შპს-ს აქვს ელექტრო ავტომანქანა (ელექტრომობილი), რომელსაც იყენებს დირექტორი. პირადი მოხმარების შემთხვევების გამო, გვინდა, რომ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით. ელექტროენერგიას რას მოიხმარს პირადი მიზნით გამოყენებისას, ვერ გავმიჯნავთ. რა გადასახადის განაკვეთით უნდა დავბეგროთ ამ ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენება?
თუ სასტუმროს მომსახურებას ვყიდულობ საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიიდან და შემდგომ ვყიდი რეზიდენტზე, რომელიც მიდის სამოგზაუროდ, სასტუმროს ეს მომსახურება დაიბეგრება თუ არა 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?
ძირითად საშუალებას, რომელსაც გაუვიდა მომსახურების წლები, ან დაზიანდა და კომპანია მას აღარ იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, ბალანსიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტის საფუძველზე და ნარჩენ ღირებულებას ვაჩვენებთ რეალიზაციაში დღგ-ის მიზნებისთვის (ვბეგრავთ), ავსახავთ დღგ-ის დეკლარაციაში. რამდენად მართებულია ეს მიდგომა, აუცილებელია თუ არა ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა? შეგვიძლია თუ არა, რომ ჩამოვწეროთ მხოლოდ ჩამოწერის აქტის საფუძველზე?
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ შპს-ს, საფრანგეთიდან ექსპორტიორმა კომპანიამ გამოუგზავნა ინვოისი, სადაც მითითებულია მოსაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი და გადასახდელი თანხა. ასევე, საქონლის ღირებულების გარდა, დამატებული აქვთ იქაური საბაჟო გადასახადი და სხვა განსაკუთრებული გადასახადი. ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქონელი, საბაჟოზე განბაჟდა და დადეკლარირდა, მაგრამ დეკლარაციაში ჩაიწერა მხოლოდ საქონელი და მისი საფასური. ინვოისი მაქვს 2790 ევროზე, ხოლო დეკლარაციაში მითითებულია 2490 ევრო და მისი შესაბამისი ეკვივალენტი ლარში. ინვოისში მითითებულ და დეკლარაციაში მითითებულ თანხებს შორის განსხვავებაა 300 ევრო, რომელიც გადახდილი გვაქვს უკვე მიმწოდებლისთვის. ხომ არ ჩაითვლება ეს არარეზიდენტისთვის ფულის ჩუქებად ან არარეზიდენტის მიერ ჩვენთვის გაწეულ მომსახურებად და ა.შ.? გვაინტერესებს, საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, დაბეგვრის კუთხით, როგორ ვიმოქმედოთ, ანუ რომელი გადასახადებით დაიბეგრება ზემოთ აღნიშნული 300 ევრო, ეკვივალენტით ლარში?
ვართ შპს და ჩვენი საქმიანობის სფეროა საკომუნიკაციო მომსახურება. გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ზარების დასრულების შემთხვევებიც. მაგალითად, არის გარემოება, როდესაც არარეზიდენტი პირი, სანამ ჩვენ დაგვიკავშირდება, გაივლის რამდენიმე ეტაპს, კერძოდ არარეზიდენტი საკომუნიკაციო კომპანია უკავშირდება ქართულ ქსელს (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი ან სხვა) და შემდგომ ხდება ჩვენთან დაკავშირება და ზარის დასრულება. ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ეს ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულს.
თუ შეიძლება განიხილეთ რამდენიმე ვარიანტი საკომუნიკაციო მომსახურების მაგალითებზე, როგორც საერთაშორისო ზარის დასრულების (რას ნიშნავს საერთაშორისო ზარი, არსებობს განმარტება?), ასევე სხვა შემთხვევები − როდის არის დასაბეგრი მომსახურება დღგ-ით ან/და აქციზით?
2) ასევე, თუ არის შესაძლებელი, მიუთითეთ რომელი საკანონმდებლო კანონებით (გარდა საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“) ან/და აქტებით ვიხელმძღვანელოთ, რათა განვსაზღვროთ საგადასახადო ვალდებულებები სწორად?