1) შპს X-ს (დღგ-ის გადამხდელია) გაფორმებული აქვს ლიზინგის ხელშეკრულება „Y-სალიზინგო კომპანიასთან“, რომელიც არ არის დახურული. გვსურს მოვახდინოთ ლიზინგის საგნის რეალიზაცია – ვალდებულების გადაცემა სხვა პირზე. ეს სხვა პირი არის სომხეთში მოქმედი სომხური კომპანია, რომელსაც სურს ლიზინგის საგანი (მობილური ამწე) გაიტანოს სომხეთში. არის თუ არა ეს შესაძლებელი სამმხრივი შეთანხმებითა და ხელშეკრულებაში ჩვენი მხარის ჩანაცვლებით სომხური კომპანიით?
2) „Y-სალიზინგო კომპანიამ“ შემოგვთავაზა სამმხრივი ხელშეკრულების ვარიანტი – უფლებამონაცვლეობა, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველმა სომხურმა კომპანიამ აღნიშნული აქტივები შეიძინოს ლიზინგით, გაკეთდეს გასაყიდი აქტივების უფლებამონაცვლეობა და მათ გადაიბარონ არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სხვაობა გასაყიდ ფასსა და ლიზინგის ვალდებულებას შორის უნდა ჩარიცხონ შპს X-ში. შპს X-მა უნდა გადარიცხოს თანხა „Y-სალიზინგო კომპანიაში“ და გაასწოროს არსებული ვადაგადაცილება. როგორც მოგვწერეს „Y-სალიზინგო კომპანიიდან“, კონკრეტულად საგადასახადო გირავნობის (შპს X-ის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობა) საკითხი ხელისშემშლელია, თუმცა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კომიტეტზე ამის განხილვა და ამისათვის საჭიროა კომპანიამ, რომელსაც აქტივების შეძენა სურს, მიმართოს „Y-სალიზინგო კომპანიას“ დაფინანსების თაობაზე, რომ დაიწყონ პროცესი.
რა რისკებთან არის ეს ოპერაცია დაკავშირებული და ვისთვის წამოიშობა ეს რისკები, ჩვენთვის, „Y-სალიზინგო კომპანიისთვის“ თუ სომხური კომპანიისთვის?
ვარ ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი,70%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. მსურს გავიტანო ჩემი წილი მანქანა-დანადგარების სახით და შევიტანო სხვა შპს-ში. როგორ არის ეს შესაძლებელი? მაინტერესებს, რა იურიდიული პროცედურებია გასავლელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დამეკისრება?
ფაქტობრივი გარემოება ასეთია: არარეზიდენტ, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ (ოფშორი) კომპანიას საქართველოს სახელმწიფოსთან აქვს დადებული ხელშეკრულება, კერძოდ „ნავთობისა და გაზის ოპერაციების მოპოვების უფლებაზე“, ასევე აქვს ფილიალი საქართველოში (ფილიალი მხოლოდ მოძიების, მიწის დამუშავების მომსახურებას ასრულებს).
არარეზიდენტ კომპანიას ჰყავს დირექტორი (მმართველი), რომელიც ცხოვრობს საქართველოში.
არარეზიდენტმა კომპანიამ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადაწყვიტა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპოვების უფლების 50% (ფილიალის გვერდის ავლით. ფილიალს არ აქვს რაიმე უფლება ჩაერიოს, რადგან მოპოვების უფლება სახელმწიფოს უშუალოდ არარეზიდენტ კომპანიასთან აქვს დადებული) გადასცეს საქართველოს რეზიდენტ საწარმოს.
1) რეზიდენტი – საქართველოს საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს:
ა) მოგების გადასახადი: თუ განიხილება საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტი კომპანია, რადგან მმართველი/მმართველები ცხოვრობენ საქართველოში? ამ შემთხვევაში დაიბეგრება განაწილებული მოგება 15%-ით?
საინტერესოა მოუწევს თუ არა რეგისტრაცია (საიდენტიფიკაციო ნომრით) საქართველოში არსებული კანონმდებლობით, როგორც გადასახადის გადამხდელს? თუ ვირტუალურად ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ, რადგან თუ დირექტორმა, რომელიც მართავს და შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი (სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად) ან/და სხვა უცხოელი პირი მოვიდა ერთპიროვნულ მმართველად, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში, მაშინ გამოდის, რომ არარეზიდენტ საწარმოდ ჩაითვლება ისევ ზემოაღნიშნული კომპანია? (იხ. სსკ 28-ე მუხლი).
ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი: თუ ჩავთვლით საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტ კომპანიას, რადგან მიწოდების ღირებულება სცდება 100 000 ლარს, ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდების საანგარიშო პერიოდში? საინტერესოა ვინ, სათავო თუ ფილიალი დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად? აქვს თუ არა ფილიალს უფლება გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ ოპერაციაზე?
2) არარეზიდენტი საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს:
ა) თუ ჩაითვლება არარეზიდენტ კომპანიად, მაშინ დაიბეგრება როგორც ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სსკ 97-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად?
ბ) ასევე, რადგან ახდენს რეალიზაციას და არა დროებით გადაცემას (მოპოვების უფლება) რეზიდენტ საწარმოზე, ეს არ ჩაითვლება როგორც როიალტი და არ დაიბეგრება სსკ-ის 134-ე მუხლით დადგენილი წესით თუ არარეზიდენტი არ ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფლობს ფილიალს)? ამ შემთხვევაში დაიბეგრება უკუდაბეგვრის დღგ-ით მყიდველი, მიღებული უფლების საანგარიშო პერიოდში. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენი შპს აწარმოებდა საგზაო სამუშაოებს, რა დროსაც მოხდა ასფალტის გადახარჯვა, პირობითად – დაიხარჯა 4 ტონა ასფალტი ნავარაუდები 3 ტონა ასფალტის ნაცვლად. ეს გამოიწვია იმან, რომ გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ასფალტი დაგებული იყო უხარისხოდ, ამიტომ მოხდა დაგებული ასფალტის აყრა და ხელახლა დაგება. ეს ფაქტი დოკუმენტურად დასტურდება დამკვეთთან (სახელმწიფო უწყება არ არის) გაფორმებული აქტებით. ეს ხომ არ ჩაგვეთვლება 1 ტონა ასფალტის უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?
ასეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენს დღგ-ის გადამხდელ შპს-ში: პერიოდულად ვიღებთ იჯარით მიწას დამფუძნებელი შპს-ის დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ მიწაზე მოგვყავს მოსავალი, რომელსაც პირუტყვის საკვებად ვიყენებთ. დღგ-ს ვითვლით სრულად. ჩვენმა შპს-მ შეიძინა და დაამონტაჟა სარწყავი სისტემა, გაკეთდა ისეთი რაღაცებიც, რომლებიც სამუდამოდ დარჩება აქ (ჩაიყარა მილები, კეთდება გადახურვები). გამოდის, რომ ეს რაღაცები მუდმივად უნდა მქონდეს ამ მიწაზე, სადაც არის იჯარა, და არა დროებით. ამ დანახარჯების გაქვითვა შეიძლება იჯარაში?
შპს-ის საკუთრებაში საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ვყიდი არარეზიდენტ პარტნიორზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ექსპერტმა დაგვიდგინა საბაზრო ფასი – 142600 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ღირებულება დღგ-ის გარეშე უნდა მივუთითო, რადგან მყიდველი არარეზიდენტია? დღგ რამდენი იქნება გადასახდელი?