კომპანიამ 2014-2017 წლებში საქართველოს საბაჟოზე შემოიყვანა მძიმე ტექნიკა. საბაჟო დღგ არ არის გადახდილი, რადგან იმპორტის დროს სარგებლობდა დაშვებული შეღავათებით (კომპანია იყო BP-ის ქვეკონტრაქტორი). ტექნიკა არ არის შემოყვანილი დროებით რეჟიმში და დღეს არ არის საჭირო საბაჟო დღგ-ის გადახდა.
კომპანია ამჟამად აპირებს შემოყვანილი ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას. მაინტერესებს, საჭიროა თუ არა საბაჟოზე ახალი განბაჟება, საბაჟო დღგ-ის გადახდა? ასეთ შემთხვევაში საგადასახადოსთან მჭირდება რამის შეთანხმება (მხოლოდ ს/ზ-ის და დღგ-ის ა/ფ-ის გამოწერას არ ვგულისხმობ)? მყიდველ კომპანიაზე ტექნიკის გადასაფორმებლად რა დამატებითი პროცედურები მჭირდება?
1) უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება, დარეგისტრირებულ (გახსნილ) ფილიალში სამუშაოდ საქართველოდან წაყვანილი თანამშრომლების შრომით კონტრაქტებში რა სახის ცვლილება უნდა შევიტანოთ იმის დასაფიქსირებლად, რომ თანამშრომლები იმუშავებენ საზღვარგარეთის ფილიალში?
2) შრომით ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თუ ხელფასები გადაირიცხება საქართველოდან, გვექნება იმის რისკი, რომ შეიძლება სამტკიცებელი გაგვიხდეს, ამ თანამშრომელთა შრომითი საქმიანობა საზღვარგარეთ დაარსებულ ფილიალს რომ უკავშირდება?
3) ამ შემთხვევაში ჩვენ ხელფასებს გადავრიცხავთ, ოღონდ დეკლარირებას არ მოვახდენთ საქართველოს კანონმდებლობით და დეკლარირება მოხდება საზღვარგარეთ (ფილიალის რეგისტრაციის ადგილას) იქაური კანონმდებლობით? რამე დოკუმენტის გამოთხოვა და წარდგენა დაგვჭირდება შემოსავლების სამსახურში ამ შემთხვევაში?
4) ასევე, ამ შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დღგ-ით დაბეგვრა ასევე არ მოხდება საქართველოში და საქართველოს კანონმდებლობით და ეს განხორციელდება საზღვარგარეთის ფილიალის მიერ, ადგილობრივი კანონმდებლობით?
გთხოვთ, განიხილოთ კითხვის ოთხი ვარიანტი:
1) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა. ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურმა პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი;
2) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა, ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე – კომერციული მიზნებისთვის;
3) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი;
4) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე კომერციული მიზნებისთვის.
რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი თითოეულ შემთხვევაში?
გვინდა ჩამოვწეროთ 2013-2015 წლებში შეძენილი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა (ძირითადი საშუალებები), რომელიც დაზიანებულია და ზოგიერთი აღარც არსებობს ფიზიკურად. მათ გასულ წელს ცვეთა აღარ დაერიცხა, რადგან სრულად არის ამორტიზებული, გარდა ერთი პოზიციისა, რომელიც არ არის ბოლომდე გაცვეთილი. თქვენი კონსულტაცია გვჭირდება: უნდა დავბეგრო დღგ-ით და მოგების გადასახადით?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იჯარით აიღო კომერციული ფართი არაურთიერთდამოკიდებული დღგ-ის არაგადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან. საიჯარო კონტრაქტში მითითებულია, რომ „მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება 2021 წლის 25 ნოემბრიდან“, თვითონ საიჯარო ხელშეკრულება კი გაფორმებულია 24.09.2021-ში. კონტრაქტში ასევე წერია, რომ „ქონება იჯარით გამოსაყენებლად ვარგისია, მაგრამ საჭიროა განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები, რომელსაც უზრუნველყოფს „მოიჯარე“. კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში უნდა გაფორმდეს „საიჯარო ქონების“ სრულად გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი. კონტრაქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საიჯარო ყოველთვიური ფასი ფიქსირებულია და უცვლელია.
ანუ, კონტრაქტის აზრი ისაა, რომ მოიჯარე როცა გაარემონტებს და მოაწესრიგებს საიჯარო ქონებას თავისი მიზნების შესაბამისად, მერე მოხდეს იჯარის საფასურის გადახდების დაწყებაც. თუმცა, გარდა ზემოთ მოყვანილი წინადადებებისა, კონტრაქტში ამაზე მეტი არაფერი წერია.
გვაინტერესებს, შპს რაიმე საგადასახადო რისკის წინაშე ხომ არ დგას 24.09.2021-25.11.2021 პერიოდზე?