ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა... ასევე გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, მაგალითად, რეფრაქტომეტრი, PH-მეტრი, რომელთა ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა, რა ანგარიშზე გატარდეს შესყიდვა და ასევე მტვრევა, მსხვრევის აღრიცხვა (ბუღალტრული გატარება)?
2025/12კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?
2025/11წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირს. პერიოდულად გვაქვს მარკეტინგული აქტივობები, კერძოდ: თუ კლიენტი შეიძენს საქონელს ჩვენგან, მას დაერიცხება გარკვეული ოდენობის ქულები, რომლითაც შემდგომ, თუ გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით გამოიყენებს, შეუძლია შეიძინოს საქონელი. პირობითად განვიხილოთ ასეთი მაგალითი: 2024 წლის ოქტომბერში კლიენტმა შეიძინა 100 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც მას დაერიცხა 10 ლარის ქულა (ჩვენ დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში ავსახეთ დ-ტი 1410 კ-ტი 6110 - 84.75 და კ-ტი 3330 – 15.25 ლარი, ასევე დ-ტი 1210 კ-ტი 1410 100 ლარი). 2024 წლის თებერვალში აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა 20 ლარის საქონელი, ხოლო თანხა გადაიხადა 10 ლარი, დანარჩენი კი გაინაშთა დარიცხული ქულებით (აღნიშნული სმფ – სრულად იბეგრება დღგ-ით). 2025 წლის თებერვალში დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში რა უნდა აისახოს? 10 ლარის შესაბამისი 6110 ანგარიშის ბრუნვა თუ 20 ლარის შესაბამისი? გთხოვთ განიხილოთ ეს მაგალითი (ქულებით განაშთვა) ბუღალტრული ანგარიშების მიხედვით გატარებების დონეზე. შენიშვნა: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრ ბაზად განისაზღვრება გადახდილ თანხას დამატებული ქულებით შეძენილი სმფ-ის ღირებულება.
2025/10
