ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი
ვიბრუნებთ (დღგ-ის გადამხდელ შპს-ს წარმოვადგენთ) გაყიდულ პროდუქციას დღგ-ის გადამხდელისაგან, რომელზეც ადრე მხოლოდ ზედნადები გვაქვს გაწერილი და შესაბამისად დაბეგრილი. ახლა ამ პროდუქციის მობრუნებისას, დღგ-ის შემცირება შეგვიძლია?
ორგანიზაციამ, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გადაწყვიტა გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებების კომპლექსი, რომელიც შედგება 4 საკადასტრო ერთეულისაგან. თითოეულის გასაყიდი ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. აღნიშნულ ქონებას ორგანიზაცია იყენებს როგორც საოფისე, ისე თანამშრომლების საცხოვრებლადაც. შენობა-ნაგებობების შეძენისას (15-20 წლის წინ) ორგანიზაციას დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია. ასეთი კონკრეტული ოპერაცია სსკ 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიეკუთვნება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას და ეკისრება თუ არა ვალდებულება ორგანიზაციას, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და ამ ქონების გაყიდვისას დაიბეგროს დღგ-ით?
ერთ-ერთ მიმწოდებელთან გვაქვს მარკეტინგული მომსახურების შეთანხმება. თვის მანძილზე მოწოდებულ საქონელზე გვირიცხავს გარკვეულ პროცენტს ე.წ. „ქეშ ბექის“ სახით (რაზეც ჩვენი მხრიდან იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მარკეტინგული მომსახურების გაწევაზე). ახლა გვსურს ამ კომპანიის 2 პროდუქციაზე დავგეგმოთ 3 დღიანი „შოკ-აქცია“, რაც გულისხმობს ამ პროდუქციის გაყიდვას შესყიდვის ფასზე უფრო დაბალ ფასში. დავუშვათ, ამ საქონლის შესყიდვის ფასი შეადგენს 2 ლარს, ამავე საქონელზე დაბრუნებული „ქეშ ბეკი“ არის 0.20 ლარი. თუ ჩვენს ამ პროდუქციას გავყიდით 1.50 ლარად, მიმწოდებელი აგვინაზღაურებს თითოეულ გაყიდულ ერთეულზე 30 თეთრს (სხვაობას შესყიდვის ფასსა და „ქეშ ბეკს“ შორის, შემცირებული სააქციო ფასით, ანუ: 2.00 0.20-1.50), რაზედაც ჩვენი მხრიდან გამოიწერება დამატებითი მარკეტინგული მომსახურების ანგარიშ/ფაქტურა. რამდენად შესაბამისია ეს ოპერაცია კანონმდებლობასთან და რა საგადასახადო რისკები არსებობს?
2022/08
დღგ
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი შპს-ის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწეულია საშუამავლო მომსახურება, რომლის არსი მდგომარეობს სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ამ არარეზიდენტისათვის საქონლის მიყიდვის ხელშეწყობაში.
დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია გადასახადებით? პასუხი ხომ არ არის დამოკიდებული იმაზე, ეს არარეზიდენტი არის თუ არა ოფშორში რეგისტრირებული?
წარმოვადგენთ არარეზიდენტი პირის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში, რომელიც დაკავებულია სამედიცინო კვლევებით. თბილისში გვაქვს ჩვენი ოფისი.
ახლახან საქართველოში იგივე სახის საქმიანობა დაიწყო ასევე ჩვენი სათავო კომპანიის მიერ 100 იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს-მ, რომელსაც უკავია ჩვენს ოფისში ერთი ოთახი. ამ ოთახის ქირას ჯერჯერობით არ ვახდევინებთ. როგორც ჩვენ, ასევე ეს შპს დღგ-ის გადამხდელები ვართ და გვაქვს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციები.
მათ მიერ ჩვენი ოფისის ერთი ოთახით სარგებლობა ჩაგვეთვლება თუ არა საიჯარო მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და დავიბეგრებით თუ არა?
სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით:
„3. დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;
ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა“.
პროპორციული ჩათვლის წესი საპროცენტო შემოსავლის გათვალისწინებით მაინც უნდა იქნას დათვლილი? სესხი ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა საწარმომ გასცა თავის დამფუძნებელ იურიდიულ პირზე. ორივე რეზიდენტია და დღგ-ის გადამხდელი.