ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი
საქართველოს შპს-ის სახელით გავხსენით ანგარიში Paypall პლატფორმაზე, რადგანაც ერევანში ეს მომსახურება მიუწვდომელია. აღნიშნულ ანგარიშზე თანხებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერევანში არსებული სუპერმარკეტის მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან. ანუ, ერევანში არსებული სუპერმარკეტი ყიდის ონლაინ-რეჟიმში საქონელს, ოღონდ ამ თანხებს ვიღებთ ჩვენ Paypall ანგარიშზე. შემდეგ ეს თანხა გადაგვაქვს თიბისი ბანკში და საბოლოოდ გადავრიცხავთ ერევანში (ჩვენი საკომისიოს გამოკლებით), ანუ რაღაც შუამავლობა გამოგვდის ერევანსა და Paypall-ს შორის.
1) რა შეიძლება დავარქვათ ამ მომსახურებას?
2) რა სახის გადასახადები მოუწევს აღნიშნულ კომპანიას საქართველოში და რა საგადასახადო რისკები არსებობს?
2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
2020 წლის დეკემბრიდან მომსახურებას ვუწევთ ერთ კომპანიას, რასაც დღგ-ით ვბეგრავთ ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ეს კომპანია რუსეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირია.
აღნიშნულ კომპანიას ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას და ვუკეთებთ ღვინის შეფუთვის დიზაინებს ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ჰქვიათ ქართული სახელები და ეს სახელები „საქპატენტში“ დარეგისტრირებულია საქართველოს იურიდიული პირის მიერ. აღვნიშნავთ ასევე, რომ შეფუთვის დიზაინზე რამდენიმე ქართული სიტყვაა გამოყენებული იმის მისანიშნებლად, რომ ეს ღვინის ბრენდები ქართულია.
როგორც ამ კომპანიიდან გვეუბნებიან, ამ რუსულ იურიდიულ პირს საქართველოში მუდმივი დაწესებულება არ აქვს და ქართველ მწარმოებელთანაც იურიდიული კავშირი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესრულებული სამუშაო საქართველოს უკავშირდება და ამიტომ აქამდე გაწეული ყველა მომსახურება ამ კომპანიისათვის დავბეგრეთ დღგ-ით.
უნდა დაგვებეგრა თუ არა ამ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გაწეული ეს მომსახურება დღგ-ით?
2021/08
დღგ
არამატერიალური
აქტივები
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, ეს „მენუალი“ №11119 მოქმედებს 2021 წლიდან? უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე შეუძლიათ დღგ ჩაითვალონ?
ჩვენს კომპანიას აქვს ლიზინგით შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერდნენ ლიზინგის გრაფიკის მიხედვით. მაისის თვიდან ლიზინგის გამცემი ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერს გადახდის და არა დარიცხვის თვის მიხედვით, ანუ, თუ მაისში გადასახდელი თანხა გადავიხადეთ ივნისში, ფაქტურას გვიწერს ივნისში და საოპერაციო თვეს უთითებს ივნისს. ასევე ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ ეს არის ივნისში გადახდილი მაისის თვის გადასახადი. სწორია თუ არა ანგარიშ-ფაქტურის ამ პრინციპით გამოწერა?
2021/08
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
ჩვენი აგროფირმა (შპს) ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთს რეგულარულად აწვდის ჩვენ მიერ წარმოებულ პირველად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (რძეს). ხელშეკრულების მიხედვით, თუ თვეში რაღაც რაოდენობაზე მეტ რძეს მივაწვდით, ეს დამკვეთი გვირიცხავს დამატებით ბონუსს. ეს საკითხი განვიხილეთ თქვენთან ჟურნალში და გადაწყდა, რომ აღნიშნული ბონუსი უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, მიმწოდებელი არ გვიდასტურებს გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას იმ მოსაზრებით, რომ ეს არის რძის ფასის შემადგენელიო. უნდა გავაგრძელოთ დღგ-ით დაბეგვრა?
საქართველოში უცხოური წამლის რეგისტრაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ით?