ძებნის შედეგად ნაპოვნია 429 შედეგი
როგორც მახსოვს, საწარმოს რეორგანიზაცისას დღგ-ით დაბეგვრა არ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, შპს-ს გამოეყოფა ახალი შპს და გამოყოფილ კომპანიაში გადადის პარტნიორთა ნაწილი, რომლებიც ხდებიან გამოყოფილი შპს-ის პარტნიორები. გამოყოფილ ახალ შპს-ს გადაეცემა მანამდე არსებული შპს-დან მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის და ნივთების ნაწილი.
1) რაიმე ხომ არ შეიცვალა გადაცემული ქონების დღგ-ით არდაბეგვრის ნაწილში?
2) და ასევე, ქონების გამოყოფისას უნდა მოხდეს მისი საბაზრო ღირებულებით შეფასება და ისე გადაცემა, თუ საბალანსოთიც შეიძლება? და თუ საბაზროთი უნდა გადაეცეს, გამოიწვევს თუ არა ეს დაბეგვრას და რა სახის დაბეგვრაა?
2025/03
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი
ქონება
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა
დაუწყვილებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რა სანქცია ელის მიმღებ-ჩამთვლელ მხარეს? შემოსავლების სამსახურის „ცხელ ხაზზე“ გვპასუხობენ, რომ გაგვიუქმებენ დღგ-ის ჩათვლებს. არ არსებობს შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ მომწოდებელზე? ან, რომელი მუხლით გაგვიუქმებენ?
1) თუ თანამშრომელს პროდუქციას მივყიდით საბაზრო ფასზე დაბალი ფასით, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?
2) თუ თანამშრომელს პროდუქციას ვაჩუქებთ, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?
2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა
სამშენებლო კომპანიაში, მომსახურებას გვიწევს ფიზიკური პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ.
ამ პირზე გაცემულია თანხები და დაბეგრილია საშემოსავლოთი, დაკავებულია საპენსიო დაზღვევის თანხებიც. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არის გატარებული როგორც მომსახურება 20%-იანი დაბეგვრით. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება სამშენებლო კომპანია? რა სახის გადასახადები დაეკისრება სამშენებლო კომპანიას? სწორია თუ არა საპენსიო დაზღვევის შენატანის დაკავება? ეს ფიზიკური პირი ისევ იმუშავებს ჩვენს კომპანიაში და როგორც მეუბნებიან, ჩვენთან უნდა დადეკლარირდეს მისი შემოსავალი. შეგვიძლია ისევ ასე გავაგრძელოთ მასთან ურთიერთობა?
2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
ჩვენი შპს, რომელიც ვაჭრობს სამედიცინო აპარატურას და მოწყობილობას, სპონსორობას უწევს ა(ა)იპ-ს, რომელიც ატარებს ექიმების კონფერენციას საქართველოში. სპონსორობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს: ჩვენი კომპანიის ლოგოს განთავსებას კონფერენციის მოსაწვევზე და პროგრამაზე; ჩვენი კომპანიის შესახებ სტენდის განთავსებას საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში; ჩვენი კომპანიის საპრომოციო მასალის გავრცელებას. უნდა დავბეგროთ თუ არა გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?
2025/02
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
ღვინის მწარმოებელ შპს-ს (დღგ-ის გადამხდელია, აღრიცხვისთვის იყენებს მსს ფასს-ს) სურს ააშენოს მცირე სასტუმრო თავის მიწაზე. ამასთან, ამ შენობას ექნება სარდაფი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დაძველება. მშენებლობის პროცესში, დღგ-ს ჩავითვლით. თუ ეს სასტუმრო არ ამუშავდა, რა შეფასება შეიძლება მოჰყვეს ამას საგადასახადო ორგანოს მხრიდან?
2025/02
დღგ
მშენებლობა
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა