კითხვა

2026/01

სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

პასუხი

მაღალი ალბათობით, დასრულებული სასამართლო დავა ეხებოდა კომპანიისა და მისი ყოფილი თანამშრომლის შრომით ურთიერთობებს, ან მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ასეთ შემთხვევაში, ყოფილი თანამშრომლისთვის გადახდილი თანხა კომპანიამ გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგროს 20% საშემოსავლო გადასახადით, ასევე სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც, თუ ეს პირი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეა. ეს გამომდინარეობს სსკ 101-ე მუხლიდან, რომლის 1-ლ ნაწილში აღნიშნულია:
„1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი".

 

 

უკან დაბრუნება