ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

2024 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „XXX-მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“, რომლის დამფუძნებელი ყველა წევრი არის იურიდიული პირი (შპს), რომელიც ამ სახის საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი წევრია ჩვენი კომპანიაც, რომელიც ასევე აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული. ასოციაციის წესდების მიხედვით, ასოციაციის საქმიანობის მიზანია: * XXX-მოწყობილობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, დანერგვის საკითხში აქტიური თანამშრომლობა; * დისტრიბუციას დაქვემდებარებული XXX-მოწყობილობების შემოტანა-რეგისტრაციის წესის განსაზღვრა; * XXX სფეროში დისტრიბუციას დაქვემდებარებული პროდუქციის შეფასება, ანალიზი; * კანონით ნებადართული სხვა საქმიანობები. ჩვენი კომპანია, როგორც წევრი, ამ ასოციაციას ყოველთვე უხდის საწევრო გადასახადს 900 ლარს. ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას ჩვენ მიერ გადარიცხული საწევრო გადასახადი?

2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

მყიდველთა მოსაზიდად საქართველოში ვატარებთ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას. პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები − როგორც პოტენციური მყიდველები, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა პროდუქტების დისტრიბუციასაც ჩვენ ვახორციელებთ. ადგილობრივ საწარმოებში პროდუქტების გასაცნობად და ტესტირებისთვის ვატარებთ შეხვედრებს. ამ დროს ყოველი ჩატარებული სემინარის დღეს გვიწევს შესაბამისი თანმხლები ხარჯების ანაზღაურება, როგორიცაა მონაწილეთა კვების (რესტორანი, წასახემსებელი (ყავის) შესვენება), ტრანსპორტირების, საჩუქრების, გართობის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგი ხარჯი საბუთის გარეშეა (მაგ., ტაქსის, გართობის). ხარჯების ოდენობის გამო, გვსურს, რომ მათი ნაწილი გაიღოს სხვა ურთიერთდაკავშირებულმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი გაყიდვების გაზრდაში. რა სახით შეგვიძლია ამ კომპანიის ინვოისის წარმოდგენა და როგორ იბეგრება აღნიშნული ტრანზაქცია?

2024/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი კომპანია, რომელიც მსს ფასს-ის მიხედვით აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას, ყიდის ტექნიკას (ვთქვათ, „ბობკეტი“) იჯარა-გამოსყიდვის წესით. ექვსი თვის განმავლობაში ხდება გადახდა, საიდანაც ოთხი ერთ კალენდარულ წელშია, დანარჩენი ორი კი – მეორეში. დგება საკითხი, რომელი წლის შემოსავლებს რა თანხა უნდა მივაკუთვნოთ? თუ იჯარად ჩავთვლით, ცხადია ყოველთვიურად ავიღებთ შემოსავალში, მაგრამ ეს ამრუდებს სურათს, კერძოდ მეორე წელს მიღებული ორი თვის შემოსავალი „ბობკეტის“ თვითღირებულებაზე ნაკლებია და გამოდის, მეორე წელს ზარალი მიგვიღია. თუ რეალიზაციად ჩავთვლით, როცა საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის, მაშინ პირველი ხუთი გადახდა შინაარსობრივად ავანსია და სრული შემოსავალი თუ ბოლო გადახდისას უნდა დაფიქსირდეს, მაშინ პირველი ხუთი თვის დეკლარაციებში ეს თანხები ხომ არ უნდა ავსახოთ გრაფაში: „საქონელზე მიწოდებამდე ანაზღაურებულ თანხად“? შესაბამისად, ხომ არ დადგება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის საკითხი?

2024/05
დღგ
ლიზინგი
იჯარა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

წიწილების რეალიზაციის დროს გამოყენებული და არდაბრუნებული ყუთების ჩამოსაწერად, რამდენად მისაღებია №1159 „მენუალის“ გამოყენება? აღნიშნული „მენუალი“ ეხება დღგ-ის ჩათვლას, მაგრამ ყუთების ჩამოწერის დროს შეიძლება მას დავეყრდნოთ?

2024/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

1) საქართველოს შპს საქართველოს არარეზიდენტი კომპანიიდან ყიდულობს ორ ერთეულ მაგისტრალურ ლოკომოტივს (თბომავალს), ვარეგისტრირებთ შპს-ის სახელზე და იჯარით ვაძლევთ ყაზახურ კომპანიას. ამ შემთხვევაში, რა გადასახადები მექნება საქართველოში გადასახდელი? 2) საქართველოს შპს საქართველოს არარეზიდენტი კომპანიიდან ყიდულობს 161 ერთეულ სატვირთო ვაგონს, ვარეგისტრირებთ შპს-ის სახელზე და იჯარით ვაძლევთ არარეზიდენტ კომპანიას. ამ შემთხვევაში, რა გადასახადები მექნება საქართველოში გადასახდელი?

2024/05
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

შესასყიდი მომსახურების კონტრაქტორი გვყავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმე (ამ ეტაპზე ხელშეკრულებას ვაფორმებთ, სადაც გარკვეული თანხა გაწერილია). ამ კონტრაქტიდან მისმა ჯამურმა შემოსავალმა შესაძლოა გადააჭარბოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების ზღვარს 12-თვიან პერიოდში. გვაინტერესებს, ექნება თუ არა მას ვალდებულება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი ხარჯი? ჩვენი ორგანიზაცია დღგ-ის გადამხდელი არ არის.

2024/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა