ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი
1) ვმუშაობთ მსს ფასს-ის გამოყენებით. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისთვის უნდა ავსახოთ თუ არა 2022 წლის ამონაგებში წინარე ნასყიდობის უფლებით ან საკუთრების უფლებით გაყიდული ხელშეკრულებები მშენებარე ობიექტებზე, ე.წ. „პროცენტული შესრულების“ მეთოდით, როგორც მოცემულია მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების სასწავლო მოდულში? თუ არა, მაშინ რა უნდა აისახოს ამონაგებში ამ სიტუაციაში?
2) 2021 წლამდე მშენებარე ფართის საკუთრების უფლებით გაყიდვა სრულად იბეგრებოდა დღგ-ით. შესაბამისად, 2020 წელში, როცა რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით, საბუღალტრო ფაილში გავატარეთ ჩვეულებრივ:
დ-ტი 1410 კ-ტი 6110 118 ლარი;
დ-ტი 6110 კ-ტი 3330/2 18 ლარი;
დ-ტი 3120 კ-ტი 1410 X – თანხის რა ნაწილიც ჰქონდა ავანსად გადახდილი.
2021 წლიდან, მშენებარე ფართის (ექსპლუატაციაში ჯერ არმიღებულის) საკუთრების უფლებით გაყიდვა ისევ ზემოთ მოყვანილი გატარებებით გავატაროთ საბუღალტრო ფაილში თუ რამე სხვა ტექნიკას მივმართოთ, მაგალითად – რამე ახალი ბუღალტრული ანგარიშების შემოღებით? თუ საერთოდ არ გავატაროთ არაფერი?
2023/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
ფაქტობრივი გარემოება ასეთია: იურიდიულ პირს საშუამავლო მომსახურებას უწევს ფიზიკური პირი. კერძოდ, ის კომპანიას აკავშირებს არარეზიდენტ პირთან, ხოლო შემდეგ კომპანია ექსპორტის გზით ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ არარეზიდენტ პირზე.
ფიზიკური პირის მიერ ამ მომსახურების გაწევა დღგ-ის მიზნებისთვის განიხილება თუ არა დაბეგვრის ობიექტად?
შენიშვნა: სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:
„2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში“.
აღნიშნული ნორმის მიხედვით ხომ არ გათავისუფლდება ფიზიკური პირი დღგ-ისაგან?
ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული მიზნით 2018 წელს ფიზიკური პირისაგან ბარტერით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც უნდა გადავცეთ გარკვეული ფართები აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. 2022 წელს ამ ფიზიკურ პირს გარკვეული ფართები გადავეცით საკუთრების უფლებით, თუმცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული.
მოვიყვანოთ მუხლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებიდან:
„მუხლი 112. გარდამავალი დებულებები
46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი“.
ამ მუხლიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ 2022 წელს საკუთრებაში გადავეცით გარკვეული ფართები ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირს, ხომ არ დაგვიდგა დღგ-ით დაბეგვრის მომენტი 2022 წელს და თუ კი, რა თანხიდან?
შპს-ს სასაწყობო ნაშთში აქვს 40 ლიტრი ჰიდრავლიკური ზეთი. რეალიზაცია ხდება RS.Ge-ზე სპეციალური (ნავთობპროდუქტების) თუ ჩვეულებრივ ზედნადების ატვირთვით? რეალიზაციის შემთხვევაში, დამატებით ხომ არ ხდება აქციზის ან სხვა ტიპის გადასახადით დაბეგვრა?
ა(ა)იპ ორგანიზაციას ჰყავს წევრი ორგანიზაციები, რომლებსაც საწევრო თანხის ფარგლებში სთავაზობს, გაწევრიანდნენ „მგვ“ ორგანიზაციაში და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად მოახდინონ წევრი ორგანიზაციების სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სსკ 170-ე მუხლის 1-„კ“ პუნქტით, საწევრო გადასახადი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. ორგანიზაციას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საქმიანობა ნახსენები არ აქვს თავის წესდებაში. აქედან გამომდინარე, დღგ-ით ბეგრავს მიღებულ საწევრო თანხებს.
შესაძლებელია თუ არა, რომ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება საქმიანობის შესახებ და ცვლილების შემდგომ, მიღებული საწევრო თანხები აღარ დაიბეგროს დღგ-ით?
თურქეთის რეზიდენტი კომპანიის დავალებით, საქართველოს კომპანიამ (შპს) გაუწია მას შემდეგი სახის ლოჯისტიკური და სამეთვალყურეო მომსახურება: მისგან მივიღეთ საინსტალაციო ინსტრუმენტები დროებითი იმპორტის რეჟიმით თებერვალში, გადავეცით ერთ-ერთ რეზიდენტ კლინიკას, რომელსაც თურქულმა კომპანიამ დაუმონტაჟა დანადგარი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით. უშუალოდ დანადგარის სამონტაჟო სამუშაოებში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. მონტაჟის მერე რეზიდენტმა კლინიკამ დაგვიბრუნა აღნიშნული საინსტალაციო ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი დავაბრუნეთ ექსპორტით თურქეთში აპრილის თვეში. თურქულმა კომპანიამ გადაგვიხადა ამ მომსახურების ღირებულება მაისის თვეში.
დაიბეგრება მიღებული თანხა დღგ-ით? და თუ კი, რომელ თვეში?