ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ მესაკუთრე სამშენებლო კომპანია ვალდებულია და ფიზიკურ პირს აქვს უფლება მიიღოს X კვ.მ. ფართი და ავტოსადგომი (მშენებარე შენობა მოიცავს საოფისე და კომერციულ ფართებს, შეიძლება მოხდეს პროექტის გადაკეთება და შენობა გადაკეთდეს საცხოვრებელ ფართებად). აღვნიშნავ, რომ ეს უფლება ფიზიკურ პირს აქვს ორ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ფიზიკური პირი აპირებს გაყიდოს ეს მოთხოვნა, შესაძლებელია მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. გვაინტერესებს: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი (კერძოდ, შეეხება თუ არა დღგ და საშემოსავლო გადასახადი) და ეს მიწოდება განიხილება, როგორც მატერიალური აქტივის, თუ როგორც არამატერიალური აქტივის მიწოდება? 2) თუკი ფიზიკური პირი დაელოდება მშენებლობის დასრულებას (ვგულისხმობ ეტაპს, როცა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არა უფლების მიმღებად, არამედ მესაკუთრედ უკვე ფიზიკური პირი იქნება) და შემდეგ მოახდენს საკუთრებაში არსებული ფართების გაყიდვას, ხომ არ ექნება შეღავათები გადასახადების კუთხით?

2022/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური აქტივები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

1) ზოგიერთ ექსპორტის დეკლარაციაზე თანდართულ ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირების მომსახურებისთვის ძირითადად დაქირავებულია „საქართველოს ფოსტა“ და სხვა ქართული კომპანიები. ექსპორტიორმა კომპანიამ ტრანსპორტირების თანხა დღგ-ით უნდა დაბეგროს? 2) თუ ექსპორტის დროს სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ კომპანიას დავიქირავებთ, ეს უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის მოგების/საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს?

2022/06
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი შენობა-ნაგებობის რემონტს უკეთებს დღგ-ის გადამხდელ შპს-ს 2021 წლის ივლისიდან. ეს ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელი ნებაყოფლობით გახდა 2021 წლის ნოემბრიდან. მიღება-ჩაბარება გათვალისწინებულია რემონტის დამთავრების შემდეგ. 2021 წლის ნოემბრამდე ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე დღგ-ის გადახდის ვალდებულება აქვს შპს-ს. 2021 წლის ნოემბრის თვიდან, დღგ-ის დეკლარირება და გადახდა ფიზიკური პირის ვალდებულებაა. 1) არ გამომიწერია შპს-ისათვის საფ-ები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ შპს-ს არ აქვს უფლება ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე მიიღოს ჩათვლა და რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გამოვწერთ ა/ფაქტურას და შპს მთელ თანხაზე ჩაითვლის დღგ-ს, სსკ 159-2; 174-2; 163-4 მუხლებიდან გამომდინარე. მართებულია თუ არა ჩვენი პოზიცია? 2) მიღებულ ავანსებზე დღგ-ის დეკლარაცია წარვადგინე და დავიბეგრე, მაგრამ მომსახურების მიმღებს არ გამოვუწერე ანგარიშ-ფაქტურა, რადგან ძველი ნორმის მიხედვით ვთვლიდი, რომ მას უნდა წარმოედგინა მოთხოვნა ჩემთვის. 2021 წ. 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მუხლი 180 „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“ განსხვავებულია ძველი ნორმიდან. გთხოვთ, თუ დარღვევა მაქვს, მიმითითოთ ამის შესახებ და რა სანქციები მელოდება?

2022/05
დღგ
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს: ა) აშენებს საკუთარ შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მშენებლობის მომსახურება მას გაუწიეს როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა, ასევე არარეგისტრირებულმა პირებმა. ბ) არემონტებს საკუთარი შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მომსახურების გამწევი პირები აქაც იგივეა. რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება შპს-ს დღგ-ით დაბეგვრის კუთხით თითოეულ შემთხვევაში, თუ ამ შენობა/ნაგებობას იყენებს როგორც ძირითად საშუალებას: 1) მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში; 2) შერეულ ოპერაციებში?

2022/05
დღგ
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ა(ა)იპ-ის საკუთრებაშია ფართი (კორპუსის 1-ლ სართულზე, არ არის ბინა). ა(ა)იპ დღგ-ის გადამხდელია და ეს არსებული ფართი გაცემული აქვს იჯარით. ინვესტორი/მშენებელი (ასევე დღგ-ის გადამხდელია) სთავაზობს, რომ ა(ა)იპ-მა ეს ფართი თავიდანვე საკუთრებაში გადასცეს მშენებელ კომპანიას და სანაცვლოდ ამ კორპუსს დაანგრევს და ახლადაშენებულ კორპუსში საკუთრებაში გადასცემს ა(ა)იპ ცოტა მეტ ფართს (არის 133 კვ.მ და მიიღებს 180 კვ.მ-ს). როგორ იბეგრება ეს ოპერაცია? ბარტერია? დღგ როდის წარმოიშობა და როდის არის გადასახდელი? მინდა, რომ გარიგების ღირებულება მივუთითო ხელშეკრულებაში და თან უნდა მივუთითო, რომ გადაცემული და მიღებული აქტივი თანაბარფასეულია.

2022/05
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანიის მომსახურების აბონენტებთან დავების მოგების შემთხვევაში, სასამართლო მიღებული დადგენილებით აკისრებს სახელმწიფო ბაჟის თანხების ანაზღაურებას მოდავე მხარეებს, რომლებიც გვიხდიან ამ თანხებს. დღგ-ის მიზნებისთვის, ეს ხომ არ ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ თანხებად?

2022/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა