ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

შპს-მ, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს ფასს-ების სრული ვერსიის მეშვეობით, არარეზიდენტი კომპანიისაგან 3-წლიანი ლიზინგით მიიღო დანადგარი, გამოსყიდვის უფლების გარეშე. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ 3 წლის შემდეგ ამ დანადგარს გადმოგვცემენ უფასოდ. ამასთან, 3-წლიანი ლიზინგის საფასური გადახდილ იქნა ერთიანი თანხით დანადგარის იმპორტირებამდე. დანადგარის განბაჟება განხორციელდა მისი საბაზრო ფასიდან, რომელიც მითითებული იყო მეიჯარის კომერციულ ინვოისში მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. საბაჟო დღგ გადავიხადეთ ამ თანხიდან. როგორ მოხდება არარეზიდენტისათვის გადახდილი საფასურის დაბეგვრა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?

2023/05
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ლიზინგი
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენი საქმიანობაა ინგლისურში მომზადება, გვაქვს კურსები. ვართ დღგ-ის გადამხდელი. კურსებიდან ყოველთვიურად გვერიცხება საფასური თვეში გაწეული მომსახურების (მაგალითად, 2960 ლარი) და ასევე ავანსადაც (460 ლარი). აღნიშნულ თანხებში შედის დღგ. როგორ ავსახო ბუღალტრულად აღნიშნული ოპერაციები მიმდინარე თვეში და მომდევნო თვეში, ავანსის შესრულებაც რომ მოხდება?

2023/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს დარეგისტრებულია თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და დაკავებულია ნავთობპროდუქტების საბითუმო ვაჭრობით საქართველოს ფარგლებს გარეთ (საქართველოში იმპორტს ან საქართველოდან ექსპორტს არ ახორციელებს). უცხოეთში (ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში) რეგისტრირებული კომპანია ამ შპს-ს უწევს აგენტის მომსახურებას, საერთაშორისო ბაზარზე (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ნავთობპროდუქტების ხელსაყრელი მიმწოდებლებისა და მყიდველების მოძიების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური კომპანიის დახმარებით საქართველოს შპს შეასრულებს წარმატებულ ოპერაციას – ნავთობპროდუქტების ყიდვა-გაყიდვას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ შპს უხდის უცხოურ კომპანიას საკომისიო გასამრჯელოს მიმწოდებლების/მყიდველების მოძებნაში ხელშეწყობისთვის. როგორ დაიბეგრება ეს შპს, რომელიც თიზ-ის საწარმოა, უცხოური კომპანიისთვის გადახდილი საკომისიო ანაზღაურების გამო?

2023/05
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია - შპს. 2022 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით გავყიდეთ რამდენიმე ფართი, რომლებიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნული ფართების ღირებულების დაახლოებით 80% მიღებული გვაქვს ავანსის სახით და დაბეგრილია შესაბამისად ავანსიდან დღგ-ით. აღნიშნული ფართები იყიდა სხვა შპს-მ და შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლებით მოხდა გაყიდვა, მოგვთხოვა 2022 წლის დეკემბრის თვეზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფართების ღირებულების სრულ თანხაზე („ეა“ სერიის ანგარიშ-ფაქტურის). საკუთრების უფლებით გაყიდულ და ჯერ ექსპლუატაციაში არმიღებულ ზემოთ აღნიშნულ ბინებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („ეა“ სერიის) გამოწერა როდის უნდა მოხდეს და რა თანხაზე? რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა?

2023/04
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საგადასახადოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ნაგებობები. ნაგებობები გაქირავებულია შპს-ებზე. ფიზიკურ პირს სურს გაასხვისოს თავისი მიწა დეველოპერულ კომპანიაზე შემდგომში ბინის მიღების პერსპექტივით (ბარტერული გაცვლა). ამ ოპერაციით, რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე?

2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
ბარტერი
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. საკონსულტაციო მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. მომსახურების გაწევის პერიოდში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ადგილი არ აქვს მათ დაქირავებით მუშაობას. ხშირ შემთხვევებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას. 1) ჩვენი კომპანიის მიერ, არარეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებით ჩაითვლება, რომ არარეზიდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე გავუწიეთ მომსახურება და დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით დღგ-ით, და არა უკუდაბეგვრის დღგ-ით? 2) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას? 3) აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის ქირავნობის ორივე შემთხვევაში, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები წარმოადგენენ იმ არარეზიდენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც გვიწევს თავისი თანამშრომლებით საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას?

2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ბარტერი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა