დღგ-ის გადამხდელი ქართული კომპანია ეწევა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურებას. თანამშრომლებისთვის დადგენილი აქვს 15%-იანი ფასდაკლება. მოგეხსენებათ, სსკ მე-18 და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 29-ე მუხლები ერთობლივად ადგენენ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე. მათ შორის არის პირობა, რომ თუკი შესაძლებელია ანალოგიური საქონელი შეიძინო სხვა დამოუკიდებელი პირისგან იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასს 10%-ით არ აჭარბებს, მაშინ ამ შემთხვევაში დამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასი არ კორექტირდება საბაზრო ფასამდე (დაბეგვრის მიზნებისათვის). ამ პირობებში: 1) ვრცელდება თუ არა სსკ მე-18 მუხლისა და №996 ბრძანების 29-ე მუხლის დებულებები სსკ 164-ე მუხლის მე-7 ნაწილზე? ანუ, დღგ-ის მიზნებისთვისაც შეგვიძლია ეს 10%-იანი დიაპაზონი გამოვიყენოთ? 2) შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომლისთვის 15%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში, მხოლოდ 6%-ის (დაახლოებით) ტოლი ფასდაკლება დავბეგროთ როგორც მისი სარგებელი? მაგალითად, თუკი ანალოგიური მომსახურება სხვაგან ღირს 100 ლარი, ხოლო ჩემს თანამშრომელს ვაწვდი ამ პროდუქტს 85 ლარად, ასეთ დროს გამოდის, რომ თუკი თანამშრომელს მივყიდდი ამ სერვისს 91 ლარად, მაშინ გარიგება ჩაითვლებოდა საბაზრო პრინციპებით შესრულებულად (რადგან 91*10%=9,1 და 9<9.1), შესაბამისად საშემოსავლოთი და დღგ-ით დამატებით შემიძლია დავბეგრო მხოლოდ 91-85=6 ლარი? 3) როგორ უნდა განვსაზღვრო სხვა არადამოკიდებული პირის ანალოგიურ პროდუქტზე გასაყიდი ფასი? უნდა არსებობდეს კონკრეტული შესადარისი მონაცემი (მაგალითად, სხვა რესტორნის ფრაისლისტი), თუ შესაძლებელია, რომ ასეთ ცვლადად მივიჩნიო კვალიფიციური დასკვნით გაანგარიშებული ამა თუ იმ პროდუქტის საბაზრო ფასი?
2025/04როგორც მახსოვს, საწარმოს რეორგანიზაცისას დღგ-ით დაბეგვრა არ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, შპს-ს გამოეყოფა ახალი შპს და გამოყოფილ კომპანიაში გადადის პარტნიორთა ნაწილი, რომლებიც ხდებიან გამოყოფილი შპს-ის პარტნიორები. გამოყოფილ ახალ შპს-ს გადაეცემა მანამდე არსებული შპს-დან მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის და ნივთების ნაწილი. 1) რაიმე ხომ არ შეიცვალა გადაცემული ქონების დღგ-ით არდაბეგვრის ნაწილში? 2) და ასევე, ქონების გამოყოფისას უნდა მოხდეს მისი საბაზრო ღირებულებით შეფასება და ისე გადაცემა, თუ საბალანსოთიც შეიძლება? და თუ საბაზროთი უნდა გადაეცეს, გამოიწვევს თუ არა ეს დაბეგვრას და რა სახის დაბეგვრაა?
2025/03საშემოსავლო გადასახადით სამშენებლო სამუშაოების დაბეგვრის წესი, რაც შეიცვალა მცირე ბიზნესის მეწარმეებზე, ტექნიკის იჯარაზეც უნდა გავრცელდეს თუ არა?
2025/02