საბაჟო საწყობიდან საქონლის იმპორტის შემთხვევაში (როცა იმპორტი დღგ-ით იბეგრება), გვეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა? რა შემთხვევაში მოგვიწევს უკუდაბეგვრის დღგ-ის დარიცხვა?
საბაჟო საწყობიდან გავყიდეთ საქონელი. დღგ-ის მიზნებისათვის, ეს არის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თუ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა? თუ საერთოდ არ ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მიწოდებად?
შპს ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებს სხვადასხვა სახის პროდუქციას. ყველა სახის პროდუქციაზე გვაქვს დამტკიცებული ხარჯვის ნორმები (რეცეპტურები).
1) რადგან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადია, არის შემთხვევები, როდესაც ხარჯვის ნორმებში ვერ ვეტევით და შიდა აქტის საფუძველზე ვახდენთ ხარჯებში ჩამოწერას.
2) ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც მყიდველისგან ვიღებთ პრეტენზიას, მაგალითად, დაზიანდა პროდუქცია ტრანსპორტირების დროს ან სხვა მიზეზით. აღნიშნულ პრეტენზიას თუ ვეთანხმებით, ვახდენთ 1410 ანგარიშიდან თანხის ხარჯებში ჩამოწერას.
გვაინტერესებს, ეს ოპერაციები უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით?
ჩვენი შპს არის მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ვართ. ვიყენებთ მსს ფასს-ს. ბოლო რამდენიმე წელიწადია დაკავებული ვართ უძრავი ქონების იჯარით გაცემით, რაც იბეგრება დღგ-ით. სხვა ეკონომიკურ საქმიანობას არ ვეწევით. შესაბამისად, ყველა გაწეული ხარჯი უკავშირდება ამ საქმიანობას. თუმცა ასევე გვაქვს წარსულ წლებში გაცემული დიდი ოდენობით ერთი პროცენტიანი სესხი სხვა შპს-ზე, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხება პროცენტი. რადგან სესხის თანხა დიდია, ისე მოხდა, რომ 2021 წელს დარიცხული საპროცენტო შემოსავლის თანხა აჭარბებს წლის საიჯარო შემოსავლებს.
გვეკუთვნის თუ არა დღგ-ის სრული ჩათვლა 2021 წელს?
შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, რომლის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ თურქი სპეციალისტები. ამ თურქების კვებისა და რესტორნის მომსახურების თანხები ჩვენ გადავიხადეთ, რაც მათთან ზეპირი შეთანხმებით ჩვენ გვევალებოდა. საბუთებიც გვაქვს. ეს ხარჯები დღგ-ითაც დავბეგრო და მოგების გადასახადითაც?
გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?