კითხვა

2026/02

წამოვადგენთ შპს-ს, რომელსაც აქვს დღგ-ით დასაბეგრი რეალიზაცია და ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული სხვა ოპერაციები. წლის განმავლობაში მაქვს ძირითადი საშუალებების შეძენა, რომლის გადახდილი დღგ ყოველთვიურ დეკლარაციაში არ შემაქვს პროპორციის გათვლაში და წლის ბოლოს უნდა დავითვალო. 2025 წელს, პროპორციის კოეფიციენტია 31%, შესყიდული ძირითადი საშუალებების დღგ – 166000 ლარია. ჩემი ვარიანტი კი მაქვს გაკეთებული, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე, ამიტომ მაინტერესებს, თქვენ როგორ დაითვლიდით?

პასუხი

ამ საკითხს არეგულირებს სსკ 177-ე მუხლის მე-5-6 ნაწილები:
„5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ- ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის" ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის" ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
) უძრავ ნივთზე - ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
) სხვა ძირითად საშუალებებზე - ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით".
შესაბამისად, პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ, მოძრავ ძირითად საშუალებებზეა საუბარი თუ უძრავზე. ასევე გვესაჭიროება იმის ცოდნა, წინა (2024) წელს, რა იყო ხვედრითი წილი იმ ოპერაციების თანხისა, რომელზეც არ აქვს ამ კომპანიას დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, მის საერთო ბრუნვაში.
მაგალითისთვის, დავუშვათ, რომ 2024 წელს ეს ხვედრითი წილი შეადგენდა 20%-ზე მეტს; 2024 წელს შესყიდულ ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ შეადგენდა 60000 ლარს, და როგორც 2024, ასევე 2025 წელს მხოლოდ მოძრავი ძირითადი საშუალებებია შეძენილი. ამასთან, ეს არის ისეთი ძირითადი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება როგორც იმ ოპერაციებში, რომელზეც კომპანიას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე იმ ოპერაციებშიც, რომელზეც მას ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია.
ამ შემთხვევაში, თუ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში არაფერი ჩაუთვლია კომპანიას შესყიდულ ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხებიდან, მაშინ 2025 წლის დეკემბერში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, შესყიდულ ძს-ებზე, იქნება:
31%*(60000/5+166000/5)=14012 ლარი. 

 

უკან დაბრუნება