ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე (თანხის ჩამრიცხავი – კომპანია „ა“, საქონლის მიმღები – კლინიკა) კომპანია „ა“-მ ჩაგვირიცხა თანხა დეკემბრის თვეში, საქონელი მივაწოდეთ იმავე თვეში კლინიკას. თებერვლის თვეში დაბრუნდა მიწოდებული საქონლის ნაწილი და მარტის თვეში ისევ სამმხრივი ხელშეკრულებით, დაბრუნებული საქონელი მიეწოდა სხვა კლინიკას. საქონელი არის დღგ-ით დასაბეგრი. თებერვლის თვეში, საქონლის დაბრუნების გამო, კომპანია „ა“-ს ბალანსზე არსებული ზედმეტობა ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ავანსად?

2023/03
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

სასტუმროში (დღგ-ის გადამხდელი შპს) არსებულ სტუმრებს კეთილგანწყობისთვის ზოგჯერ ვუგზავნით საჩუქრებს (მაგალითად, რაღაცით უკმაყოფილო კლიენტებს): ღვინო, ჩურჩხელა, ნამცხვრები (ადგილზე წარმოებული). რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ აღნიშნული მიწოდება და რა ფასით? დღგ შეძენილ საქონელზე/ნედლეულზე ჩათვლილია.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

თბილისში ერთ-ერთ ინდმეწარმე, არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირთან ინახება ჩვენი შპს-ის კუთვნილი საქონლის ნაწილი, რაშიც თანხას არ ვიხდით. გვსურს, რომ ამ ინდმეწარმესთან უსასყიდლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს თვითონ ინდმეწარმისთვის ხომ არ შექმნის რამე პრობლემას?

2023/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

თანამშრომელმა უცხოური ვებგვერდიდან უნდა გამოიწეროს საქონელი თავის სახელზე (საქონელი დღგ-ით არ იბეგრება). საქონლის განბაჟების შემდეგ, ჩვენმა შპს-მ უნდა შეიძინოს ის თანამშრომლისგან. რამე ვალდებულება გვეკისრება ასეთ შემთხვევაში? საქონელს შევიძენთ შესყიდვის/ჩამოტანის ღირებულებით.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ს აქვს ელექტრო ავტომანქანა (ელექტრომობილი), რომელსაც იყენებს დირექტორი. პირადი მოხმარების შემთხვევების გამო, გვინდა, რომ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით. ელექტროენერგიას რას მოიხმარს პირადი მიზნით გამოყენებისას, ვერ გავმიჯნავთ. რა გადასახადის განაკვეთით უნდა დავბეგროთ ამ ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენება?

2023/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

თუ სასტუმროს მომსახურებას ვყიდულობ საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიიდან და შემდგომ ვყიდი რეზიდენტზე, რომელიც მიდის სამოგზაუროდ, სასტუმროს ეს მომსახურება დაიბეგრება თუ არა 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?

2023/02
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა