ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ შპს-ს, საფრანგეთიდან ექსპორტიორმა კომპანიამ გამოუგზავნა ინვოისი, სადაც მითითებულია მოსაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი და გადასახდელი თანხა. ასევე, საქონლის ღირებულების გარდა, დამატებული აქვთ იქაური საბაჟო გადასახადი და სხვა განსაკუთრებული გადასახადი. ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქონელი, საბაჟოზე განბაჟდა და დადეკლარირდა, მაგრამ დეკლარაციაში ჩაიწერა მხოლოდ საქონელი და მისი საფასური. ინვოისი მაქვს 2790 ევროზე, ხოლო დეკლარაციაში მითითებულია 2490 ევრო და მისი შესაბამისი ეკვივალენტი ლარში. ინვოისში მითითებულ და დეკლარაციაში მითითებულ თანხებს შორის განსხვავებაა 300 ევრო, რომელიც გადახდილი გვაქვს უკვე მიმწოდებლისთვის. ხომ არ ჩაითვლება ეს არარეზიდენტისთვის ფულის ჩუქებად ან არარეზიდენტის მიერ ჩვენთვის გაწეულ მომსახურებად და ა.შ.? გვაინტერესებს, საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, დაბეგვრის კუთხით, როგორ ვიმოქმედოთ, ანუ რომელი გადასახადებით დაიბეგრება ზემოთ აღნიშნული 300 ევრო, ეკვივალენტით ლარში?

2023/02
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
საბაჟო გადასახდელები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ვართ შპს და ჩვენი საქმიანობის სფეროა საკომუნიკაციო მომსახურება. გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ზარების დასრულების შემთხვევებიც. მაგალითად, არის გარემოება, როდესაც არარეზიდენტი პირი, სანამ ჩვენ დაგვიკავშირდება, გაივლის რამდენიმე ეტაპს, კერძოდ არარეზიდენტი საკომუნიკაციო კომპანია უკავშირდება ქართულ ქსელს (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი ან სხვა) და შემდგომ ხდება ჩვენთან დაკავშირება და ზარის დასრულება. ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ეს ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულს. თუ შეიძლება განიხილეთ რამდენიმე ვარიანტი საკომუნიკაციო მომსახურების მაგალითებზე, როგორც საერთაშორისო ზარის დასრულების (რას ნიშნავს საერთაშორისო ზარი, არსებობს განმარტება?), ასევე სხვა შემთხვევები − როდის არის დასაბეგრი მომსახურება დღგ-ით ან/და აქციზით? 2) ასევე, თუ არის შესაძლებელი, მიუთითეთ რომელი საკანონმდებლო კანონებით (გარდა საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“) ან/და აქტებით ვიხელმძღვანელოთ, რათა განვსაზღვროთ საგადასახადო ვალდებულებები სწორად?

2023/02
დღგ
აქციზი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს ეწევა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებას. სასტუმროშიც და რესტორანშიც შესაძლოა შევიმუშავოთ სტუმრების დახვედრის გარკვეული ტრადიცია. მაგალითად, სასტუმრო მომსახურების დროს, კონფერენციებზე და სხვა ღონისძიებებზე სტუმრებს შესაძლოა გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით (ჩურჩხელა, თაფლი, ნამცხვრები), ხოლო რესტორანში, სანამ სტუმრები შეკვეთას ელოდებიან, შესაძლოა მიართვან მათ ხემსი. თუ მსგავსი რამ გადაწყდა, ყველა სტუმართან იქნება ერთიანი მიდგომა. ეს უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანი სერვისის ნაწილი? დამატებით ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით?

2023/01
დღგ
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ საწარმოს. ჩავატარეთ საახალწლო კორპორაციული საღამო. დავბეგროთ დღგ-ით, ასევე საშემოსავლოთი და ვაჩვენებთ დირექტორზე განაცემად?

