ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

შპს-ის საკუთრებაში საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ვყიდი არარეზიდენტ პარტნიორზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ექსპერტმა დაგვიდგინა საბაზრო ფასი – 142600 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ღირებულება დღგ-ის გარეშე უნდა მივუთითო, რადგან მყიდველი არარეზიდენტია? დღგ რამდენი იქნება გადასახდელი?

2022/01
დღგ
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოემბერში გზა დავაგეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელშეკრულება დეკემბრის დასაწყისში დაიდო. შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაც ვერ გაკეთდა ნოემბრის თვეზე და ვერც ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება. ჩვენ მასალის გახარჯვის აღრიცხვა საბუთების შესაბამისად უნდა მოვახდინოთ თუ რეალური ფაქტების მიხედვით? შემოსავლის დეკლარირებაც (დღგ-ის კუთხით) ამ გახარჯვის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ?

2021/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს-მ გაყიდა ავტომანქანა მეორე შპს-ზე, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, თუმცა ამ ავტომანქანაში საწვავს დირექტორი ისევ პირველი შპს-ის ბარათიდან ასხამს. ეს გარემოება როგორ განიხილება დაბეგვრის კუთხით? ორივე შპს დღგ-ის გადამხდელია.

2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
პასუხის ნახვა

რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?

2021/12
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს რეგისტრირებულია ამ კომპანიის ვებგვერდზე https://www.freepik.com/ და ყოველთვიურად იხდის ინვოისის თანხას ამ ვებგვერდის სარგებლობისთვის. ვებგვერდიდან ახდენენ სხვადასხვა სახის მასალების ჩამოტვირთვას (სურათები და ა.შ). უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრია, თუმცა უწყვეტ/რეგულარულ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თვის ბოლოს დაბეგვრის მიზნებისთვის? არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადითაც უნდა დაიბეგროს? ეს მომსახურება ვერ დავუკავშირეთ სსკ 104-ე მუხლის რომელიმე პუნქტს.

2021/12
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანაში სადეგუსტაციო მიზნებისთვის შეძენილი ღვინოები და საჭმელი, რომელიც დეგუსტაციის პროცესში იხარჯება თანამშრომლების მიერ, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს უსასყიდლოდ გაცემად და ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად? რადგან აღნიშნული ქმედება ეკონომიკური პროცესებისთვის არის აუცილებელი, რამდენად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას?

2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა