ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

შპს-ს, რომელიც სასტუმროა, მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ უნდა მიყიდოს ამ სასტუმროს გვერდით მდებარე მიწა და ამ მიწაზე მდგარი ღია საცურაო აუზი თავისი დამხმარე ნაგებობით. 1) ეს ხომ ჩაითვლება მთლიანად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად (მიწის და ნაგებობის თანხა ორივე)? 2) დამფუძნებელი კომპანია მყიდველ შპს-ს (სასტუმროს) გამოუწერს ანგარიშ-ფაქტურას მთლიან თანხაზე და სასტუმროს ხომ აქვს უფლება ეს დღგ (მიწის და ნაგებობის თანხიდან გამოთვლილი) ჩაითვალოს სრულად? 3) გამყიდველმა კომპანიამ ანგარიშ-ფაქტურაში ცალკე რომ გამოყოს მიწის და ნაგებობის ფასები, რამე საფრთხეს ხომ არ შექმნის ეს სასტუმროსთვის დღგ-ის მთლიანი თანხის ჩასათვლელად?

2020/12
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დედა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა, საკუთრებაში ფლობს არასაცხოვრებელ ფართს (საქართველოში), რომელიც გამოსადეგია კომერციული მიზნით და მისი ღირებულება 100000 ლარზე მეტია. ამ ფართის გაყიდვაზე გენერალური მინდობილობა აქვს მის შვილს, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის ამ ფართს სხვა დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გაყიდვა დღგ-ით დაბეგროს და ა/ფ გამოწეროს არა მესაკუთრემ, არამედ მისმა შვილმა, ვინც გაყიდა ეს ფართი მინდობილობით?

2020/12
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

კომპანიას, რომელიც ფლობს ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამის ლიცენზიას, რომლის თანახმად ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, განზრახული აქვს აგრეთვე სადეზინფექციო და სადერატიზაციო მომსახურების გაწევა კონკრეტული ორგანიზაციებისათვის (მაგ. ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებისათვის და სხვა). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობა / სამედიცინო მომსახურება არის აგრეთვე საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია (მათ შორის) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან. ეროვნული კლასიფიკატორის 81-ე განყოფილება კი მოიცავს შენობების და ტერიტორიის მომსახურების საქმიანობებს, მათ შორის, დასუფთავების საქმიანობებს, როგორიცაა შენობების, მანქანების და მოწყობილობების სადეზინფექციო და გაუვნებელყოფის სამუშაოები და სხვა. განიხილება თუ არა აღნიშნული სადეზინფექციო და სადერატიზაციო მომსახურების გაწევა სამედიცინო მომსახურებად და შესაბამისად, დაიბეგრება თუ არა დღგ-ით? ხომ არ ჩაითვლება ის ჩვეულებრივ დასუფთავების მომსახურებად და როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთი მეორისგან?

2020/11
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) 2018 წლის 1 იანვრიდან, შპს, რომელიც აშენებს მრავალსართულიან შენობას (მშენებარე), ზოგიერთ ფიზიკურ პირზე აფორმებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (შიდა განვადების სახით) და თანხის გადახდას უნაწილებს რამდენიმე წელზე. მაგალითად, პირველი გადახდა მოხდება 2018 წლის 1 თებერვლიდან თვეში პირობითად 1000$ – 2020 წლის 1 დეკემბრამდე. ამასთან აღნიშნულ ბინას მყიდველი (ფიზიკური პირი) ვერ გაყიდის გამყიდველი შპს-ის თანხმობის გარეშე. თუ სრულად ვერ მოახდენს თანხის გრაფიკით დაფარვას, ფიზიკურ პირს დაუბრუნდება გადახდილი თანხა 10%-ის გამოკლებით, ხოლო როცა გადაიხდის სრულად, მხოლოდ მაშინ დარეგისტრირდება ფიზიკური პირი საჯარო რეესტრში როგორც ამ ბინის მესაკუთრე. გვაინტერესებს, როდესაც ფორმდება შიდა განვადება, ხოლო ჯერ ფართი არ არის დასრულებული (მშენებარე), ასევე გაფორმებულია გადახდის გრაფიკი პირობითად 1000$ თვეში, ხომ არ ჩაითვლება ეს ლიზინგის შემთხვევად და დღგ-ით დაიბეგრება არა ჩარიცხული თანხები (მაგალითად ავანსი), არამედ როგორც რეგულარული მომსახურება? და ყოველი თვის ბოლო რიცხვი ხომ არ იქნება დღგ-ით დასაბეგრი (1000$) შპს-ისთვის, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა თანხა? თუ ჩაითვლება ლიზინგად, მაშინ ჩარიცხული ავანსები არ უნდა დაიბეგროს? რეგულარულ მომსახურებას ხომ არ ეხება დღგ-ით ავანსის დაბევრა? ასევე თუ ჩავთვლით შიდა განვადებას როგორც ლიზინგს, მაშინ ქონების გადასახადი მოუწევს ლიზინგის გამცემს? 2) ასევე გვაინტერესებს სიტუაციური სახელმძღვანელო №1116. ანუ, თუ განვადებით გავეცით ეს მშენებარე ბინა, სრულად უნდა დაიბეგროს დღგ-ით?

2020/11
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

მოიჯარე ჩემგან იღებს იჯარის მომსახურებას, ხოლო მისი მხრიდან მე ვიღებ თანხას და ამავე დროს უძრავ ქონებას (მშენებლობის მომსახურებას), არის ეს ბარტერი? და თუ ნაწილობრივი ბარტერია და ორივე მხარე გამოწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, დაირღვევა თუ არა ამით რაიმე?

2020/11
დღგ
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ბარტერი
იჯარა
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანია აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ბინებს კორპუსში, რომელზეც სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, სსკ 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით. თუმცა, ერთ-ერთ ბინას იყენებდა ოფისად როგორც საკუთარ ძირითად საშუალებას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ახლა აპირებს მის გაყიდვას (როგორც საცხოვრებელი ბინის). დაიბეგრება თუ არა დღგ-ით ამ გაყიდვიდან?

2020/11
დღგ
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა