ჩვენს შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოა) ინტერნეტ-მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, კერძოდ, Shopify International Limited-ი. ეს მომსახურება ჩვენი ინტერნეტ საიტის ყოველთვიური მომსახურებაა. არ გვაქვს Shopify International Limited-ის რეზიდენტობის ცნობა. გთხოვთ გვიპასუხოთ:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება ჩვენი შპს ამ შემთხვევაში?
2) მომსახურების ღირებულება იჭრება ბანკიდან ავტომატურად, კერძოდ ინვოისი გამოწერილია 29 დოლარზე და თანხის ჩამოჭრა PayPal-ის მეშვეობით ხორციელდება 30.63 დოლარი. მოცემული შემთხვევის დროს, დასაბეგრი ბაზა საიდან იანგარიშება? გადახდის დანიშნულებაა Basic Shopify plan.
თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია „ა“-ს ქვეიჯარით აღებული აქვს მიწა და მასზე მდგარი 4 კედელი თიზ-ში რეგისტრირებული სხვა კომპანიისგან (რომელსაც თავის მხრივ ეს სახელმწიფოსგან აქვს აღებული იჯარით). ამ ობიექტზე კომპანია „ა“-მ დახარჯა დაახლოებით 2 მილიონი ლარი და მეტიც, განავრცო და ააშენა საწარმო (შენობა და დანადგარები).
1) ასეთი ხარჯის გაწევა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“-სთვის ნებადართულია თუ არა ჩვენი კანონმდებლობით?
2) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ეს გაწეული დანახარჯები რა ტიპის ხარჯია კომპანია „ა“-სთვის?
3) ქვეიჯარაში გადახდილი თანხები ემატება თუ არა შენობის თვითღირებულებას მშენებლობის პროცესში (მიმდინარეობისას)?
4) რამე გადასახადი ხომ არ წარმოექმნება კომპანია „ა“-ს ამ ოპერაციის გამო?
ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.
როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?
ჩვენს საწარმოს ახალი სტატუსი მიენიჭა – ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი. გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი როგორ შეიძლება გავარკვიო? დღგ-ის გადამხდელად ხომ უნდა დავდგე, ეს ალბათ აუცილებელია და რასაც გადავიხდი დღგ-ს, მისი სრულად ჩათვლა შემეძლება?
სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება, რის გამოც საჯარო რეესტრში გადახდილი იქნა მიწის საკომპენსაციო თანხა 14 000 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავლის დანიშნულებით.
ამ თანხაზე (14 000 ლარი) შეგვიძლია თუ არა დღგ-ის ჩათვლა?