ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

უცხოელი კლიენტისთვის ე.წ. ქეშბექის გადახდა რამდენად განიხილება მის მიერ ჩემთვის მომსახურების გაწევად და დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ–თ? დღგ-ის ახალი წესების მიხედვით, როგორც მივხვდი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) არარეზიდენტის მხრიდან რეზიდენტისთვის საქართველოში გაწეულად ითვლება.

2021/02
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს-მ (მე-4 კატეგორიის საწარმოა, დღგ-ის გადამხდელი) Microsoft-ისაგან შეიძინა საოპერაციო სისტემა „Windows 10“ – 1290 ლარად. შპს შემდგომში გაყიდვებში გამოიყენებს ამ საოპერაციო სისტემას: კომპიუტერებისა და ნოუთბუქების პროგრამულ უზრუნველყოფაში. რა ვალდებულებები ეკისრება შპს-ს ბიუჯეტის წინაშე? გთხოვთ, მიგვითითოთ ბუღალტრული გატარება – Windows 10-ის მიღება დარიცხული ვალდებულებებით. „Microsoft“-ის რეზიდენტობის ცნობა არ გვაქვს.

2021/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

1) დღგ-ის გადამხდელი შპს „X“ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე ვაშენებთ შენობას. არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. მშენებლობის დასრულების დროს რა ფორმით მოხდება ამის დაფიქსირება? დღგ-ის დეკლარაციაში აღარ ვაფიქსირებთ I და III გვერდებზე? 2) დღგ-ის გადამხდელი შპს „Y“ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე მდგარ შენობას ვარემონტებთ (კაპიტალურად). არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შეკითხვა იგივეა, რაც პირველ ნაწილში.

2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
მშენებლობა
პასუხის ნახვა

გვაქვს ასეთი სიტუაცია: კომპანიაში 2020 წლის მანძილზე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები შეადგენს 33%-ს და დღგ-ით დასაბეგრი – 67%-ს. კომპანიამ ოფისის შესაძენად, ავანსად გადარიცხა თანხები 2020 წლის ნოემბერში და 2020 წლის დეკემბერში, რაზეც სამშენებლო კომპანიამ გამოწერა შესაბამისი თვეებით ავანსის ა/ფაქტურები. ნოემბრის თვეში კომპანიას მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები ჰქონდა 100%, ამიტომ ნოემბრის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა მიბმული დეკლარაციაზე. 1) სწორად მოვიქეცით თუ არა ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით? 2) თუ შეგვიძლია, რომ ორივე ავანსის ანგარიშ-ფაქტურა მივაბათ 2020 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციას და ჩავითვალოთ (ნოემბრის დღგ+დეკემბრის დღგ)/10*67%?

2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

შპს-მ მიაწოდა ჩინეთის კომპანიას პროდუქცია (ღვინო) X ღირებულების, მან ეტაპობრივად ჩარიცხა თანხა. ერთხელ ჩარიცხულმა თანხამ დააბალანსა X ღირებულების პროდუქცია, ხოლო მეორედ დამატებით რიცხავს Y თანხას, რომელიც არის ეტიკეტის დიზაინის ღირებულება. როგორ უნდა გავატაროთ ეს თანხა?

2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლიდან, დღგ-ის დეკლარაციის გაუგზავნებლობის შემთხვევაში აღარ ითვლება (გარდა ფიზიკური პირისა), რომ გაგზავნილია ნულოვანი დეკლარაცია. ადრე, როდესაც აღმოაჩენდა მაკონტროლებელი ორგანო, რომ დეკლარაციის გაუგზავნებლობის მიუხედავად (როგორც ნულოვანი) გადამხდელმა შეიმცირა დასაბეგრი ბაზა, სხვაობაზე დაარიცხავდა ჯარიმას სსკ 275-ე მუხლის შესაბამისად. ანუ, ახლა აღარ აქვს უფლება გამოიყენოს სსკ ის 275-ე მუხლი, რადგან თუ აღარ ითვლება გაგზავნილად, მაშინ დეკლარაციაში თანხის შემცირებად აღარ ჩაითვლება და დაჯარიმდება სსკ 274-ე მუხლით?

2021/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა