ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

თუ თიზ-ში რეგისტრირებულმა საწარმომ განახორციელა მისთვის აკრძალული მომსახურების შეძენა/მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან/პირისათვის, მაშინ რა სანქციები თუ გადასახადები ემუქრება თიზ-ის საწარმოს? მას ჩამოერთმევა თიზ-ის სტატუსი, თუ უბრალოდ ეს მისთვის აკრძალული ოპერაციები დაიბეგრება ჩვეულებრივ, მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?

2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საწარმოს ბალანსზე ირიცხება შემდეგი აქტივები: 1) ძირითადი საშუალებები (კომპიუტერები, ავეჯი, საოფისე ინვენტარი და სხვ.); 2) იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა; 3) საგადასახადო (ბარათზე) ზედმეტობა. საწარმო არ ფლობს სმფ-ებს და დებიტორულ მოთხოვნებს. გვსურს ყველა ძირითადი საშუალებების მიწოდება სხვა საწარმოსთვის ერთი ოპერაციით. ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ოპერაცია საწარმოს მიწოდებად და გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისგან? ასევე, აქტივების მიმღებ საწარმოს ვუთმობთ იჯარის უფლებას (ხელშეკრულებაში შეიცვლება მოიჯარე მხარე) იმ ფართზე, რომელშიც განთავსებულია ძირითადი საშუალებები.

2020/11
დღგ
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან კორპუსებს. ერთ-ერთი ასაშენებელი კორპუსის საერთო ფართი პირობითად შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო მშენებლობის ხარჯი შეადგენს 800 000 ლარს. გვაინტერესებს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები: 1) როდის და რა თანხით მოხდება დღგ-ის დარიცხვა/დეკლარაციაში ასახვა (ამ თანხაზე და კვ.მ-ზე რომ განვიხილოთ)? კერძოდ: 1-ლი ვარიანტი. მიწის მფლობელ ფიზიკურ პირთან დადებული პირობით ხდება ნაკვეთის შეძენა, პირობითად 100 000 ლარის სანაცვლოდ (თანხა ფიზიკურმა პირმა მიიღო ხელშეკრულების გაფორმებისას 2018 წლის 1 იანვარს) და ამასთან, მას გადაეცემა აშენებული ფართიდან 100 კვ.მ თეთრი კარკასი (მიახლოებითი ღირებულებით 200 000 ლარის). პირობითად მშენებლობა დაიწყო 2018 წლის 2 იანვრიდან, 2018 წლის ნოემბერში დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მშენებარე ფართზე (შესრულებულია სამუშაოების 50%), ხოლო შემდგომ გრძელდება ფართის მოყვანა თეთრ კარკასამდე; მე-2 ვარიანტი. ფიზიკური პირისთვის ანაზღაურება ხდება თანხით 2018 წლის 1 იანვარს 100 000 ლარის ოდენობით და სხვა მიწაზე აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემით 2018 წლის ნოემბერში. 2) პირობითად აღნიშნული მშენებლობა დაწყებულია 2017 წლის 1 იანვარს. წინარე ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის მარტში (მშენებარე ფართზე სამუშაოები შესრულებულია 50%). სულ სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა 2019 წლის ივლისში. ეს ჩაითვლება როგორც: 1. ფართის (საქონლის მიწოდება), ხოლო შემდგომ: 2. მომსახურების გაწევა? რა თანხით და როდის იქნება დღგ-ით დასაბეგრი მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის გადაცემული ფართი, და სხვა მყიდველი პირებისთვის გადაცემული ფართები? 3) როგორც ვიცით, საგადასახადო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს ასეთი მიდგომა: 10% ფასნამატს ითვალისწინებენ ბარტერის (მშენებლობისას აშენებული ფართის მიწის მფლობელი ფიზიკური პირისათვის გადაცემის შემდგომ მომსახურების) შემთხვევაში და როგორ გამოითვლება ეს 10%? შედის თუ არა ფიზიკური პირისთვის მიღებული 100 000 ლარი (მიწის საფასური) აშენებული ფართების ხარჯის მთლიან ღირებულებაში (100 000 ლარი (მიწის ნაკვეთის მიღებისას ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხა) გარდა მშენებლობის ხარჯისა 800 000 ლარი)? 10% ფასნამატის დათვლისას გაითვალისწინება თუ არა 100 000 + 800 000 ხვედრითი წილის + 10% მომსახურების, თუ წინარე ხელშეკრულება დაიდო და პირობითად 50% არის დასრულებული? თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული საკითხები განვიხილოთ პირობითად გარკვეული თანხით, გადაცემული ფართების კონკრეტული დროის მონაკვეთით, რათა შესაძლებელი იყოს მარტივად აღქმა.

2020/11
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ასაშენებელი ფართების შიდა განვადებით სხვა ფიზიკური პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში (პირობითად აშენებულია მისაცემი ფართების 50% და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში), ხომ არ ჩაითვლება, რომ გადაცემულია ფართები ლიზინგით და ქონების გადასახადის მიზნებისთვის შპს დაიბეგრება?

2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს. გვაინტერესებს: მშენებლობისას, როდესაც ხდება ფიზიკური პირისთვის ბინის დაქირავება ასაშენებელი ფართის მიწოდებამდე (როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს ქირის გადახდას, ან არ ითვალისწინებს; ორივე შემთხვევა რომ განვიხილოთ) და შპს იხდის ქირის თანხას, ფიზიკური პირისათვის ფართის ქირავნობისას გადახდილ თანხებზე დაიბეგრება თუ არა რაიმე გადასახადით შპს?

2020/11
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
იჯარა
მშენებლობა
პასუხის ნახვა

სსკ-ში შესული ცვლილებით, იჯარით აღებული ქონების დაბრუნებისას, დღგ-ის მიზნებისთვის აღარ ითვლება მიწოდებად იჯარით აღებული ქონების (კეთილმოწყობის შემდგომ ნარჩენი თანხის ჩათვლით) დაბრუნება. მაგრამ თუ პირიქით მოხდა და ფიზიკურმა პირმა, როგორც მოიჯარემ, დაუბრუნა (გარემონტებული) საიჯარო ქონება მეიჯარე შპს-ს, ეს ხომ არ ჩაითვლება მიწოდებად?

2020/10
დღგ
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა