვინ არიან „კითხვა-პასუხის“ საბჭოს წევრები?
პასუხი: შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს და შპს „ააფ ინტეგრითის“ თანამშრომლები: გიორგი ცერცვაძე, ფრიდონ ალშიბაია, ნიკოლოზ ედიბერიძე, ლევან ასანიძე, ბექა დოღონაძე, ზვიად გიორხელიძე, ნათია უჩანეიშვილი და გვანცა ჯანჯალაშვილი;შპს „ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ბოჭორიშვილი.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა კითხვა დავსვათ ზეპირსიტყვიერად და დასმულ კითხვაზე ასევე ზეპირი პასუხი მივიღოთ?
პასუხი: ეს შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ფასიანი სერვისის პირობებით. დამაზუსტებელი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შპს „ააფ-მენეჯმენტის“ მენეჯერებს.
კითხვა: რა თემაზეა შესაძლებელი შეკითხვების დასმა?
პასუხი: საგადასახადო, საბუღალტრო, აუდიტის საკითხებზე, ასევე სამეწარმეო სამართალზე.
კითხვა: რამდენ ხანში გაეცემა დასმულ შეკითხვას წერილობითი პასუხი?
პასუხი: კითხვების უმეტესობას პასუხი გაეცემა, როგორც წესი, 4-7 კალენდარული კვირის განმავლობაში. თუმცა, რთული კითხვის შემთხვევაში, შესაძლებელია მის განხილვას და პასუხის მომზადებას მეტი დრო დასჭირდეს.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ძალიან გვეჩქარება?
პასუხი: ასეთ შემთხვევებში, ან უნდა მიმართოთ თქვენს საგადასახადო კონსულტანტს, ან ისარგებლოთ ჩვენი ფასიანი მომსახურებით დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
კითხვა: დასმული კითხვების ავტორთა ვინაობა და გაცემული პასუხები ქვეყნდება ჟურნალში?
პასუხი: ყველა ნაპასუხები კითხვა ქვეყნდება ყოველთვიურ ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, თუმცა კითხვის ავტორთა და იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც დასმული კითხვები შეეხება, ჟურნალის ფურცლებზე არ ხდება.
კითხვა: როგორ გავხდეთ ვებგვერდის მომხმარებელი და რა არის გადასახდელი საფასური?
პასუხი: ამისათვის ისარგებლეთ გამოწერის ინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია ამავე ვებგვერდზე, მენიუ „გამოწერა“. საფასური ძვირი არ არის.
კითხვა: რა ვადით შეიძლება გავხდეთ ვებგვერდის მომხმარებელი?
პასუხი: მინიმალური დასაშვები ვადაა 12 თვე. ამასთან, საფასურის გადახდის თვალსაზრისით, არასრული თვე ითვლება სრულ თვედ.
კითხვა: ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, როდიდან გაგვიაქტიურდება პაროლი?
პასუხი: პაროლი გაგიაქტიურდებათ საფასურის გადახდიდან 1-2 დღეში.
კითხვა: არარეგისტრირებულ მომხმარებლებს, შეუძლიათ თუ არა ისარგებლონ ამ ვებგვერდით?
პასუხი: არარეგისტრირებულ მომხმარებლებს (ასევე, ახლად დარეგისტრებულ მომხმარებელს - პაროლის გააქტიურებამდე) ამ ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ ნახონ მხოლოდ დასმული კითხვები, პასუხების გარეშე. გამონაკლისია მხოლოდ 01.02-16.02.2022 პერიოდი, როდესაც ჟურნალი ღიაა ყველა მომხმარებლისთვის, რაც კეთდება სარეკლამო მიზნით.
კითხვა: როგორ მოვძებნოთ სასურველი კითხვა?
პასუხი: კითხვის მოძებნა შეგიძლიათ დროითი პერიოდის ან შინაარსში შემავალი ტექსტის მიხედვით, ან კითხვებზე მინიჭებული იდენტიფიკატორების მეშვეობით. ძიების ეფექტიანობის ასამაღლებლად, თითოეულ კითხვას მინიჭებული აქვს როგორც საგადასახადო იდენტიფიკატორები (მაქსიმუმ 3 თითოეული კითხვისთვის), ასევე თემატური იდენტიფიკატორები (მაქსიმუმ 3 თითოეული კითხვისთვის).
კითხვა: რომელ რიცხვში ქვეყნდება გასული თვის კითხვებზე გაცემული პასუხები?
პასუხი: როგორც წესი, ეს ხდება თვის 16-19 რიცხვებში.
კითხვა: მოიცავს თუ არა „კითხვა-პასუხის“ სრული ბაზა წინა წლების (2022 წლამდე) კითხვა-პასუხს?
პასუხი: „ააფ-ინფო კონსულტანტი: კითხვა-პასუხის“ ბაზა სრულად მოიცავს 2019 - 2022 წლებს.
კითხვა: რას მოიცავს განყოფილება „საინტერესო კითხვები“?
პასუხი: ეს განყოფილება მოიცავს რამდენიმე შეკითხვას, რომელიც „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ რედაქციის თვალსაზრისით ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოგზავნილი კითხვებიდან არის ყველაზე საინტერესო/აქტუალური ან რთული. ამასთან, „საინტერესო კითხვებზე“ პასუხების ნახვა შეუძლიათ არარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.
კითხვა: შეიძლება თუ არა გამოვაგზავნოთ ჩვენი მოსაზრებები ან/და რჩევები ვებგვერდის გასაუმჯობესებლად?
პასუხი: დიახ, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@aafconsultant.ge, გავეცნობით ყურადღებით.