ძებნის შედეგად ნაპოვნია 181 შედეგი

კატარის რეზიდენტი კომპანია ატარებს საქართველოში ტრენინგს ჩვენი საწარმოს თანამშრომლისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მისი (თანამშრომლის) საქმიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა კატარიდან საქართველოში, ამ ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის საფასური, პირობითად, არის 1000 აშშ დოლარი. ჩარიცხვა უნდა მოხდეს კატარის რეზიდენტი კომპანიის საბანკო ანგარიშზე კატარში. გთხოვთ, მოგვწეროთ, რა გადასახადების გადახდა მოგვიწევს ამ შემთხვევაში?

2024/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

კომპანიამ სატრანსპორტო მომსახურება შეიძინა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან. ამ შემთხვევაში, არაფერს ვიხდით როგორც ეს ინდმეწარმისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან მომსახურების მიღების დროს არის? თუ, მიკრო ბიზნესისგან მიღებული მომსახურების შემთხვევაში რამე განსხვავებული გადასახადი გვიწევს?

2024/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირი შეიძენს აპარტამენტებს ქართული ტურისტული საწარმოსგან და უბრუნებს მას გამყიდველს მართვის უფლებით – სასტუმრო ბიზნესში გამოსაყენებლად. ამ აპარტამენტის მიერ გამომუშავებული შემოსავლიდან კი წინასწარ შეთანხმებულ ნაწილს ტურისტული საწარმო ყოველთვიურად ურიცხავს ამ არარეზიდენტს პირს. ბ) წინა პირობაში ყველაფერი იგივეა, მხოლოდ აპარტამენტების მყიდველი არის საქართველოს რეზიდენტი ინდმეწარმე ფიზიკური პირი. სსკ-ს 133 (პრიმა 2) მუხლის თანახმად: „1. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ არ დაიბეგრება“. თუმცა სსკ მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით: „1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. 3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ ორი მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით როგორ უნდა დაიბეგრონ ეს ფიზიკური პირები? 5%-ით, 10%-ით, 15%-ითაც გადახდის წყაროსთან? ჩვენი აზრით, 133-ე (პრიმა 2) მუხლის მე-2 ნაწილი რომ ამბობს, რომ ეს განაცემები ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვებაო, გამოდის, რომ მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები არ გავრცელდება ამ შემთხვევაზე, რადგან იქ „ერთობლივი შემოსავლის“ დაბეგვრაზეა საუბარი. ანუ ყველა შემთხვევაში არარეზიდენტი ფიზიკური პირიც და რეზიდენტი ინდმეწარმეც 5%-ით უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან (სსკ 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ პუნქტი). თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, მე-80 მუხლის დებულებები უპირატესია და ინდმეწარმეს 20%-ის გადახდა მოუწევს, ხოლო არარეზიდენტი პირი აუცილებლად სსკ 134-ე მუხლის მიხედვით უნდა დავბეგროთ, რომლის მიხედვითაც დაბეგვრის განაკვეთი 10% ან 15%-ია, იქიდან გამომდინარე, შეღავათიან ზონაში არის თუ არა ეს არარეზიდენტი რეგისტრირებული?

2024/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საწარმოს თანამშრომელზე გაცემული ჰქონდა პროცენტიანი სესხი. სესხის ძირი თანხა დაფარა, პროცენტის – გადასახდელი დარჩა. რომ ჩამოვაწეროთ (ვაპატიოთ) პროცენტის თანხა, დაიბეგრება?

2024/02
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის განაცემთა ინფორმაციაში მითითებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აქ რა ინფორმაცია უნდა ავსახოთ, აჭარაში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი თუ აჭარის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების კუთვნილი?

2024/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

საწარმომ თანამშრომლების სარგებლად აღიარა ფპ-ისთვის ანაზღაურებული მომსახურება, რომელიც სავალდებულო საპენსიო სადაზღვევო შენატანით არის დაბეგრილი. სარგებლის თანხა საპენსიო სადაზღვევო შენატანის გარეშე (2%+2%) უნდა იქნას აღიარებული, თუ მისი ჩათვლით?

2024/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა