ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი
გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?
2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
სტუმრისთვის რაიმეს ჩუქება შედის თუ არა წარმომადგენლობით ხარჯში, მაგალითად ღვინის? თუ არ შედის, როგორ დაიბეგრება?
2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
წარმომადგენლობითი
ხარჯები
პასუხის ნახვა
საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი პირი აპირებს მიყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც აპირებს ეს შენობა გამოიყენოს თავისი საელჩოსთვის. ანუ, მყიდველი იქნება ეს ევროპული სახელმწიფო. მისი საელჩო საქართველოში სწორედ ამ შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც ამჟამად იჯარით აქვს აღებული. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით? საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოიწეროს?
2021/10
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იჯარა
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ (საქართველოს შპს) გავხსნით წარმომადგენლობას ჩრდილოეთ მაკედონიაში მომსახურების გაწევის მიზნით, ანუ მომსახურების გაწევის ადგილი იქნება მაკედონია და წარმომადგენლობის მიერ შესრულდება, ეს დაიბეგრება მაკედონიაში, მაკედონიის კანონმდებლობის შესაბამისად, ხომ?
საქართველოში რა გადასახადები და ვალდებულებები წარმოგვეშობა ამ შემთხვევაში?
2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
„A“ და „B“ კომპანიებს შორის გაფორმდა 4-თვიანი ხელშეკრულება საქონლისა და სარეკლამო მომსახურების ურთიერთგაცვლის შესახებ (ბარტერი).
ხელშეკრულების თანახმად, „A“ კომპანიამ „B“ კომპანიას უნდა მიაწოდოს: პირველ თვეს – 13000 ლარის, ხოლო მეორე თვეს – 1000 ლარის საქონელი. ამის სანაცვლოდ კომპანია „B“ კომპანია „A“-ს მომსახურებას გაუწევს 4 თვის მანძილზე და თითოეულ თვეში გაწეული მომსახურების საფასური 3500 ლარი იქნება.
საერთო ჯამში კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების საფასური 14000 ლარს შეადგენს.
დღგ-ის მიზნებისათვის, რა თანხაზე უნდა გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურა და რა თანხა უნდა დაბეგროს/ჩაითვალოს თითოეულმა კომპანიამ, თვეების მიხედვით?
2021/09
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ბარტერი
პასუხის ნახვა
პერიოდულად კონტრაქტორი არამეწარმე ფიზიკური პირები გვიწევენ ღვინის ტრანსპორტირების მომსახურებას კახეთიდან თბილისამდე (სატრანსპორტო საშუალება ჩვენ არ გვეკუთვნის), რომლის დროსაც ჩვენ მათ ვუხდით როგორც მომსახურების საფასურს, ასევე ვაძლევთ საწვავს გახარჯვის შესაბამისად, რომლის დროსაც საწვავის ღირებულებას განვიხილავთ როგორც სარგებელს და ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით და ასევე დღგ-ით.
გვაინტერესებს, თუ ჩვენ ამ ფიზიკურ პირებთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც დავაფიქსირებთ, რომ ეს ტრანსპორტირება მოხდება კომპანიის კუთვნილი საწვავით, ასევე მათ მიერ ყოველი შესრულებული მარშრუტისას ისინი წარმოადგენენ მარშრუტის დაწყებისას და დასრულებისას ოდომეტრის მაჩვენებლებს, განვლილ მანძილს და გახარჯულ საწვავს შესაბამისი მანძილიდან გამომდინარე (ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისი ფორმით), ეს ხომ მოგვცემს იმის უფლებას, აღარ განვიხილოთ აღნიშნული საწვავის მიწოდება სარგებლად და არ დავბეგროთ ეს ოპერაცია საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?