ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

სსკ მუხლი 162(1) „მომსახურების გაწევის ადგილი“ - ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედების სფეროში შეიძლება საზღვარგარეთ ღვინის გამოფენა გავიყვანოთ და არ დავბეგროთ მასში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხა უკუდაბეგვრის დღგ-ით? გამოფენისთვის საზღაურს ვუხდით არარეზიდენტ პირს.

2021/05
დღგ
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

სიტუაცია ასეთია - ლომბარდი, რომელიც დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის იანვრიდან, სესხის გადაუხდელობის გამო უყიდის მსესხებელს (როგორც წესი, ფიზიკურ პირს) დაგირავებულ მოძრავ ნივთს. 1) ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ უნდა შეფასდეს: ლომბარდი ყიდის ნივთს, რომელიც მის საკუთრებაშია გადმოსული, თუ ყიდის სხვის ნივთს როგორც შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი? 2) დღგ-ით დაბეგვრა როგორ მოხდება?

2021/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ერთჯერად ვაუჩერად თუ ჩაითვლება სასაჩუქრე ბარათი? ასევე რა იგულისხმება მიწოდების ადგილის ცოდნად? მაგალითად, „ისი პარის“ მიერ გამოცემული ვაუჩერი შესაძლებელია, რომ თუნდაც არ ვიცოდეთ ადგილი (მაღაზია), რომლიდანაც მიაწვდის კონკრეტულად საქონელს, მაინც ჩაითვალოს ერთჯერად ვაუჩერად, რადგან „ისი პარის“ ნებისმიერი მაღაზია უკვე ხასიათდება ახალი ნორმით, რადგან ცნობილია მიწოდების ადგილი („ისი პარის“ მაღაზიები)?

2021/04
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ერთჯერადი ვაუჩერის გამომშვებმა პირმა, რომელიც არის ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი პირი, 100-ლარიანი ვაუჩერი მიაწოდა აგენტ №1-ს 80 ლარად, თავის მხრივ აგენტ №1-მა მიყიდა აგენტ №2-ს 90 ლარად, ხოლო აგენტ №2-მა გაყიდა საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად (დასაბეგრი პირები (მიმწოდებელი, აგენტი №1, №2) არიან დღგ-ის გადამხდელები). პირობა: საბოლოო მომხმარებელმა ვერ გამოიყენა ვაუჩერში მითითებული დრო, რომლითაც შეძლებდა განაღდებას/გამოყენებას (პირობითად, ერთჯერად ვაუჩერს აქვს გამოყენების პერიოდი). ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აქვთ თუ არა უფლება დასაბეგრ პირებს (მიმწოდებელი-აგენტი №1-აგენტი №2), რადგან ოპერაცია არ შესრულდა და საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ვეღარ განხორციელდება, დაკორექტირონ შესაბამის პერიოდში დასაბეგრი პირების მიერ (მიმწოდებელი-აგენტი №1-აგენტი №2) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები?

2021/04
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

რძის ფერმა აშენებს ფარდულებს (პირუტყვის სადგომი), ე.წ. „ნავესებს“, რომლებსაც კედლები არ აქვს, სახურავი აქვს. თითოეული 10-15 ათასი ლარი ჯდება. აღრიცხვაში ასახული მაქვს როგორც ნაგებობა. დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენო მათი ექსპლუატაციაში შესვლა?

2021/04
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2020-2021 წლებში არარეზიდენტის (უკრაინის რეზიდენტი) ფილიალს, რომელიც საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საკუთრებაში აქვს ქონება (უძრავი-მოძრავი), ასევე ჰყავს თანამშრომლები (რეზიდენტი-არარეზიდენტი), რომლებიც საქართველოში ემსახურებიან ამ ფილიალს. 1) უთანაბრდება თუ არა მუდმივ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა საქართველოში? 2) აქვს თუ არა რაიმე გადასახადის ვალდებულება ამ ფილიალს (მოგების, დღგ, ქონების, საშემოსავლო გადასახადები)?

2021/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა