ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

ვარ შპს, დღგ-ის გადამხდელი. ჩემგან პროდუქცია შეიძინა კომპანიამ, რომელიც სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით და რომელმაც მომიტანა შესაბამისი ცნობაც. მაინტერესებს, მაინც ვბეგრავ დღგ-ით ამ კომპანიისგან მიღებულ თანხას თუ არა? და დღგ-ის დეკლარაციაში როგორ ავსახავ?

2021/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

როდესაც ერთი კომპანია მეორეზე იჯარით გასცემს მიწას, ეს რამდენად ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას? საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მიწა გათავისუფლებულია დღგ-ისგან. სსკ 171-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია ასევე იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვეულებრივი იჯარით გაცემაზე.

2021/07
დღგ
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული მაქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტი, აღებული მაქვს მშენებლობის ნებართვა და გაკეთებული მაქვს ე.წ. „განშლა“. თუმცა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ცარიელი მიწაა. დღგ-ის გადამხდელი პირი ვარ. მსურს ამ მიწის გაყიდვა აღნიშნულ მდგომარეობაში, პროექტთან და სამშენებლო ნებართვასთან ერთად. დავიბეგრები თუ არა დღგ-ით?

2021/07
დღგ
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

2021 წლის №1(253) ყოველთვიურ ჟურნალში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით (გვ. 39, კითხვა: შპს Z იჯარით აღებულ ფართზე აშენებს ფარდულს...) გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ახალი მიდგომით, 2021 წლიდან შპს-მ ბარტერის შემთხვევაში ფაქტურაში უნდა ასახოს ფიზიკური პირისგან იჯარის მომსახურების ღირებულება. პირობითად, იჯარის ღირებულება თვეში შეადგენს 2000 ლარს, ხოლო ფარდულის მშენებლობაზე გაწეული ხარჯი შპს-ის მიერ შეადგენს 2021 წლის იანვარში 15000 ლარს, ხოლო თებერვალში 10000 ლარს, როგორ მოხდება დათვლა და რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრებათ ფიზიკურ პირს და აღნიშნულ შპს-ს? თუ არის შესაძლებელი, ასევე განიხილოთ, როგორ მოხდება ფინანსურად აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით?

2021/07
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ბარტერი
იჯარა
პასუხის ნახვა

გვაქვს შემდეგი მოცემულობები: A – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი (საქონლის გამყიდველი); B – დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული პირი (საქონლის გამყიდველი); С – გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირი/პირები (სამუშაოს შემსრულებელი). საწარმომ მის საკუთრებაში არსებულ შენობას (ნაგებობას) მისი საქმიანობის მიზნისათვის ჩაუტარა რემონტი, რისთვისაც შეიძინა სარემონტო მასალები A და B პირებისაგან, ხოლო სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავა С პირი. პირობითად სარემონტო მასალების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 16000 ლარი (საიდანაც A-სგან შეიძინა 12000 ლარის მასალა დღგ-ის ჩათვლით, ხოლო B-სგან 4000 ლარის მასალა). С-ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10000 ლარია (8000 ლარი ნეტო თანხა და 2000 ლარი საშემოსავლო გადასახადი). გთხოვთ აგვიხსნათ, ჩატარებული რემონტი აკმაყოფილებს თუ არა სსკ მე-8 მუხლის 32-ე პუნქტით განსაზღვრულ განმარტებას და რამდენი ლარის დღგ-ის დარიცხვა და გადახდა მოუწევს კომპანიას სსკ-ის 1601 მუხლის მიხედვით სამუშაოს დასრულების თვისათვის?

2021/06
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) სსკ 160-ე მუხლის „საქონლის მიწოდება“ მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდებად განიხილება: „ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით“. კითხვები შემდეგია: დასაბეგრი პირი თუ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და ააშენა უძრავი ქონება საკუთარი ძალებით ან/და სხვისი სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით (როგორც ძირითადი საშუალება, რომელსაც გამოიყენებს მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებში), რაც გადააჭარბებს 100 000 ლარს, ვალდებულია თუ არა დადგეს დღგ-ის გადამხდელად, როდესაც დაიწყებს ეკონომიკურ საქმიანობაში აღნიშნული ძირითადი საშუალების გამოყენებას? რას ნიშნავს ზემოთ მოყვანილ ციტატაში „თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას“, როდესაც არ არის დღგ-ის გადამხდელი ანუ ხომ ვერ მიიღებდა ჩათვლას? ასევე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, მომსახურების შეძენის შემთხვევაში (როცა სხვას დაევალა აშენება) თუ მომსახურების გამწევი პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი, ამ შემთხვევაში ვალდებულია თუ არა პირი, რომელმაც დაავალა შენობის აშენება, როდესაც გამოიყენებს მას ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც ძირითად საშუალებას, გახდეს დღგ-ის გადამხდელი? 2) სსკ 1601 მუხლის „მომსახურების გაწევა“ მიხედვით: „2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად“. კითხვები შემდეგია: დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და გაარემონტა ძირითადი საშუალება – შენობა-ნაგებობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით, თუ რემონტის ღირებულება გადააჭარბებს 100 000 ლარს, ვალდებულია თუ არა დადგეს დღგ-ის გადამხდელად? რას ნიშნავს მოყვანილ ციტატაში „რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად“? ანუ რემონტის შემთხვევაში, თუ რემონტის თანხა ასცდება 100 000 ლარს, ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად? ასევე, სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის შემთხვევაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, თუ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს დღგ-ის არაგადამხდელი და გადააჭარბებს 100 000 ლარს, ვალდებულია მიმღები მხარე დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად? 100 000 ლარის მომსახურების გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების გამწევს თავად არ წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება? 3) არის თუ არა განსხვავებული მიდგომა შენობა-ნაგებობის მიმართ (რომლის ღირებულებაც აჭარბებს 100 000 ლარს), რომელიც: ა) არის საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით აშენებული? ბ) არის საკუთარი ძალებით ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად? გ) ასევე ორივე პირობის მიმართ, აქვს თუ არა მნიშვნელობა აღნიშნული შენობა-ნაგებობა არის თუ არა უძრავი ქონება? შესაძლებელია შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენდა ან გარემონტდა, არ ჩაითვალოს უძრავ ქონებად (სსკ 157-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, დროებით სარგებლობის შემთხვევა, ასევე, თუ შენობა-ნაგებობა მყარად არ არის დამაგრებული მიწაზე)?

2021/06
დღგ
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა