ძებნის შედეგად ნაპოვნია 230 შედეგი

სააქციო საზოგადოება „A“-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს. სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.

2024/03
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს „X“-ის დამფუძნებლები არიან შპს „A“ 49% და შპს „T“ 51%, საწესდებო კაპიტალი 0 ლარია. - შპს „A“-მ (მუშაობს სრული ფასს-ებით) 2021 წელს შეისყიდა შპს „X“-ის 1% წილი შპს „T“-სგან 535000 ლარად და წილები გადანაწილდა 50%-50%-ზე (შპს „A“-ს ფინანსურ ანგარიშგებაში ინვესტიცია ერთობლივ საწარმოში აისახა 535000 ლარად). - 2023 წელს შპს „A“-მ გაყიდა შპს „X“-ის 8% წილი შპს „M“-ზე 1 მლნ აშშ დოლარად. 8% წილის რეალიზაციის დროს ინვესტიცია, რომელიც გვეჯდა შპს „A“-ს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში 535000 ლარად, უნდა განულდეს? იგულისხმება, რომ შეძენილი 1% გაიყიდა?

2024/03
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

თეატრალურმა დაწესებულებამ გაუხსნა ე.წ. „ვარსკვლავები“ მის რამდენიმე ღვაწლმოსილ მუშაკს ამ დაწესებულებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია (თეატრალურ დაწესებულებას არ ეკუთვნის). დანახარჯები ჩვენმა დაწესებულებამ გაწია, თითოეული ასეთი ვარსკვლავის გახსნა რამდენიმე ათასი ლარი ჯდება. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს დანახარჯები – ძირითადი საშუალებაა, არამატერიალური აქტივია თუ რა? აქვს თუ არა მნიშვნელობა პასუხისთვის, ბუღალტრული აღრიცხვისთვის მსს ფასს-ს გამოვიყენებთ თუ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს?

2024/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2021 წელს მოიჯარემ ჩვენს საწარმოს ჩაურიცხა იჯარის ბოლო ორი თვის ავანსი ეროვნული ბანკის კურსით (2*3810 $*3.2547=24800.81 ლარი) და გამოვუწერეთ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ეს მოიჯარე 2024 წლის 1 მარტიდან გადის დაქირავებული ფართიდან და იანვარ-თებერვალში უნდა ჩავუთვალოთ ეს ავანსად გადახდილი იჯარის თანხა. დავაზუსტებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: 2022 წლის მაისამდე მას ჰქონდა იჯარის საფასური თვეში 3810 $ გადასახდელი, ხოლო 2022 წლის ივნისიდან გახდა 4762.50 $. ანუ მისგან 2021 წელს მიღებული ავანსი არ ფარავს ბოლო 2 თვის იჯარის თანხას, რაც არის 4762.50*2=9525 $-ის ეკვივალენტი ლარში (იჯარის საფასური 2024 წლის იანვარში არის 4762.50 $ და თებერვალშიც არის 4762.50 $). რომელი კურსის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ იანვრის (და შემდგომ თებერვლის) იჯარა – 3.2547 (ავანსის ჩარიცხვის კურსი) თუ 2.6827 (იანვრის ბოლო დღის ეროვნული ბანკის კურსი)?

2024/02
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა

კომპანია (აკრედიტირებული უნივერსიტეტი), რომლის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, შესყიდვების თანხებიდან გამოყოფს დღგ-ს (ანუ, პირდაპირ 7-იანზე ატარებს ჩაუთვლელი დღგ-ის ხარჯს), მათ შორის ძირითადი საშუალებებიც ბალანსზე დასმულია დღგ-ის გარეშე. ამ გზით ქონების გადასახადის შემცირება ხომ არ გამოდის?

2024/01
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-მ (რომელიც არ არის სალიზინგო კომპანია, ანუ კომპანიის გასულ წელს ამ სახით მიღებული შემოსავლები არ შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის 70%-ს) 2024 წლის იანვარში 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაყიდა ტრაქტორი ხუთწლიანი განვადების ხელშეკრულებით (ტექნიკა საკუთრებაში გადაეცა მყიდველს). 1. რა ბუღალტრული გატარებებია ამ დროს? 2. რა ღირებულება იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში? 3. დისკონტირების შემთხვევაში როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა? 4. რა შედეგი დადგება, თუ კლიენტმა დავალიანება სრულად დაფარა ორი ან სამი წლის შემდეგ? 5. რა განსხვავება დგება დაბეგვრის კუთხით ზემოთ აღწერილ მოცემულობასა და სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული იგივე ოპერაციის შემთხვევაში?

2024/01
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა