ჩვენმა კომპანიამ (არ არის დღგ-ის გადამხდელი), გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი რომ აიყვანოს თანამშრომლად (შრომითი დაქირავებით) და ხელფასი გერმანიაში გადაურიცხოს, ეს 20% საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ, თუ შეგვეძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეღავათით ვისარგებლოთ?
2024/04სააქციო საზოგადოება „A“-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს. სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.
2024/03თეატრალურმა დაწესებულებამ გაუხსნა ე.წ. „ვარსკვლავები“ მის რამდენიმე ღვაწლმოსილ მუშაკს ამ დაწესებულებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია (თეატრალურ დაწესებულებას არ ეკუთვნის). დანახარჯები ჩვენმა დაწესებულებამ გაწია, თითოეული ასეთი ვარსკვლავის გახსნა რამდენიმე ათასი ლარი ჯდება. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს დანახარჯები – ძირითადი საშუალებაა, არამატერიალური აქტივია თუ რა? აქვს თუ არა მნიშვნელობა პასუხისთვის, ბუღალტრული აღრიცხვისთვის მსს ფასს-ს გამოვიყენებთ თუ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს?
2024/02