კითხვა

2024/03

სააქციო საზოგადოება „A“-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს. სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.

პასუხი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარი თქვენი სააქციო საზოგადოების გადარეგისტრირებაზე მართებულია, რადგანმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის თანახმად:
მუხლი 156. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი
1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 000 ლარს“.
რაც შეეხება საკუთარი ქონების (ძირითადი საშუალებების) აფასებიდან წარმოშობილი რეზერვის გადატანას საზოგადოების სააქციო კაპიტალში, ასეთი რამ შეუძლებელია (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი), მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს შემდეგ დებულებებს:
მუხლი 163. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილების განხორციელების წესი
1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად.
2. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.
3. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების განხორციელების საფუძველი, წესი და შესაბამისი თანხა. ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას განსათავსებელი ან გასაუქმებელი აქციების რაოდენობისა და ნომინალური ღირებულების შესახებ, თუ აქციის ღირებულება განსაზღვრულია.
4. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილია მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს.
5. განთავსებული კაპიტალის გაზრდისას შესაძლებელია:
) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები;
) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით;
) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე, სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით“;
მუხლი 165. ახალი აქციების გამოშვება სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების ხარჯზე
თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრებამ შეიძლება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის 156- მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის გარდაქმნით ან გაუნაწილებელი მოგების გამოყენებით ახალი აქციების გამოშვების შესახებ, რომლებიც აქციონერებზე პროპორციულად ნაწილდება. სარეზერვო კაპიტალი და გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება განთავსებულ კაპიტალად გარდაიქმნას, თუ სააქციო საზოგადოების ბოლო წლიური ან შუალედური ბალანსი ზარალს მოწმობს“.
თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ დებულებებს, დავასკვნით, რომ სააქციო საზოგადოების სააქციო კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს საკუთარი ქონების ხარჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ან გაუნაწილებელი მოგება, ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული „სარეზერვო კაპიტალი“ გადატანილ იქნება სააქციო კაპიტალში. მაგრამ, კანონის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ „სარეზერვო კაპიტალს“ ასე განსაზღვრავს:
„3. თუ აქციის განთავსების შედეგად მიღებული ღირებულება აღემატება აქციის ნომინალურ ღირებულებას, აღნიშნული ნამეტი არის სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალი, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 168- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები“.
ამგვარად, ძირითადი საშუალებების აფასებიდან წარმოქმნილი გადაფასების რეზერვი არ მიეკუთვნება კანონის 165-ე მუხლში მითითებულ და 156-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულ სარეზერვო კაპიტალს. შესაბამისად, ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვი ვერ იქნება გადატანილი სააქციო საზოგადოების სააქციო კაპიტალში!
თუმცა, შეიძლება არსებობდეს ერთი გამონაკლისი: თუ სააქციო საზოგადოება პირველად გადადის სრულ ფასს-ებზე ან მსს ფასს-ზე, მას შეუძლია გამოიყენოს ფასს 1-ით „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პირველად გამოყენება“ ან მსს ფასს-ის 35-ე განყოფილებით „მსს ფასს-ზე გადასვლა“ ნებადართული გამონაკლისი ე.წ. „დასაშვები საწყისი ღირებულების“ შესახებ და ძირითადი საშუალებების აფასების ნამეტი (თუ გადაფასება ნამეტს წარმოშობს) მიმართოს პირდაპირ გაუნაწილებელ მოგებაში. ასეთ შემთხვევაში, ამ გაუნაწილებელი მოგების მიმართვა სააქციო საზოგადოების სააქციო კაპიტალში შესაძლებელია იმ პირობით, თუ ამ საზოგადოების ბოლო წლიური ან შუალედური ბალანსი ზარალიანი არ არის. ამ გამონაკლის დასაშვებ შემთხვევაში, ბუღალტრულ გატარებებს ექნება სახე:
დ-ტი 21** კ-ტი 5310;
-ტი 5310 -ტი 5110.

უკან დაბრუნება