შპს-ის საწესდებო კაპიტალის დარეგისტრირება სამეწარმეო რეესტრში სავალდებულოა თუ არა?
2025/09ჩვენს კომპანიაში (ღვინის ქარხანა) 2140 ბუღალტრულ ანგარიშზე „ნაგებობები“ აღრიცხული გვაქვს სასწორის ნაგებობა მასში დიდი ხნის წინ დამონტაჟებული 30-ტონიანი საავტომობილო სასწორით. ცალკე სასწორი – ბალანსზე არ გვაქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, უნდა დამონტაჟდეს ახალი ელექტროსასწორი, ძველი სასწორი უნდა ჩანაცვლდეს ევროპული სტანდარტით. გვიწევს როგორც დემონტაჟის ხარჯის გაწევა, ასევე მონტაჟის. 1) დემონტაჟის ხარჯები როგორ აღვრიცხოთ? 2) დემონტაჟის შედეგად მოხსნილი ძველი სასწორი, როგორ გამოვყოთ 2140 ანგარიშიდან და რომელ ანგარიშზე ავსახოთ? 3) ახალ სასწორზე გაწეული ხარჯი წავა მის თვითღირებულებაში და ცალკე ანგარიშზე აისახება? თუ კი, რომელ ანგარიშზე? აღრიცხვისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს.
2025/08რას ნიშნავს ეს ჩანაწერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით: „სამართალდამრღვევი ვალდებულია დარღვევის გამოსწორებისათვის საპენსიო შენატანი განახორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე)“? ანუ ვთქვათ, კომპანიამ 1000-ლარიანი ხელფასიდან დააკავა 20 ლარი საპენსიო შენატანი, 196 ლარი საშემოსავლო გადასახადი და ხელზე გადაუხადა 784 ლარი დასაქმებულს. შემდეგ დეკლარირება გამორჩა და რომ დააზუსტა დეკლარაცია, გადაიხადა ეს 20 ლარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე (პლუს 20 ლარი დამსაქმებლის საპენსიო ანარიცხი) და გარდა ამისა, კიდევ 20 ლარი უნდა ჩაურიცხოს (დაუბრუნოს) დასაქმებულს? ანუ, დასაქმებულს რაც დაუკავა 20 ლარი, ის დაკავებული თანხა უნდა გააუქმოს და 20 ლარი ისევ საპენსიო ფონდის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს?
2025/07
