ძებნის შედეგად ნაპოვნია 429 შედეგი
ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი რეზიდენტი კომპანია (შპს), რომლის ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება. 2023 წლის ნოემბერში არარეზიდენტ კომპანიას, რომლის ფაქტობრივი მისამართია ქ. ლონდონი, გადავუხადეთ 105 ფუნტი სტერლინგი ღვინის ფესტივალში მონაწილეობისთვის, ხოლო 30 ფუნტი სტერლინგი იყო ბანკის გადარიცხვის საკომისიო.
ფესტივალი ჩატარდა გურჯაანში ბრიტანული კომპანიის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სტუმრებს საშუალებას აძლევდნენ გაესინჯათ მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ღვინის სახეობები.
გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:
1) დაიბეგრება თუ არა აღნიშნული შპს უკუდაბეგვრის დღგ-ით ან/და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით? თუ კი, რა პერიოდში?
2) გავრცელდება თუ არა მასზე სსკ 162-ე პრიმა 1 მუხლის მე-7 პუნქტი?
3) რა დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს ზემოხსენებულ ფესტივალში მონაწილეობის მიზნობრიობის ფაქტის გასამყარებლად?
4) დაბეგვრის შემთხვევაში, დასაბეგრ თანხაში შეიტანება თუ არა ბანკის გადარიცხვის საკომისიო?
2024/07
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
2021 წელს დაბეგვრის „ესტონურ“ მოდელზე მყოფმა სამშენებლო კომპანიამ ისესხა თანხა ურთიერთდამოკიდებული, გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირისგან. სესხის ხელშეკრულების პირობით მომდევნო სამი წლის განმავლობაში სესხი დაბრუნდება სრულად (პროცენტებთან ერთად) ან დაბრუნდება შერეული სახით – ნაწილი დაბრუნდება თანხით, ნაწილი კი აშენებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით. ეს ხდომილება დამოკიდებულია მომავალში მსესხებელი კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებზე. კონტრაქტში ასევე დაფიქსირებულია, რომ თუკი სესხის ნაწილი დაბრუნდება ქონების გადაცემით, მაშინ ქონების ფასი იქნება 120$ და ეს ფასი 2021 წელს (გარიგების დადებისას) არის ამ ქონების საბაზრო ფასი, თუმცა 2024 წელს ამგვარი ქონების საბაზრო ფასი უკვე გაზრდილია და შეადგენს 200$-ს.
2024 წელს სესხის ნაწილი დაბრუნდა თანხობრივად, ნაწილი კი – ქონების საკუთრებაში გადაცემით. ამ ვითარებაში:
1) რამდენად მაღალია რისკი ქონების გადაცემით დაბრუნებული სესხის ნაწილი თავიდანვე (2021 წელში) ჩაითვალოს მიღებულ ავანსად და დაიბეგროს დღგ-ით? და რა თანხიდან, 120$-დან?
2) თუკი დავასაბუთებთ, რომ 2021 წელს ეს არ ყოფილა ავანსი, რადგან არ იყო ცალსახად დათქმული პირობა (დავუშვათ, რომ ეს რამენაირად ავხსენით), მაშინ 2024 წელს, როცა ბინა გადაფორმდა, რა თანხიდან უნდა დაიბეგროს ეს ოპერაცია დღგ-ით? 120$-იდან თუ 200$-დან? ან შეიძლება 120$-ში უნდა გაიქვითოს, მაგრამ 200$-დან უნდა დაიბეგროს (ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებაა)?
2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები,
პროცენტები
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
ტაშკენტში ჩატარებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობისათვის შპს-ის მიერ გადახდილი საფასური რითი იბეგრება, თუკი აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ამ შპს-ის წარმომადგენელმა? აღნიშნული შპს საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს გასაყიდ უძრავ ქონებას.
2024/06
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
2024 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „XXX-მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“, რომლის დამფუძნებელი ყველა წევრი არის იურიდიული პირი (შპს), რომელიც ამ სახის საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი წევრია ჩვენი კომპანიაც, რომელიც ასევე აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული. ასოციაციის წესდების მიხედვით, ასოციაციის საქმიანობის მიზანია:
* XXX-მოწყობილობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, დანერგვის საკითხში აქტიური თანამშრომლობა;
* დისტრიბუციას დაქვემდებარებული XXX-მოწყობილობების შემოტანა-რეგისტრაციის წესის განსაზღვრა;
* XXX სფეროში დისტრიბუციას დაქვემდებარებული პროდუქციის შეფასება, ანალიზი;
* კანონით ნებადართული სხვა საქმიანობები.
ჩვენი კომპანია, როგორც წევრი, ამ ასოციაციას ყოველთვე უხდის საწევრო გადასახადს 900 ლარს. ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას ჩვენ მიერ გადარიცხული საწევრო გადასახადი?
2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
მყიდველთა მოსაზიდად საქართველოში ვატარებთ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას.
პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები − როგორც პოტენციური მყიდველები, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა პროდუქტების დისტრიბუციასაც ჩვენ ვახორციელებთ.
ადგილობრივ საწარმოებში პროდუქტების გასაცნობად და ტესტირებისთვის ვატარებთ შეხვედრებს. ამ დროს ყოველი ჩატარებული სემინარის დღეს გვიწევს შესაბამისი თანმხლები ხარჯების ანაზღაურება, როგორიცაა მონაწილეთა კვების (რესტორანი, წასახემსებელი (ყავის) შესვენება), ტრანსპორტირების, საჩუქრების, გართობის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგი ხარჯი საბუთის გარეშეა (მაგ., ტაქსის, გართობის).
ხარჯების ოდენობის გამო, გვსურს, რომ მათი ნაწილი გაიღოს სხვა ურთიერთდაკავშირებულმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი გაყიდვების გაზრდაში. რა სახით შეგვიძლია ამ კომპანიის ინვოისის წარმოდგენა და როგორ იბეგრება აღნიშნული ტრანზაქცია?
2024/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
წარმომადგენლობითი
ხარჯები
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელი კომპანია, რომელიც მსს ფასს-ის მიხედვით აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას, ყიდის ტექნიკას (ვთქვათ, „ბობკეტი“) იჯარა-გამოსყიდვის წესით. ექვსი თვის განმავლობაში ხდება გადახდა, საიდანაც ოთხი ერთ კალენდარულ წელშია, დანარჩენი ორი კი – მეორეში. დგება საკითხი, რომელი წლის შემოსავლებს რა თანხა უნდა მივაკუთვნოთ? თუ იჯარად ჩავთვლით, ცხადია ყოველთვიურად ავიღებთ შემოსავალში, მაგრამ ეს ამრუდებს სურათს, კერძოდ მეორე წელს მიღებული ორი თვის შემოსავალი „ბობკეტის“ თვითღირებულებაზე ნაკლებია და გამოდის, მეორე წელს ზარალი მიგვიღია. თუ რეალიზაციად ჩავთვლით, როცა საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის, მაშინ პირველი ხუთი გადახდა შინაარსობრივად ავანსია და სრული შემოსავალი თუ ბოლო გადახდისას უნდა დაფიქსირდეს, მაშინ პირველი ხუთი თვის დეკლარაციებში ეს თანხები ხომ არ უნდა ავსახოთ გრაფაში: „საქონელზე მიწოდებამდე ანაზღაურებულ თანხად“? შესაბამისად, ხომ არ დადგება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის საკითხი?
2024/05
დღგ
ლიზინგი
იჯარა
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა