ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი
2021 წლიდან როგორ რეგულირდება გადაუხდელი იჯარის საკითხი?
მაგალითად, თებერვლის თვეში კომპანიას გაქირავებული ჰქონდა ფართი, საიჯარო ქირა ჯერ არ გადაუხდიათ. უნდა მოხდეს თებერვლის პერიოდზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? გასულ წელს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხდელ იჯარაზე არ ვწერდით ა/ფაქტურას მანამ, სანამ არ მოხდებოდა იჯარის თანხის გადახდა. 2021 წლიდან რა რეგულაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით?
2021/03
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა
1) გრანტის მიმღებ პირს გრანტის ხელშეკრულების თანხის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე შეეძლო ჩაეთვალა ან დაებრუნებინა გადახდილი დღგ. ამ საკითხთან მიმართებაში ხომ არ არის რამე ცვლილება 2021 წლიდან?
2) გრანტით დაფინანსებული საქველმოქმედო დღგ-ის არაგადამხდელი ორგანიზაცია გრანტის ფარგლებში ახორციელებს რემონტს ძირითადი საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწაზე – გაზიფიცირებას ან შენობის რემონტს. ამ შემთხვევაში გვაქვს თუ არა დღგ-ის ჩათვლის უფლება?
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რას ჩართავენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს: ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვას თუ მიღებულ მოგებას?
2021/02
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
სსკ მე-16 მუხლში არის ასეთი ჩანაწერი:
„საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ“.
დღგ-ის მიზნებისთვის სსკ მე-16 მუხლის ეს ჩანაწერი გამოიყენებოდა 2021 წლის 1 იანვრამდე. 2021 წლის 1 იანვრიდანაც ეგ ჩანაწერი ისევ არის სსკ მე-16 მუხლში, თუმცა დღგ-ის კარში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, სადაც მიწოდება დღგ-ის მიზნებისთვის ასეა განმარტებული:
„მუხლი 160. საქონლის მიწოდება
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა“.
თქვენი აზრით, არის რამე განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის: „საკუთრების უფლების გადაცემა“ და „მესაკუთრის უფლების გადაცემა“? და თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში?
სამშენებლო კომპანიას მშენებარე ფართზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის თებერვლის თვეში, ავანსად ჩაერიცხა 20 000 ლარი, რომელიც დაიბეგრა როგორც ავანსი (სრული ღირებულება 100 000 ლარია). ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და საჯარო რეესტრში დარეგისტრება მოხდება 2022 წლის დეკემბერში. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის თებერვალში. რიგი მიზეზების გამო კორპუსი ექსპლუატაციაში შევა (იგულისხმება მუნიციპალიტეტის მიერ მიღება) 2025 წლის მარტში.
დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, როდის მოხდება დარჩენილი თანხის (80 000 ლარის) დაბეგვრა:
1) 2022 წლის დეკემბერში, როცა დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება; თუ
2) 2023 წლის თებერვალში, როცა დასრულდება მშენებლობა; თუ
3) 2025 წლის მარტში, როცა შევა ექსპლუატაციაში?
უცხოელი კლიენტისთვის ე.წ. ქეშბექის გადახდა რამდენად განიხილება მის მიერ ჩემთვის მომსახურების გაწევად და დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ–თ? დღგ-ის ახალი წესების მიხედვით, როგორც მივხვდი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) არარეზიდენტის მხრიდან რეზიდენტისთვის საქართველოში გაწეულად ითვლება.