2023/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

შპს X ეწევა ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობას. რადგან ფლობს საკმარის ფართს, გადაწყვიტა მესამე პირის საქონელი დროებით დაასაწყობოს ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით. მომსახურების საფასური განისაზღვრა დროებით მიბარებული საქონლით დაკავებული სტანდარტული ადგილის რაოდენობის მიხედვით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქონლის ადგილის სრულად არგათავისუფლების შემთხვევაში ჩაირთვება მომსახურების ახალი ერთთვიანი ტარიფი დარჩენილი ადგილების შესაბამისად. მაინტერესებს, როგორ უნდა ავსახო ბუღალტრულ გატარებებში შესაბამისი ოპერაციები?

2023/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პროვაიდერ სს „ოპპა“-სა და აგენტ/(ქვეაგენტ) შპს X-ს შორის დადებული ხელშეკრულებების პაკეტი ითვალისწინებს: ამ უკანასკნელისათვის გადახდების მიღების უფლების/აგენტის სტატუსის მინიჭებას, რომლის შესაბამისად აგენტი ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.2 პუნქტის საფუძველზე საკუთარი ან პროვაიდერის პროგრამული უზრუნველყოფით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, პროვაიდერის სახელით იღებს გადახდებს კლიენტებისაგან/გადამხდელებისაგან მიმღების სასარგებლოდ. აგენტი ვალდებულია მიღებულ/მისაღებ გადახდებზე მოახდინოს პროვაიდერთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აგენტის სტატუსის გააქტიურება და უფლებამოსილების ფარგლები ასევე ითვალისწინებს აგენტის უფლებას გადახდები გადასცეს სხვა მეწარმე სუბიექტს/ქვეაგენტს. ხელშეკრულება განსაზღვრავს გადახდების ჩამონათვალს, აგენტის კუთვნილი საკომისიოს ანაზღაურების ოდენობას და წესს. აგენტი ვალდებულია წარუდგინოს პროვაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მასზე და მასთან დაკავშირებულ ქვეაგენტებზე. აგენტის კუთვნილი საკომისიო შეადგენს, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ტერმინალების საშუალებით, პროვაიდერის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებისაგან „ოპპას“ მიერ მიღებული საკომისიოს (იმ საბანკო ან/და შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების ხარჯების გამოკლებით, რომელიც დაკავშირებულია გადახდების შესრულებასთან) 80%-ს, რომელსაც „ოპპა“ ურიცხავს აგენტს. ხელშეკრულების პაკეტი ასევე ითვალისწინებს: ფეიბოქსის ფეილაინის ვებ-გვერდის (www.paybox.ge) და აპლიკაციის ტექნიკური მახასიათებლების და ტრანზაქციის განხორციელების პროცესის ეტაპების ნუსხას. აქედან გამომდინარე, საიტზე/აპლიკაციაში (www.paybox.ge/Paybox Application) გადახდა ხორციელდება ორი მეთოდით: 1 – ბარათით; 2 – ბალანსით. კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1) აგენტის და ქვეაგენტის საქმიანობა სტატისტიკურ საქმიანობათა ჩამონათვალიდან რომელ კოდს შეესაბამება? 2) საგადასახადო კუთხით როგორ განიხილება დღგ-ის ჩათვლების, დღგ-ით დაბეგვრის საკითხები ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის: პროვაიდერი, აგენტი, ქვეაგენტი, როცა მათ შორის ხდება ტერმინალების, გადახდის აპარატების სათადარიგო ნაწილების, ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო კავშირების მიწოდებები? 3) როგორ განვსაზღვრო მიღებულ საკომისიო შემოსავლებზე გაწეული ხარჯები, რომლიდანაც გამოვიყვან ფინანსურ მოგებას და როგორია ის აუცილებელი ბუღალტრული გატარებები, რომელსაც გამოვიყენებ ფინანსური ანგარიშგების საწარმოებლად (reportal.ge-სთვის)?

2022/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა