ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

2020 წლის დეკემბრიდან მომსახურებას ვუწევთ ერთ კომპანიას, რასაც დღგ-ით ვბეგრავთ ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ეს კომპანია რუსეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირია. აღნიშნულ კომპანიას ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას და ვუკეთებთ ღვინის შეფუთვის დიზაინებს ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ჰქვიათ ქართული სახელები და ეს სახელები „საქპატენტში“ დარეგისტრირებულია საქართველოს იურიდიული პირის მიერ. აღვნიშნავთ ასევე, რომ შეფუთვის დიზაინზე რამდენიმე ქართული სიტყვაა გამოყენებული იმის მისანიშნებლად, რომ ეს ღვინის ბრენდები ქართულია. როგორც ამ კომპანიიდან გვეუბნებიან, ამ რუსულ იურიდიულ პირს საქართველოში მუდმივი დაწესებულება არ აქვს და ქართველ მწარმოებელთანაც იურიდიული კავშირი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესრულებული სამუშაო საქართველოს უკავშირდება და ამიტომ აქამდე გაწეული ყველა მომსახურება ამ კომპანიისათვის დავბეგრეთ დღგ-ით. უნდა დაგვებეგრა თუ არა ამ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გაწეული ეს მომსახურება დღგ-ით?

2021/08
დღგ
არამატერიალური აქტივები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, ეს „მენუალი“ №11119 მოქმედებს 2021 წლიდან? უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე შეუძლიათ დღგ ჩაითვალონ?

2021/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას აქვს ლიზინგით შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერდნენ ლიზინგის გრაფიკის მიხედვით. მაისის თვიდან ლიზინგის გამცემი ანგარიშ-ფაქტურებს გვიწერს გადახდის და არა დარიცხვის თვის მიხედვით, ანუ, თუ მაისში გადასახდელი თანხა გადავიხადეთ ივნისში, ფაქტურას გვიწერს ივნისში და საოპერაციო თვეს უთითებს ივნისს. ასევე ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ ეს არის ივნისში გადახდილი მაისის თვის გადასახადი. სწორია თუ არა ანგარიშ-ფაქტურის ამ პრინციპით გამოწერა?

2021/08
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი აგროფირმა (შპს) ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთს რეგულარულად აწვდის ჩვენ მიერ წარმოებულ პირველად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (რძეს). ხელშეკრულების მიხედვით, თუ თვეში რაღაც რაოდენობაზე მეტ რძეს მივაწვდით, ეს დამკვეთი გვირიცხავს დამატებით ბონუსს. ეს საკითხი განვიხილეთ თქვენთან ჟურნალში და გადაწყდა, რომ აღნიშნული ბონუსი უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, მიმწოდებელი არ გვიდასტურებს გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას იმ მოსაზრებით, რომ ეს არის რძის ფასის შემადგენელიო. უნდა გავაგრძელოთ დღგ-ით დაბეგვრა?

2021/08
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

საქართველოში უცხოური წამლის რეგისტრაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ით?

2021/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

თუ შეგიძლიათ განმიმარტოთ ექსპორტ-იმპორტისა და სხვა სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული ან მოქცევამდე საქონლის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებული მომსახურებების დაბეგვრის საკითხები დღგ-ის კუთხით ან მიმითითოთ რაიმე სახელმძღვანელოზე.

2021/08
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა