ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

გთხოვთ, განგვიმარტოთ დაბეგვრის რეჟიმი (დღგ-ის გადამხდელი შპს-ისთვის) არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შემთხვევაში. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილზე (საქართველოს ტერიტორიაზე), ასევე ტრანსპორტირებით, საქართველოს ფარგლების გარეთ.

2021/06
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ერთ-ერთ ბაზაზე, ჩვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გვაქვს ელექტროქსელი და გაზმომარაგების სისტემა, რომელიც არის ჩვენივე მოწყობილი. მიწის ამონაწერში ეს არ ამოდის, როგორც რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა. გთხოვთ მოგვწეროთ, რა შემთხვევაში იწვევს ამგვარი ხაზების არსებობა მიწაზე მიწის რეალიზაციის დღგ-თი დაბეგვრას და რა შემთხვევაში არ იწვევს. ანუ, გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში მიწის რეალიზაცია უნდა დავბეგროთ თუ არა დღგ-ით?

2021/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

გერმანული კომპანია Y გერმანიაში იღებს სხვადასხვა შეკვეთას მთარგმნელობით მომსახურებაზე. კომპანია Y მიღებული შეკვეთის შესრულებას დაუკვეთავს ქართულ შპს X-ს (ფაქტიურად „ქვეკონტრაქტორად“ დაიქირავებს). შპს X თავის მხრივ მთარგმნელობით მომსახურებას შეიძენს გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირისგან (პირი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ანუ დასაბეგრი პირია და იმყოფება გერმანიაში). ეს გერმანელი ფიზიკური პირი გადათარგმნის ტექსტს და მოაწვდის შპს X-ს, რომელიც თავის მხრივ მიაწვდის კომპანია Y -ს. რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრება შპს X-ს საქართველოში?

2021/05
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას არ აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. არარეზიდენტი კომპანიებისგან, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი დაწესებულება, ელექტრონულად ინტერნეტით ვყიდულობთ სხვადასხვა ერთწლიან მომსახურებას: ანტივირუსის ლიცენზია, ვებჰოსტინგი, და ა.შ. გვაინტერესებს, როცა ერთი წლის მომსახურების თანხას წინასწარ ვიხდით, უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დარიცხვა სრულად უნდა მოხდეს და ჩათვლა გადანაწილდეს მომსახურების მიღების თვეების მიხედვით, თუ ჩათვლაც ერთიანად შეგვიძლია გადახდის თვის საანგარიშო პერიოდში?

2021/05
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

მშენებარე ფართი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა (არა სამართლებრივად) 2019 წლის აგვისტოში, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მშენებარე სტატუსი. გვაქვს ორი შემთხვევა: 1) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 2019 წლის მაისის თვეში შემოიტანა ავანსად 10 000 ლარი (ბინის ღირებულებაა 100 000 ლარი), რომელიც დაიბეგრა ავანსად. 2020 წლის თებერვალში მიღებულია 10 000 ლარი, ისიც დაბეგრილია ავანსად. ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა და მყიდველს საკუთრებაში ბინა გადაეცა 2020 წლის მარტის თვეში და დღგ-ის ძველი რეგულაციებით დარჩენილი 80 000 ლარიც დაიბეგრა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცაა გადახდილი სრულად (ანუ არ არის შესრულებული ერთ-ერთი მხარის ვალდებულება). რამდენად სწორია კომპანიის ქმედება? 2) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს შემოტანილი აქვს თანხები 2018, 2019, 2020, 2021 წლებში, რომელიც დაბეგრილია ავანსად, მაგრამ არ არის საკუთრებაში გადაცემული, რადგან წინარე ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველს ბინა საკუთრებაში გადაეცემა თანხის სრულად დაფარვის დროს, ანუ ერთ-ერთი მხარის ვალდებულება არ არის შესრულებული. ამ შემთხვევაში დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ვართ თუ არა ვალდებული დავბეგროთ და თუ ვართ, რა პერიოდში?

2021/05
დღგ
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ერთჯერადი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც არის 100 ლარი, მიმწოდებელმა და ამ ვაუჩერის გამომშვებმა 80 ლარად მიყიდა აგენტს №1-ს, ხოლო მან თავის მხრივ – 100 ლარად საბოლოო მომხმარებელს. საბოლოო მომხმარებელმა დამატებით გადაიხადა საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 50 ლარი. დამატებით გადახდილი ღირებულების შემთხვევაში როგორ მოხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა (საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება) მიმწოდებლის მიერ, როდესაც მხოლოდ ვაუჩერის სანაცვლოდ მიღებული აქვს 80 ლარი, ხოლო საბოლოოდ ამ ვაუჩერის მომხმარებელმა გადაიხადა სულ 150 ლარი (შეიძინა 1 ცალი ნივთი)?

2021/05
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა