ძებნის შედეგად ნაპოვნია 429 შედეგი

შპს „სამშენებლო კომპანია“ მშენებლობის დაწყებისთვის ჩაერთო პროგრამაში „ქალაქი ბარაკების გარეშე“. კომპანიამ 2022 წელს დაიწყო მოლაპარაკება მიწის ერთ-ერთ საკადასტრო კოდზე, სადაც განთავსებულია ბარაკები და რომლებშიც ცხოვრობდა 30 მოსახლე (ერთ საკადასტრო კოდზე). 2023 წლის მაისისთვის მოხდა რეესტრში წინარე ნასყიდობების დარეგისტრირება და უკვე კომპანია იყო ქონების მომავალი მესაკუთრე ამ საკადასტრო კოდზე. 2023 წლის დეკემბერში რამდენიმე მოსახლემ „სამშენებლო კომპანიას“ მისი წილი გაუფორმა საკუთრებაში საჯარო რეესტრში, ხოლო დარჩენილი მოსახლეობის საკუთრებები გაგრძელდა 2024 წელს ეტაპობრივად, ბოლო მესაკუთრის გადმოფორმება მოხდა 2024 წლის ივლისის თვეში. კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1) კომპანიამ მიწის ბარტერი, როგორც მიღებული ავანსი, უნდა დაბეგროს თუ არა დღგ-ით, რადგან წინარე ხელშეკრულებები როგორც მომავალ მესაკუთრეზე იყო ჩაშვებული 2023 წელს? 2) პირველი კითხვის ანულირების შემთხვევაში, როდის უნდა გადაიხადოს კომპანიამ დღგ? ეტაპობრივად? ბოლო მესაკუთრის გადაფორმებიდან (რადგან ერთი საკადასტრო კოდია და ფაქტობრივად მიწა სრულად გვეკუთვნის ბოლო მესაკუთრის ჩაშვების დროს)? თუ, ვინაიდან მშენებლობაა, ნებართვის გაცემის შემდგომ (ვინაიდან შესაძლოა მშენებლობის ნებართვა საერთოდ არ გამოიცეს და მიმდინარე ხელშეკრულებები მოიშალოს სრულად)? 3) საჭიროა თუ არა ექსპერტის დასკვნა ზემოთ აღნიშნული მიწის საკადასტრო კოდზე საბაზრო ღირებულების დასადგენად? (რომელი ექსპერტის დასკვნა, რომ დამიკონკრეტოთ); კომენტარი: ბარტერში იგულისხმება მიწის სანაცვლოდ სამშენებლო ფართის გადაცემა.

2024/09
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც ეწევა სამედიცინო საქმიანობას (სუროგაცია, დონაცია), საშუამავლო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი (ისრაელის რეზიდენტი) კომპანია/ფიზიკური პირი, კერძოდ მოიძიებს საზღვარგარეთ სუროგაციის მსურველ პაციენტებს ან სუროგატი დედობის მსურველ პირებს. თითოეულ მოძიებულ პაციენტზე ან სუროგატ დედაზე, რომელიც მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, საქართველოს რეზიდენტი კომპანია ისრაელის რეზიდენტს გადაუხდის შესაბამის თანხას. გთხოვთ მიპასუხოთ, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი წარმოადგენს რეზიდენტობის ცნობას ან არ წარმოადგენს?

2024/09
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც ეწევა სამშენებლო საქმიანობას (აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს), საშუამავლო მომსახურებას უწევს ისრაელის რეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი, კერძოდ შუამავალი ისრაელში მოიძიებს ბინის მყიდველ ფიზიკურ პირებს. თითოეულ მოძიებულ პირზე, რომელიც შეიძენს ბინას, საქართველოს რეზიდენტი კომპანია ისრაელის რეზიდენტს გადაუხდის შესაბამისი გასამრჯელოს თანხას. გთხოვთ მიპასუხოთ, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი წარმოადგენს რეზიდენტობის ცნობას ან არ წარმოადგენს?

2024/09
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მშენებლობა
რეკლამა და მარკეტინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი სასტუმრო (შპს) მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს. უცხოელი სტუმრები სასტუმროს ნომერს ჯავშნიან Booking.com-ის საშუალებით. სასტუმროს მეპატრონეს საგადასახადო ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა (მისმა ნაცნობმა) უთხრა, რომ Booking.com-იდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვითო. ასეა მართლაც?

2024/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი, საქართველოში რეგისტრირებული მცირე ბიზნესის მეწარმე პირი ახდენს სხვადასხვა მხატვრების გამოფენის ორგანიზებას უცხოეთში (იტალიაში) შესაბამისი კონტრაქტების საფუძველზე და მიღებულ შემოსავალს ბეგრავს 1 პროცენტით. რა საგადასახადო რისკი შეიძლება არსებობდეს?

2024/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ საქართველოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელ საფეხბურთო კლუბს. გვაქვს ე.წ. ტრანსფერები, ასევე ხარჯები, რომელზედაც მიღებული გვაქვს დღგ-ის ჩათვლა. 1) როგორ ხდება ჩვენს საკუთრებაში არსებული ფეხბურთელების აღრიცხვა? 2) ჩვენს საკუთრებაში არსებული ფეხბურთელების გაყიდვა სხვა კლუბებში (როგორც ადგილობრივ, ასევე არარეზიდენტ კლუბზე) წარმოშობს თუ არა დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ოპერაციას? შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციით, ფეხბურთელების მიწოდება რეზიდენტი კომპანიისთვის წარმოშობს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, და ფეხბურთელის მიწოდება ითვლება მომსახურების გაწევად. 3) ვინაიდან წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას, გვაქვს თუ არა უფლება ჩათვლაში ავსახოთ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ფიქსირებული თანხა სრულად (კომუნალური ხარჯები; თამაშებზე ფეხბურთელების ტრანსპორტირების ხარჯები და ასე შემდეგ)? გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული საკითხები და რამდენად თვლით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის რეკომენდაციას დღგ-ის მიზნებისთვის მართლზომიერად?

2024/08
დღგ
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა